Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ადამიანის ტვინის მუშაობის სიხშირული დიაპაზონები

Filed Under (მედიცინა) by on 08-07-2010

Tagged Under : , , , , , , , , ,

 

ადამიანის ტვინის მუშაობის სიხშირის ძირითადი დიაპაზონები:

 

დელტა–დიაპაზონი(0.4 ჰერცი – 4 ჰერცი, ამპლიტუდა 50–500 მკვ.), ღრმა ძილის ფაზა – ასეთი რხევები ძირითადად ჭარბობს როდესაც ჩვენ ვართ ნახევრად მძინარე ან არაცნობიერ მდგომარეობაში, მაგრამ ზოგს შეუძლია იყოს დელტა–დიაპაზონში ცნობიერი მდგომარეობისას. ტვინის სტიმულაცია დელტა–დიაპაზონში საშუალებას იძლევა განკურნოს უძილობა, აამაღლოს პროფესიონალური შესაძლებლობები ფსიქოლოგებისათვის და მსიქოტერაპევტებისთვის. ასევე ხელს უწყობს სრულ დასვენებას.

 

თეტა–დიაპაზონი(4 ჰერცი – 8 ჰერცი, ამპლიტუდა 10–30 მკვ.), სწრაფი ძილის ფაზა – წარმოიქმნება ძირითადათ მაშინ როდესაც, ადამიანი ძილისა და ფხიზლობის მდგომარეობებს შორის. ხშირად ამ მდგომარეობას ახლავს თან სხვადასხვა მოულოდნელი ხილვები, ასევე ხსნის გზას ტვინის არაცნობიერ ნაწილზე. ტვინის გავარჯიშება თეტა–დიაპაზონში საკმაოდ ზრდის შემოქმედების უნარს ადამიანში, და ხელს უწყობს მას სწავლაში. ასევე საკმაოდ მცირდება ადამიანის მოთხოვნა ალკოჰოლის და ნარკოტიკული პრეპარატების მიმართ.

 

 

ალფა–დიაპაზონი(8 ჰერცი – 13 ჰერცი, ამპლიტუდა 30–60 მკვ.), მოდუნება – დამახასიათებელია არაღრმა მოდუნების მდგომარეობისთვის. იმ ადამიანებს რომლებსაც აქვთ ალფა–რიტმების დაბალი აქტიურობის დონე, ჩვეულებრივ დარღვეული აქვთ სრულიად დასვენების და განტვირთვის უნარი, რაც გამოწვეულია ძლიერი სტრესით. ამიტომ სტიმულაცია ალფა–დიაპაზონში არის რეკომენდირებული სტრესული სიტუაციებიდან გამოსასვლელად.

 

 

ბეტა–დიაპაზონი(ბეტა – 1: 13–25 ჰერცი; ბეტა – 2: 25–35 ჰერცი; ამპლიტუდა 3–10 მკვ.), აქტიური ფხიზლობა – ჭარბობს ჩვეულებრივ ფხიზელ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ ღია თვალებით ვაკვირდებით გარშემო სამყაროს, ან ყურადღება გადატანილი გვაქ რაიმე მიმდინარე პრობლემის გადაწყვეტაზე. ბეტა–ტალღები ჩვეულებრივ დამოკიდებული არიან ფხიზელ მდგომარეობასთან, გამოღვიძებასთან, ყურადღებასთან, რაიმე მოვლენის შესწავლა/გაგებასთან. თუ ეს ტალღები ჭარბობს მაშინ ეს დამოკიდებულია – რაიმეზე წუხილთან, შიშთან, პანიკასთან. ბეტა–ტალღების ნაკლებობა დამოკიდებულებაშია დეპრესიასთან, უყუღადღებობსთან და ინფორმაციის ცუდ დამახსოვრებასთან. ბეტა–ტალღებით სტიმულაცია საშუალებას იძლევა დეპრესია დავძლიოთ, ყურადღება მოვიკრიბოთ და ავამაღლოთ "ოპერატიული მეხსიერება".

 

გამა–დიაპაზონი(35–100 ჰერცი, ამპლიტუდა 5–15 მკვ.), გონების შეცვლილი მდგომარეობა – ეს მდგომარეობა საერთოდ რთულად მისაღწევია და შესაბამისად თითქმის არაა შესწავლილი. საერთოდ ამ მდგომარების არსებობას საეჭვოდ მიიჩნევენ ზოგიერთი მეცნიერები. ეს სიტუაცია დამახასიათებელია ისეთი მდგომარეობებისთვის რომლებიც მიიღწევა იოგის და მედიტაციის ზოგიერთი ტექნიკის გამოყენებისას. ამ დიაპაზონში ზემოქმედება ადამიანის ტვინზე ძალზედ რთულია.

 

 

როდესაც ჩვენ შევისუნთქავთ და ფილტვები გაივსება ჰაერით, ტვინი მცირდება ზომებში, ხოლო ამოსუნთქვისას ის პირიქით იზრდება. ტვინის ზომის შეცვლა პირდაპირპროპორციულია ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობაზე.

 

ამ საიტზე არის შექმნილი სპეციალური პროგრამა, რომელიც აგენერირებს სხვადასხვა სიხშირის ტალღებს: ძილისათვის, მედიტაციისთვის, სწავლისათვის, ყურადღებისათვის და სხვა. მე პირადად გავსინჯე სწავლისათვის განკუთვნილი ტალღების სიხშირე, რაღაც უცნაური ეფექტი ოდნავ ვიგრძენი, თუმცა ბოლომდე არ მიცდია. მოკლედ თვითონ იხილეთ(გამოყენების ინსტრუქციებიც აუცილებლად წაიკითხეთ!!)და თქვენი მოსაზრებებიც დაგვიწერეთ 🙂


Comments:

One Response to “ადამიანის ტვინის მუშაობის სიხშირული დიაპაზონები”


  1. albat tqvenntvis es erti chveulebrivi postia magram mainc unda gitxrat rom dzalian magari proeqtia es saiti. cota meti eseti saitebi qartul web sivrces da raga gvichirs! Yochaaagt!

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.