Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ვინ ააშენა ეგვიპტის პირამიდები?!

Filed Under (ისტორია) by on 13-10-2010

Tagged Under : , , , , , , , , ,

გთავაზობთ დოკუმენტური ფილმების ციკლს – "ისტორიის აკრძალული თემები". ფილმები შექმნილია უნიკალური მასალის ბაზაზე, რომელიც დაგროვდა 2006–2007 წლების ექსპედიციების შედეგად. ამ ფილმებში ნაჩვენებია ფაქტები და ჰიპოთეზები რომლების მიმართ რატომღაც სდუმს ოფიცილაური აკადემიური მეცნიერება. ავტორების აზრით ეს დუმილი არის მიზანმიმართული რათა არ შეეცვალოს ადამიანებს წარმოდგენა კაცობრიობის შორეული წარსულის შესახებ. მთელი რიგი ობიექტებისა არის დახურული და მათი ვიდეოგადაღება არის აკრძალული. ამიტომაც ამ ფილმებში თქვენ ნახავთ ისეთ ვიდეო მასალას და ფაქტებს რაც მანამდე არავის უნახავს. პირველი ნაწილი კი ამ ფილმებისა ეხება ეგვიპტეს პირამიდებს.

 

ნაწილი 1: შვიდი პირამიდის საიდუმლო

ეგვიპტეში არის ას პირამიდაზე მეტი, რომელთაგან 7 მშენებლობის მეთოდებით და ტექნოლოგიურად კარდინალურად განსხვავდება დანარჩენებისგან. ისინი იმდენად გამოირჩევიან ეგვიპტის პრიმიტიული საზოგადოების საერთო სურათისგან  რომ აღძრავენ ეჭვებს იმის თაობაზე თუ ვინ არის მათი (7 პირამიდის) ნამდვილი არქიტექტორები. ვერსია იმის თაობაზე რომ ეს 7 პირამიდა აშენებულია ბევრად ადრე ფარაონებამდე სიცოცხლისუნარიანია.

 

  

 

ნაწილი 2: მიდმივი რემონტი

მრავალრიცხოვანი ფაქტები მიუთითებს იმაზე რომ, ეგვიპტელები ხშირად ნულიდან არ აშენებდნენ პირამიდებს და ტაძრებს. ისინი იყენებდნენ უკვე არსებული უძველესი ნაგებობების ნარჩენებს. ფარაონები მხოლოდ უკეთებდნენ რემონტს და რეკონსტრუქციას ამ ნაგებობების ნარჩენებს, რომელთა კვალი შესაძლებელია მთელ ეგვიპტეში მოიძიოთ. აღსანიშნავია ისიც რომ, ფარაონების დროინდელი სამშენებლო ტექნოლოგიები ახლოსაც ვერ მიუახლოვდა თავისი წინაპრების სამშენებლო ტექნოლოგიების ხარისხს.

 

  

 

ნაწილი 3: ღმერთების ტექნოლოგიები

ეგვიპტეში შენარჩუნებულია ათასობით არტეფაქტი, რომლებიც მიუთითებენ უძველესი ცივილიზაციის არსებობას, ბევრად უფრო ადრე პირველ ფარაონებამდე. ამ არტეფაქტებზე არის ისეთი ინსტრუმენტების და დამუშავების მეთოდების  ნაკვალევი, რომლებიც ბევრად აღემატებიან არამარტო ფარაონების პრიმიტიული საზოგადოების შესაძლებლობებს, არამედ დღევანდელი ცივილიზაციის შესაძლებლობებსაც. ჩვენი ცივლიზაციის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებსაც კი არ შეუძლიათ ასეთი ნაკვალევის დატოვება…

 

  

 

ნაწილი 4: ღმერთების ცოდნის მოძიება

ფარაონებმა იცოდნენ რომ მათზე ბევრად ადრე არსებობდა "მაღალ განვითარებული ღმერთების ცივილიზაცია" და ცდილობდნენ ამ ცივილიზაციის ცოდნა აეთვისებინათ. ისინი აწყობდნენ არქეოლოგიურ სამუშაოებს, ქმნიდნენ კოლექციებს და მთელ მუზეუმებსაც–კი. ასეთი კრებულების ნაწილი ჩვენამდეც კი მოაღწია. ბევრი ასეთი ნივთის შექმნა ღევანდელი ტექნოლოგიებითაც შეუძლებელია. მაგრამ როგორც ფარაონების დროსაც, ისევე დღესაც ბევრი რამ დამალულია ფართო საზოგადოებისათვის.

 

  

 

ნაწილი 5: ლოგიკა უკუღმა

რეალური ფაქტების ანალიზი საშალებას იძლევა აღვადგინოთ ზოგიერთი ილეთები და მეთოდები, რომლებსაც იყენებდა "უძველესი ღმერთების ცივილიზაცია". როგორც ირკვევა ეს მეთოდები ძალზედ განსხვავდება ჩვენთვის ჩვეულ მეთოდებისგან თავისი ლოგიკით და გამოყენებით. ჩნდება უამრავი შეკითხვა…

 

  

 

ნაწილი 6: დიდი ტრანსფორმატორი

დიდი პირამიდის მშენებლობის მიზნის გამოკვლევისას ჩვენ ვდგებით ნეარდენტალელის პოზიციაში მუშა ტრანსფორმატორის წინ. უახლესი გამოკვლევები მიუთითებს იმაზე რომ პირამიდას ჰქონდა ტექნიკური დანიშნულება და იყენებდა პლანეტის ენერგიასპირამიდების მთელი რიგი უცნაური თავისებურებები და მათი შინაგანი კონსტრუქციის დეტალები არ არის შემთხვევითი და აქვს კავშირი ამ "გიგანტების" მუშაობის უცნობ ტექნოლოგიასთან.

 

    


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.