Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ფრთხილად.. ისმინება! (ნაწილი II)

Filed Under (კომპ. ქსელები) by on 07-11-2010

Tagged Under : , , , , , ,

 RuNet-ში არსებობს დიდი რაოდენობა საიტებისა ან ორგანიზაციებისა, რომლებსაც წარმოდგენა აქვთ ამ საერთაშორისო კავშირებზე ქსელებში და ისინი თითქმის ბოლო წერტილამდე აქვეყნებენ თავიაანთ ინფორმაციებს (ბაზებს), რომ არ შეუქმნან პრობლემა ინტერნეტში მიმოფანტულმა ვირუსებმა და არ შეაფერხონ მათი მუშაობა. ისინი აგრეთვე თანამშრომლობენ FCB & MVD-თან. ამ ინფორმაციაზე ხელის მიწვდენა თითქმის ყველასთვის არის შესაძლებელი, შეგიძლიათ კონკრეტულად ჰოსტირებულ საიტებზე ნახოთ ორგანიზაციები, რომელთა ინფორმაციაც გამოაშკარავებულია მაქსიმალურად, თავიაანთი მომხმარებლებითა და ბაზებით.

 როგორ, ან საერთოდ რისთვის სკანირდება ეს ყველა რესურსი შევეცდები მოკლედ ავღწერო ამ ნაწილში რადგან მოსაყოლი კიდევ ბევრია….

 მატრიცა, ეს არის რეალურ ცხოვრებაზე აგებული ერთერთი მაღალბიუჯეტიანი ფილმი. თქვენ შეიძლება ყურადგებაც კი არ მიაქციოთ ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს რეალობაა. ნუ შევხედავთ ყველაფერს პირდაპირ, წარმოიდგინეთ რომ თქვენ მისი ერთერთი წევრი ხართ. შეცდომა დაუშვებელია. 

რას წარმოადგენს SORM-ი? მისი ტექნიკური და სისტემური მოვალეობები იყოფა სამ ნაწილად:

1. აპარატურულ-პროგრამული ნაწილი, ის დგას ყველა საოპერატორო ხაზის სათავეში.

2. წაშლილი ბაზები, ნებისმიერი ორგანოს ბაზა ინახება სპეციალურად დაცულ (სერვერ-კომპიუტერებში)

3. ქსელები, რომლებიც უზრუნველყოფილია პროვაიდერების მიერ, შეიცავს ყველა ინფორმაციას კომპიუტერის ქსელში ჩართვის წამიდან.

თუ მაგალითის საფუძველზე გადავამოწმებთ პროვაიდერებს, ჩვენ ვნახავთ რომ მისი მუშაობის სქემა შემდეგნაირია. პროვაიდერი გვიყენებს სახლში ეგრედწოდებულ როუტერს (ინტერნეტ ჩამომყალიბებელი), რომელიც ტელეფონის მიკროტალღებს ინტერნეტად აქცევს. ის უკავშირდება პროვაიდერს, სადაც დამონტაჟებულია უამრავი სერვერ-კომპიუტერი, უამრავი ბაზა-შემნახველი და ბოლოს ეს ყველაფერი უერთდება SORM სისტემას.აქედან გამომდინარე, ყველა გასული და შემოსული შეტყობინება გაივლის SORM სისტემაში და თუ დავარღვევთ კანონს, ან ამოგვიღებს მიზნად ექსტრა კლასის ჰაკერი შედეგზე პასუხი თავად უნდა აგოთ..

 SORM-1 შექმნილია შნურიანი სატელეფონო და რადიოკავშირების ინფორმაციის შესაგროვებლად. SORM-2 დახვეწილი სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მობილური სიხშირის სმენადობას და რაღათქმაუნდა ინტერნეტს. SORM-3 უახლესი საიდუმლო სისტემა, რომელშიც გაერთიანებულია ყველა ზემოთჩამოთვლილი ვარიანტი და დამატებით მას შეუძლია სკაიპის პირდაპირი მოსმენა, ასკუს მოსმენა, აკონტროლებს VPN სერვერებს. მისი ფუნქცია ჩვენთვის საბრთხეს არ წადმოადგენს. ის შექმნილია გლობალური ტრაფიკის კონტროლისათვის და ქვეყნის მასშტაბირებისთვის.

განვიხილოთ მომხმარებლისადმი თვალთვალის ასპექტი..

 ქსელში შესვლისთანავე ადამიანი უკვე წამოგებულია ისეთ სისტემებზე როგორიცაა SORM-2. თქვენი პროვაიდერი გადზლევთ IP მისამართს ან დროებით ლოკალურ და გლობალურ მისმართს, თქვენი IP-ის გაგება შეგილიათ (აქ).  ზუსტად ამ მისამართის საშუალებით ხდება თქვენი ბრაუზერისა და ინტერნეტის ერთმანეთთან დაკავშირება (ინფორმაციის გაცვლა). პროვაიდერებში ჩამონტაჟებულია პროგრამა, რომელიც იმახსოვრებს თუ რა დროით იყავით თქვენ ინტერნეტში, რა ინფორმაცია მოიდზიეთ და ვისთან გაქვთ კონტაქტი, ასე რომ თუ თქვენ შედიხართ SORM -ის ან სხვა რომელიმე ორგანიზაციისა თუ ჰაკერის  სიაში მათ ჩირდებათ მხოლოდ რამდენიმე წუთი, რათა მოიდზიონ თქვენზე სასურველი ინფორმაცია. 


Comments:

One Response to “ფრთხილად.. ისმინება! (ნაწილი II)”


  1. ra sashualebit sheiszleba tavis dacva? anu antivirusebis gamoyenebas azri ar aqvs???

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.