Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

მსოფლიო ეკონომიკური კრიზიისის მიზეზები და ისტორია

Filed Under (ეკონომიკა) by on 05-11-2010

Tagged Under : ,

                      ყველას კარგად გვახსოვს  2008 წელი რომელმაც უამრავი უბედურება დაატეხა ისედაც ტანჯულ ჩვენს ქვეყანას წაგებული ომი ეკონომიკური კრიზისი და  დედაქალაქთან სულ რაღაც 40 კმ-ში ჩამომდგარი მტის ჯარი მე მგონი ერთი წლისთვის საკმარისზე მეტია მაგრამ ეს წელი მარტო ჩვენთვის არ ყოფილა ცუდის მომტანი 2008 წელმა მთელი მსოფლიო შეაზანზარა ე.წ  მსოფლიო ეკონომიკური  კრიზისისი სახელით. 2 წელი გავიდა მას შემდგომ მაგრამ  კრიზისის კონტურები ჯერ კიდევ არ წაშლილა მსოფლიო ეკონომიკური  დაფიდან და მინდა რომ გაგახსენოთ კრიზისამდელი პერიოდი და გავიხსენოთ  მსოფლიო ისტორია.

                      კრიზისი ეს არის მიუღებელი მდგომარეობა თავისუფალი ბაზრისათვის, რომელიც რეგულარულად გამოჩნდება      ხოლმე      8-10 წელიწადში ერთხელ. ეს  " სიამოვნება"   უკვე 200 წელია გვსტუმრობს ზემოთ აღნიშნული პერიოდულობით, მას ისევე შეუძლია შეაზანზაროს და განადგუროს მსოფლიო როორც ომმს. ხშირად ცდილობენ მას შეუცვალონ სახელი და დარქვან უფრო ნეიტრალური ან რბილი სახელი მაგ: რეცესია, კორექცია, სტაგნაცია, ვარდნა და ა.შ. მაგრამ ამით აზრი არ იცვლება გასული "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი" 1999 – 2003 წწ იყო და გავიდა სულ რაღაც 8 წელი და ის ისევ გამოჩნდა თავის "დიდებულებით და სიკაშკაშით" მთავარი კითხვა ყველას გაგვჩენია ვინ იწყებს ყველაფერ ამას ? ან ვინ დაუშვა შეცდომა ? სად არის ყველაზე სუსუტი რგოლი მსოფლიო ეკონომიკის ? თუმცა ერთი რამე უნდა გვხსოვდეს რომ  ჩვენაირ ქვეყნებზე არაა საუბარი მარტივი მიზეზის გამო ჩვენ არ ვართ მთავარი მოთამაშეები მსოფლიო ეკონომიკის და ჩვენი ისედაც სუსტი ეკონომიკა არანაირ გალენას არ ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე აქ საუბარია მსოფლიო ეკონომიკის ისეთ დიდი მოთამაშებზე როგორიცაა აშშ, იაპონია, ჩინეთი, რუსეთი და ა,შ. 

                   1999 წ კრიზისი სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიიდან დაიწყო და მთელი მსოფლიო მოიცვა ჩინეთის გარდა. იქ კომუნისტური ტოტალიტარიზმი ძალიან ძლიერია რაც მათთვის სულაც არ წარმოადგენს პრობლემას, საბაზრო ეკონომიკის სოციალისტური ვარიანტი მათთვის სრულიად მისაღებია. ჩინელები ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდებიან  აშშ–ში ეკონომიკური სიტუაციას ეს ხომ მათი უმთავრესი და უდიდესი გასაღების ბაზარია.  2006 წლის იანვარში ჩინური გაზეთი china daily-მა დაწერა ციტატა გაზეთიდან : "დროა სერიოზულად მივუდგეთ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს რომლისკენაც მივყევართ აშშ–ს. ",  ხოლო 2007 წლის თებერვალში უკვე ალან გრიპსენმა რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აშშ–ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას და სულ ახალ გასული იყო პენსიაში განაცხადა: ახლა უკვე ნათლად ჩანს იმის დამადასტურებელი კონტურები რომ მოახლოვებულია დასასრული ეკონომიკური ზრდის ციკლისა, ამიტომ არ გამოვრიცხავ რომ მოსალოდნელია დასაწყისი ეკონომიკური ვარდნის ქვეყანაში,მიმდინარე წლის ბოლოს. ძაღლის თავიც აქ არის დამარხული 🙂

                    იქნებ ? მერე რა მოხდა ? უკვე 200 წელია კრიზისები მოდიან და მიდიან ამასაც გადავიტანთ ?, მაგრამ ყველას ვერ გადაქვს კრიზისი ერთნაირად თუმცა საბაზრო ეკონომიკა ხომ ასეა ზოგი გაკოტრდება და გაქრება, ზოგიც მათ ხარჯზე უფრო გამდიდრდება და მსოფლიო ეკონომიკური ცენტრიც სხვაგან გადაინაცვლებს. ნეტავ სად 🙂 ?

                    თავისუფალი ბაზრის გარიჟრაჟზე მსოფლიო ეკონომიკის ცენტრი დიდი ბრიტანეთი იყო, მას არ ყავდა კონკურენტი ის იყო მთელი მსოფლიოს ფაბრიკა, ომი თავისუფალი ვაჭრობისათვის მისი  გამოგონებაა ხოლო შემდგომ ის შეავიწროვა გერმანიამ და I – მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკური ცენტრი გადაბარგდა აშშ – ში ხოლო დანარჩენები ომმა ძლიერ დაზიანა. აშშ–ის მრეწველობა ომის შემდეგ მთელი მსოფლიო ბაზრის 50 % შეადგენდა, ხოლო მე–2 მსოფლიო ომმა უფრო გამყარა აშშ–ს ჰეგემონია მსოფლიო ბაზარზე, აშშ–ს დოლარი გახდა მსოფლიო ვალუტა და დოლარი გახდა აშშ–ს მთავარი საექსპორტო საქონელი, ფულის ბეჭდვა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველი სამუშაო გახდა  და ამ ფულის ნიშნით ამერიკელები გახდნენ უმდიდრესი ადამიანები პლანეტაზე. მათი მშპ–ი ყველაზე დიდი მსოფლიოში. "მწვერვალი", ხოლო მწვერვალიდან გზა მხოლოდ ქვევით ეშვება.      

                      მწვერვალზე ყოფნა კარგია ?! ]~

                   რა საჭიროა მუშაობა თუ კი შეიძლება მხოლოდ ბეჭდო ფული და იყიდო ყველაფერი და იცხოვრო მშვენივრად მთელი მსოფლიოს ხარჯზე. დეგრადაცია უკვე დაწყებული იყო და პირველი ეს რეიგანმა შეამჩნია. 1981 წელს ის გახდა აშშ–ის პრეზიდენტი და თავის მიმართვაში ხალხისადმი ეკონომიკაზე თქვა :  მე იმიტომ გავხდი პრეზიდენტი რომ გადავარჩინო ჩვენი ქვეყანის ეკონომიკა, რომლის მდგომარეობა დღეისათვის სავალალოა და ასეთ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა დიდი დეპრესიის შემდგომ, 1960 წელს ქვეყნის ვალი 284 მლრდ დოლარს შეადგენდა, ხოლო ახლა 934–ია  დროა მივხვდეთ რომ ჩვენ მივადექით უფსკრულს, ჩვენ გვემუქრება დიდი ეკონომიკური კატასტროფა ამის გამოსასწორებლად ერთი გზა დაგვრჩა, რეფორმები დაუყონებლივი რეფორმები და მათი რეკლამირება, ხოლო საბაზრო ეკონომიკის რეფორმების გასატარებლად მთავარია მისი კარგად რეკლამირება ( რამეს ხომ არ გახსენებთ 🙂 ? ) და რეიგანმაც მოიფიქრა "რეიგანომიკა"  მისი არსი მარტივი იყო: სოციალური პროგრამების შეკვეცა, გადასახადების შემცირება და სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა MTC-ში, ხოლო ამ რეფორმების რეკლამირებაზე დაიხარჯა მილიონობით დოლარი მაგრამ რეკლამა წამალი ვერ გამოდგა.

               რეზულტატი რეიგანისეული რეფორმების იყო ის რომ ვალი უფრო გაიზარდა, ხოლო მთლიანად მისი პრეზიდენტობისას გაორმაგდა და კვლავაც აგრძელებს ზრდას, შტატებმა უკვე დიდი ხანია დაკარგა პოზიციები როგორც ყველაზე მზარდმა და მდიდარმა ქვეყანამ 50–ია წლებში შემოსავლების მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ისინი იყვნენ 1–ელები, 1975–ში უკვე მე–5–ეები, ხოლო 1998 წელს ბოლოს წინა კრიზისამდე 10–ები თავად ეს პროცესი კი განუხრელად იზრდება და 25–ე ადგილამდე დაქვეითდნენ 2007 წლისათვის, ხოლო მის წინ მდგომი 24–ვე ქვეყანა ვითარდება უფრო სწრაფად ვიდრე აშშ, თუმცა  ისინი ზურგზე არ ეცემიან და განაგრძობენ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერის როლის თამაშს, ალბათ ეს მანამდე გაგრძელდება სანამ დოლარი ჯერ კიდევ იძლევა იმის  საშუალებას რომ თავს რეკლამირება გაუწიონ. სიტუაცია  კი ნელნელა მძიმდებოდა  და ერთერთმა გაზეთმა დაბეჭდა აშშ–ის მთავარი ფინანსური ინსპექტორის დავიდ უოლკერის ანგარიში რომლის შინაარსიც შემაშფოთებელ მონაცემებს ეყრდნობოდა. სათაურიც გამოაცხეს მაგარი "ემუქრება თუ არა აშშ–ს დეფოლტი ? " თავად ანგარიშებში ეწერა რომ მთლიანი ვალდებულებები აშშ-ს კრედიტორებისა, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველთა მიმართ უკვე შეადგენს 43 ტრილიონ დოლარს, ეს კი ქვეყნის 3,7 წლის მშპ-ია ანაც 350000 დოლარი ყოველ შრომისუნარიან ამერიკელზე და ეს მხოლოდ იმ დავალიანების გარდა რომელიც ამერიკელებს გააჩნიათ იპოთეკური და სამომხმარებლო კრედიტებში. საოცრად ფანტასტიკურ ციფრებამდე მივდივართ თუმცა ჯერ ისევ "მირაკრაკებს ნაკადული" თავისი დინებით და ვალი იზრდება რომლის ასაღებად საჭიროა კონგრესის თანხმობა რომელიც რა თქმა უნდა მიღებული იქნება ( არ გახსენებთ ერთ ჩვენთვის საყვარელ ქვეყანას  ? 🙂 ) კრიტკული კონტურები ჯერ არ ჩანდა და დეფოლტიც არ მოხდა, მაგრამ გრძელდება უფსკრულისკენ  ნელნელა სვლა.  26 წლის წინ რეიგანმა თქვა "ბიჭებო მოვტრიალდეთ თორემ დავიხრჩობით", თუმცა მსოფლიოს ხომ ყავდა კონდოლიზა რაისი , რომელიც გვარწმუნებდა , რომ ყველაფერი შესანიშნავადაა ამერიკულ მსოფლიოში და 2008 წელიც მოახლოვდა ……………. 

     

 

             


Comments:

One Response to “მსოფლიო ეკონომიკური კრიზიისის მიზეზები და ისტორია”


  1. საინტერესო პოსტია!…

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.