Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ამოუცნობი მექსიკა

Filed Under (ისტორია) by on 25-10-2010

Tagged Under : , , , , , , , , , , , ,

Mexico

ვაგრძელებ დოკუმენტური ფილმების სერიის "ისტორიის აკრძალული თემები"–ის ნაწილების დადებას. ამჯერად გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს მექსიკის შესახებ. ამ ნაწილში ნაჩვენებია უძველესი ქალაქი თეოთიუაკანი ("ღმერთების ქალაქი"). ასევე ამ ფილმებში იხილავთ ცნობებს "მაიას კალენდრის" და თიხისგან დამზადებული იდუმალი ფიგურებს შესახებ.

 

ნაწილი 1: ღმერთების ქალაქის საიდუმლო

"ღმერთების უძველესმა ქალაქმა" –  თეოთიუაკანმა შემოინახა ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ იმის შესახებ რომ, ის აშენებულია მაღალ განვითარებული ცივილიზაციის მიერ, რომელიც ისტორიკოსების მიერ ცნობილ ყველა ინდიელების კულტურებზე ბევრად ადრე არსებობდა. სამწუხაროდ ეს ფაქტები აშკარად მიჩუმათებულია, რადგანაც მოძიებული ინფორმაცია მიუთითებს მაღალ განვითარებულ ცივილიზაციის არსებობას ჯერ კიდევ დიდ  წარღვნამდე

 

  

 

ნაწილი 2: მარგალიტი ჯუნგლებში

უძველესი ქალაქი პალენკე ითვლება "მაია"–ს კულტურის მარგალიტად. მაგრამ რეალური ფაქტები მიუთითებს იმაზე რომ მისი პირველი მშენებლები "მაია"–მდე რამდენიმე ათასი წლით ადრე იყო მაღალ განვითარებული ცივილიზაცია. ინდიელებს აქ მხოლოდ ნანგრევები შემორჩათ, რომლებიც გამოიყენეს სამშენებლო მასალად თავისი ნაგებობებისათვის. ყოველივე ეს იძლევა საფუძველს ვიფიქროთ იმ ვერსიაზე რომ, ცნობილ "პაკალის სამარხში" დაკრძალულია არა "მაია"–ს ბელადი, არამედ მასზე ბევრად უფრო დიადი შთამომავალი.

 

  

 

ნაწილი 3: პასუხგაუცემელი კითხვები

ჩოლულ–ში მდებარე პირამიდა თავისი მოცულობით აღემატება ცნობილ ეგვიპტის დიდ პირამიდასაც–კი. მაგრამ ჭორები და მოთქმები ამ პირამიდის შესახებ კიდევ უფრო მეტია. ავტორები ცდილობენ გაარკვიონ სიმართლე და საკმაოდ საინტერესო ფაქტებსაც აწყდებიან…

 

  

 

ნაწილი 4: იმათ შესახებ ვინც არ არსებობდა

მექსიკაში შენარჩუნებული არტეფაქტები მიუთითებს უძველესი მეზოამერიკის ტერიტორიაზე ისეთი ცივილიზაციის არსებობას, რომლის ტექნოლოგიები არ ჩამოუვარდება დღევანდელ ტექნოლოგიებს. ეს არტეფაქტები სათანადოდ დამალულია ფართო მასისთვის დახურულ ზონებში და მუზეუმების ბნელ კუთხეებში, ვინაიდან თვითონ ამ არტეფაქტების არსებობა უკვე ხდის რეალურს ატლანტიდის ან პლანეტარული მასშტაბის მაღალ განვითარებული ცივილიზაციის არსებობის შესაძლებლობას.

 

  

 

ნაწილი 5: სხვისი ცოდნა

ისტორიკოსებისათვის ცნობილ მეზოამერიკის ცივილიზაციებმა შეინარჩუნეს უძველესი ცოდნა, რომლებიც თავისი სიღრმით თანამედროვე მეცნიერებს მკლევარებს თავზარსცემს. ზეზუსტი კალენდარი, შესანიშნავი ასტრონომიული ცოდნა, დროსა და სივრცის მრავალგანზომილებიანობის ცოდნა, ინფორმაცია ბედის შესახებ ფიზიკური სიკვდილის შემდგომ – ყველაფერი ეს პრიმიტიულ ინდიელებს შეეძლოთ მიეღოთ მხოლოდ გარედან, მასზე ბევრად განვითარებული ცივილიზაციისგან. პრინციპში უძველესი ინდიელების ლეგენდები და თქმულებები მიუთითებს ზუსტად ასეთ ცოდნის წყაროზე.

 

  

 

ნაწილი 6: მექსიკური დინოტოპია

მექსიკაში შემონახულია თიხის უნიკალური ფიგურების კოლექცია, რომელიც ითვლის ათ ათასამდე ეგზემპლიარს. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ექსპერტიზებისა მათ ორიგინალობაზე, სადაც არ დამტკიცდა მათი სიყალბე, აკადემიური მეცნიერების წარმომადგენლები მაინც თვლიან მათ ყალბად, ვინაიდან ამ კოლექციაში არის არა მარტო ისეთი ცხოველები რომლებიც, გადაშენდნენ დიდი გამყინვარების პერიოდში, არამედ აქ არის დინოზავრებიც! კოლექცია აყენებს შეკითხვებს არამარტო რეგიონის ისტორიის დღევანდელი ვერსიის წინაშე, არამედ ევოლუციის თეორიის მიმართაც.

 

  


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.