Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

შემოდგომის დიდი სამეული

Filed Under (ნაწარმოებები) by on 24-11-2010

Tagged Under : , , , ,

როგორც იტყვიან ხოლმე, შემოდგომა შემომიჩნდა… რა ჩემი ბრალია, მიყვარს ეს სეზონი.  🙂

(შემოდგომის საღამოა მშვიდი…
შენც გიჟი ხარ, მეც გიჟი ვარ..გიჟი!) 🙂

სწორედ ასე იყო, და დავწერე:

 

"შემოდგომის დიდი სამეული"

( პატარაა და საყვარელი(მგონი) )

ქალაქს ვერხვები გაუცივდა.
ტოტები მიყოლებით აცახცახდნენ,
ფოთლები გზებზე დაუცვივდათ…
მრგვალი ბეღურები სახლთან დასხდნენ…


მომინდა ქალაქის ჩახუტება,
ყველა ფოთოლის და ყველა წამის…
ბაღში ხეტიალი და ყურება,
როგორ იფოთლება ჩვენი სკამი…


მწიფე მზე ნაზად ჩაესვენა
და ვართ ერთმანეთში არეული
ჩვენ, თბილისი და ფოთოლცვენა_
შემოდგომის დიდი სამეული!…


Comments:

One Response to “შემოდგომის დიდი სამეული”


  1. მართლაც საყვარელია! და სულაც არ “დამგრუზა”! :p

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.