Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

როგორ ვიშოვოთ თვეში 500 ლარი

Filed Under (ეკონომიკა) by on 04-11-2010

Tagged Under : , , ,

რჩევა მათთვის ვისაც ფულის შოვნა უნდა

 

დაუშვად გვინდა თვეში მივიღოთ 500 ლარის მოგება,ანუ ყოველგვარი ხარჯების,გადასახადების შემდეგ დაგვრჩეს 500 ლარი,ამისათვის საჭიროა გაირკვეს რა რაოდენობის პროდუქციის გამოშვებას ვაპირებთ.

საქონლის ფასი ძალიან მაღალი არ უნდა იყოს,ვინაიდან მას არავინ შეიძენს,ასევე მიუღებელია ძალიან დაბალი ფასი,რამეთუ ვერ დაფარავთ გაწეულ ხარჯებს,რომ აღარაფერი ვთქვათ მოგების მიღებაზე,ფასი უნდა იყოს ოპტიმალური.

დავუშვათ საცალო ბაზარზე ერთი პოლიეთილენის "ტომარა" 10 თეთრი ღირს.ეკონომიკური კანონებიდან გამომდინარე მისი საბითუმო ფასი საცალოზე დაახლოებით 30% – ით ნაკლები უნდა იყოს.ერთი ტომრის საბითუმო ფასი 7 თეთრია,მაშასადამე ჩვენი პროდუქცია საცალო მოვაჭრეებს შეიძლება მიეყიდოს 7 ცალი 7 თეთრად.

ახლა გავარკვიოთ ერთი ტომრის წარმოება და რეალიზაციის ხარჯები ფულში გამოხატული,ანუ თვითღირებულება.თვითღირებულების ელემენტებია:

– იმ შენობის საიჯარო ქირის ნაწილი,სადაც განთავსებულია ჩვენი "ტომრების" მწარმოებელი საწარმო – 0.25 თეთრი.

– იჯარით აღებული ან ნაყიდი მოწყობილობების ღირებულებების ნაწილი – 0.25 თეთრი.

– ნედლეულის ფასი – 2 თეთრი.

– პროდუქციის შეფუთვისა და ტრანსპორტირების ხარჯები – 0.25 თეთრი.

ხარჯების ელემენტების ღირებულება სულ უდრის 3 თეთრს.საბითუმო ფასს გამოკლებული თვითღირებულება შეადგენს ჩვენს მოგებას.ანუ (7 – 3)=4 თეთრს. ე.ი. თვითოეულ პროდუქტზე ვღებულობთ 4 თეთრის მთლიან მოგებას.

ჩვეულებრივ,გადასახადების საერთო ჯამი მოგების დაახლოებით 50% – ია.გადასახადების გასტუმრების შემდეგ დაგვრჩება    (4 – 2)=2 თეთრი.მაშასადამე ერთი "ტომრიდან" ვღებულობთ 2 თეთრის წმინდა მოგებას.

ახლა შეგვიძლია გავარკვიოთ რამდენი "პარკი" უნდა ვაწარმოოთ,რომ თვეში მივიღოთ 500 ლარი (ე.ი.50000 თეთრი) უნდა გავყოთ 2 თეთრზე და მივიღებთ 25000 "ტომარას",ეს არის ჩვენი თვიური მწარმოებლურობის,გამომუშავების მაჩვენებელი რომელიც 500 ლარის მოგებას იძლევა.

თუ ყველაფერი კარგად გაიგეთ ალბათ მალეც გამდიდრდებით კიდეცcheeky


Comments:

One Response to “როგორ ვიშოვოთ თვეში 500 ლარი”


  1. teoriulad advilad satqmelia :D.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.