Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

Mozilla Firefox

Filed Under (WEB, სხვა...) by on 04-11-2010

Tagged Under : , , , , , ,

    Mozilla firefox  (ქართ.ცეცხლოვანი მელია)  ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერია რომელსაც Mozzilla Foundation მართავს, 2008 წელს მსოფლიო გინესის წიგნში შევიდა,24 საათში  8 002 530 ჩამოტვირთვა.

 

რეიტინგით ეს ბრაუზერი რიგით მეორეა (Internet Expoleris-ის შემდეგ), ხოლო უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაში — პირველი. 2009 წლის თებერვალში მას ინტერნეტ-ბრაუზერების მომხმარებელთა 21.73% იყენებდა.

Firefox აქვს ჩანართებიანი ინტერფეისი, ორთოგრაფიის შემოწმების საშუალება, სანიშნეები, ჩამოტვირთვების მენეჯერი და ძებნის სისტემა. მისი ფუნქციონალობის გაზრდა შესაძლებელია 2000-ზე მეტი „გაფართოების“ საშუალებით.ყველა მომხმარებლისთვის სტანდარტული შესაძლებლობების ინტერფეისის შეთავაზების ნაცვლად, Firefox მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით შეცვალოს ან გააფართოვოს ბრაუზერის შესაძლებლობები. მომხმარებელს ასევე შეუძლია დააყენოს დამატებითი თემები, რომელიც ბრაუზერს გარე სახეს უცვლის და გაფართოებები, რომელიც ზრდის მის შესაძლებლობებს.

ბრაუზერის რამდენიმე თვისება:

  • მცურავი ფანჯრების (ინგლpop-up) ბლოკირება;
  • ჩანართების მხარდაჭრა (რამდენიმე ჩანართი ერთ ფანჯარაში);
  • ჩაშენებული საძიებო სისტემა;
  • ეგრეთ წოდებული „ყვითელი სანიშნეები“,RSS-ის ინტეგრაციის მექანიზმი;
  • ხედვისა და მოქმედების წესის კონფიგურაციის ფართო შესაძლებლობები;
  • მრავალი გაფართოების მხარდაჭრა;
  • ვებ-პროგრამისტისათვის საჭირო ჩაშენებული ინსტრუმენტები;
  • როგორც ბრაუზერის, ისევე მისი გაფართოებების ავტომატური განახლება;
  • შემცველობის რეალურ დროში ჩვენება (ანუ შესაძლებელია ვებ-გვერდზე მუშაობა მის ბოლომდე ჩატვირთვამდე);
  • საიტების პაროლების და სერთიფიკატების უსაფრთხო შემნახველი, რაც „მასტერ-პაროლის“ დასმის საშუალებას იძლევა, რომელიც შიფრავს ყველა დანარჩენ პაროლს  და იცავს მომხმარებლის სერთიფიკატთან წვდომის გზას. ამ მეთოდით პაროლების მოპარვა გართულებულია ფიზიკური კონტაქტის დროსაც კი.

თავიდან სარეკლამო ტექსტებში Firefox-ის ზოგიერთი თავისებურება ითვლებოდა, როგორც „სხვა ბრაუზერებისგან“ განმასხვავებელი ნიშანი, რადგან სხვა ბრაუზერებში გამოიყენებოდა ფუნქციები, რომელსაც უკვე იცნობდნენ Internet Explorer-ის მომხმარებლები. ერთის მხრივ მომხმარებლები Firefox-ს თვლიდნენ სხვა ბრაუზერებისაგან ყველაზე განსხვავებულ ბრაუზერად, ხოლო მეორეს მხრივ აკრიტიკებდნენ არასამართლიანი რეკლამისათვის.

ნაწილობრივ, ჩანართები Firefox-ამდე უკვე გამოიყენებოდა Opera-ში, ხოლო ინტეგრირებული საძიებო სისტემა კი Internet Explorer 4.0-ში.

Firefox-ით დაინტერესებულ პირთა ზრდით და მისი პოპულარობით, უსაფრთხოების პრობლება სულ უფრო მწვავე განხილვის საგანი ხდებოდა კონკურენტი კომპანიებისთვის,მათ შორის Microsoft-ისათვის.

Firefox-ის შესაძლებლობათა ფართო არჩევანი მომხმარებლებში მას პოპულარულს ხდის: პირველ რიგში ის საშუალებას იძლევა ერთ ფანჯარაში გაიხსნას რამდენიმე გვერდი, რომელიც ამოცანათა პანელზე ნაკლებ ადგილს იკავებს და მეორე, ბრაუზერს გააჩნია გრაფიკის ჩამოტვირთვის მოხერხებული სისტემა და იძლევა არჩეულ გვერდებზე გრაფიკის გამოსახვის გამორთვის საშუალებას და არა ყველაზე მთლიანად. ამას გარდა ბრაუზერს გააჩნია მცურავი ფანჯრების დაბლოკვის სისტემა და Cookie ფაილების მართვის სისტემა.

ტექსტის შეყვანის მრავალსტრიქონიან ველს გააჩნია ორთოგრაფიის შემოწმების ჩაშენებული სისტემა. ძებნის პანელი, ძებნის სისტემითურთ — მოთხოვნების მინიშნებები თავად სისტემიდან.

    

 Firefox 3 გამოშვების ოფიციალური თარიღი სახელდება "ჩამოტვირთვის დღე 2008". ამ დღეს Spread Firefox აპირებდა მოეხსნა მსოფლიო რეკორდი 24 საათში პროგრამის ჩამოტვირთვების რაოდენობაში. Mozilla-ს ოფისში 24 საათის განმავლობაში გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ დისტრიბუტივის ჩამოტვირთვების რაოდენობის ზრდას, რომელიც დღე-ღამეში გადმოიწერა 8 მილიონმა ადამიანმა. ინფორმაცია უკვე გადასცეს გინესის წიგნის რედაქტორებს, რომელთან მონაცემთა გადამოწმებისათვის რამდენიმე დღე დასჭირდათ. შედარებისათვის, Opera 9.50 ვერსიის გამოსვლის 5 დღის თავზე ის გადმოიწერეს 4.7 მილიონჯერ. ჩამოტვირთვის დღე ოფიციალურად დაიწყო 17 ივლისს ჩრდილოეთამერიკულ წყნაროკეანური დროით დილის 10:00 საათზე(21:00 17.06.2008 თბილისის დროით) და დამთავრდა 18:16 UTC (22:16 თბილისის დროით). ჩამოტვირთვების დღე გაიწელა, რადგან უკვე 21:05(თბილისის დროით) საათზე სერვერები გადაიტვირთა დიდძალი ჩამოტვირთვების გამო. კომპანიაში მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გინესის წიგნის წარმომადგენლები დაიწყებდნენ რაოდენობის დაფიქსირებას მხოლოდ მაშინ, როცა აღდგებოდა მთავარი სერვერი. ეს მოხდა 1 საათისა და 26 წუთის შემდეგ, ანუ თბილისის დროით 22:26 საათზე.

ივლისის დასაწყისში გამოცხადდა, რომ რეკორდი დამყარდა. გინესის წიგნში შევა 24 საათში 8 002 530 ჩამოტვირთვა. 

 


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.