Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ფრთხილად.. ისმინება! (ნაწილი I)

Filed Under (კომპ. ქსელები) by on 06-11-2010

Tagged Under : , , , , , ,

 ჩვენ ძალიან ბევრი გვითვალთვალებს: მთავრობა, ეგრედწოდებული (ჰაკერები),  შეიძლება ჩვეულებრივი მაცხოვრებლებიც კი და მათ ყველას რა უნდათ ჩვენგან? რატომ არ გვაძლევენ საშუალებას ვიცხოვროდ ყველასგან დამოუკიდებლად? პასუხი მარტივია და ამავდროულად რთულიც. ზეორგანოები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ერევიან, რადგან მათ არ აინტერესებთ ჩვენი პირადი ინფორმაცია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში იტოვებენ თავიაანთთვის (ხეზე ცოცვის ხერხს) რათა თავიდან აირიდონ არასანქცირებული ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის სტანდარტული კოდექსებით. თაღლითებს კი უბრალოდ შენი IP-ი, პაროლი, ან რაიმე მაგდაგვარი აინტერესებთ, რომელიც მათ წაადგებათ და არა ჩვენი ცხოვრება. ქსელში თვალთვალი მისი შექმნის დღიდანვე არსებობს. ყველაზე საუკეთესო საშუალება, ინტერნეტი(კომპიუტერი) და მობილური სიხშირის მქონე აპარატები. 

 პროვაიდერები, ტროჟანები, ანტივირუსები, რუთსისტემები. ეს ყველაფერი საშიშია! ერთი შეხედვით შეიძლება არანაირ საბრთხედ არ მივიჩნიოდ, ანტივირუსი კი მითუმეტეს, მაგრამ თუ დაჭირდათ ზე ორგანოებს სწორედ მაშინ ხდება ეს ყველაფერი სახიფათო ჩვენთვის. და ბოლოს, რას აკეთებენ ისინი..

 პროვაიდერები აგროვებენ ყველა შესაძლო ინფორმაციას რომელიც ჩვენი კომპიუტერიდან გადის და შემოდის. ინახავს ყველა სარეგისტრაციო სისტემას, ასევთქვათ (შიფრავენ ტრაფიკს).  ამ ყველაფერს თავიაანთი კომერციული მიზნებისთვის აკეთებენ, ამიტომ ეს ყველაფერი არც ისე საშიშია, მაგრამ ბევრად უფრო საშიში ის არის თუ რას აკეთებენ ისინი თავიაანთი საქმის უზრუნველსაყოფად!

 ტროჟანული ბოტები წარმოადგენენ სისტემას, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ქსელში და ქმნიან ერთ დიდ ვირუსს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ყველანაირ ინფორმაციას მიაწვდის თქვენს ბოროტის მსურველს, ან სულაც სპეცსამსახურებს. ტროჟანების დავალებაა შეაგროვონ თქვენი პაროლები, თქვენს მიერ ნანახი საიტები და თქვენი ფაილების შემცველობის შესწავლა, ისინი იმდენად მოხერხებულნი არიან, რომ იმალებიან ყველაზე ძნელადმისაწვდომ ადგილზე და მათი პოვნა თითქმის შეუძლებელია თუ არ გამოვიყენებთ სპეციალურ ანტიტროჟანულ სისტემებს. არსებობს ორი სახის ტროჟანი: მარტივი (სულელებისთვის) და ახალი თაობის ტროჟანი, რომელიც თითქმის მთელ სისტემას არღვევს. მარტივი ტროჟანები საიტებზეც გვხვდება შემდეგი სახით: (თქვენ გახდით 1 000 000 ვიზიტორი, დააჭირეთ რომ მიიღოთ პრიზი) ან (გააგზავნე ესემესი შემდეგ ნომერზე და მოიგეთ….) მოკლედ ეს ყველაფერი ფარსია. ახალი თაობის ტროჟანები იმდენად ჭკვიანები და მოხერხებულები არიან, რომ მფლობელიდან დავირუსებულ კომპიუტერამდე საშუალოდ 10 000 კომპიუტერს იყენებს კავშირისთვის, ხოლო როცა ის მონაცემებს მფლობელს გადასცემს შენი საქმე წასულია. მათ შეუძლიად გაანადგურონ შენი კომპიუტერი, ან თუნდაც გამოიყენონ შენი IP-ი მისამართი ნებისმიერი საქმისთვის (თუნდაც დანაშაულისთვის).

 პოლიმორფული ვირუსების ძირითადი საბრთხე ის არის, რომ მისი აღმოჩენა 99.9%-ით არის შეუძლებელი. ის შეიძლება დამისამართდეს ნებისმიერ საიტზე, ნებისმიერ პროგრამაზე, სურათზე, მუსიკაზე, ან თუნდაც თქვენივე სისტემასა და ანტივირუსზე. ამავდროულად პოლიმორფები დგანან SORM & ESHELON-ის სამთავრობო დაცვის სისტემებში, რომლის მოშლა, (მორყევა) თითქმის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე ალბათ ხვდებით, რამდენად ძლევამოსილია პოლიმორფი, ის თითქმის ყველა პროვაიდერში ზის და საჭიროების შემთხვევაში ზედმეტი დროისკარგვის გარეშე შემოაღწევს ჩვენს კომპიუტერებში. დავირუსების ყველაზე ადვილი საშუალებაა ჩვენივე პროვაიდერის მხრიდან, მთავარი გვერდიდან ან თუნდაც ბილლინგის მეშვეობით. ისინი ასკანრერებენ ჩვენს პორტებს და ცდილობენ კომპიუტერში შემოღწევას. SORM-ის სისტემაში არის განყოფილება, რომელიც ქმნის უსაფრთხო პოლიმორფულ პროგრამებს, ისინი მხოლოდ ჩვენ აქტიური ქმედებებს და პაროლებს გადასცემს მფლობელს და მათგან თავდაცვა შეუძლებელია თუ თქვენ არ ხართ ექსტრა კლასის ჰაკერი. მაგრამ ეს ქმედებაც უკვე კანონსაწინააღმდეგოა და ამიტომ (ბრთხილად.. ისმინება!)

 რუთსისტემები აქტიურ ხმარებაშია პოლიმორფებთან და ტროჟანებთან. ისინი გამოიყენება მათ დასამალად კომპიუტერში. რუთსისტემა არ ფიქსირდება ანტივირუსისა და ფაირვოლის მიერ, რადგან მისი ქმედებები ყველა ლეგალურია და Microsoft-ის მიერ არის შექმნილი. მაგალითად ერთერთი ბრძანება: %systemroot (სასურველი ფაილი) / ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია. 


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.