Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ინფორმაციული ტექნოლოგიების “ინტერნეტ უნივერსიტეტი”

Filed Under (ელ.ბიბლიოთეკა, საინტერესოა!) by on 22-10-2010

Tagged Under : , , ,

 

intuit.ru – ბევრმა ალბათ იცის და გამოუყენებია. თუმცა ეს პოსტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არაფერი სმენია და აქვს ნებისყოფა და სურვილი განვითარდეს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სხვადასხვა განხრით.

 

 

მოკლედ: intuit.ru გახლავთ „ინტერნეტ – უნივერსიტეტი“, სადაც შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გაიაროთ უამრავი სასწავლო კურსი დაწყებული მარტივი html-დან დამთავრებული პროგრამირების რთული ენებით. საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია.

 

 

მისაწვდომია უამრავი კურსი რომლებიც დაყოფილია ლექციებად, რომელთა გავლა (წაკითხვა ან მოსმენა) შეგიძლიათ ნებისმიერი თანმიმდევრობით,  ყოველი ლექციის შემდეგ პასუხი უნდა გასცეთ საკონტროლო კითხვებს, რომლებიც გიჩვენებთ თუ რამდენად კარგად გაიგეთ გავლილი მასალა. კურსის დასრულების შემდეგ, აბარებთ გამოცდას და გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში (თუმცა გადაბარება ყოველთვის შეგიძლიათ), საიტი გაძლევთ დიპლომს, არ ვიცი რამდენად ნიშნავს რამეს, მაგრამ მთავარი ხომ ცოდნაა.

 

  

 

დამეთანხმეთ  ასეთი სტილი სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.

საიტზე ასევე არის ფორუმი…

საიტი გვაძლევს ყველანაირ საშუალებას განვვითარდეთ, დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული.

გისურვებთ წარმატებებს ! 


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.