Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

შუმანის რეზონანსი

Filed Under (ფიზიკა) by on 05-07-2010

Tagged Under : , , , , , , , , , ,

 

შუმანის რეზონანსი არის დაბალი და ზედაბალი სიხშირეების მქონე მდგრადი ელექტრომაგნიტური ტალღების მოვლენა, რომელიც დედამიწის ზედაპირსა და იონოსფეროს შორის წარმოიქმნება. პირველად ეს ეფექტი იქნა აღმოჩენილი და გაანალიზებული ნიკოლა ტესლას მიერ, და მხოლოდ 50 წლის შემდეგ ეს ეფექტი იქნა გულდასმით შესწავლილი და მიიღო სახელწოდება როგორც "შუმანის რეზონანსი"

 

 

ტალღები წარმოიქმნება ელვებისა და ასევე მზეზე მიმდინარე მაგნიტური პროცესების მეშვეობით. ეს ტალღები იხშობა მრავალი სამშენებლო მასალების გამოყენებით. უნდა აღინიშნოს რომ ეს ტალღები აუცილებელია დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური არსებობსითვის და ბიოლოგიური რიტმების სინქრონიზაციისთვის. ამ ტალღების არ არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, ორიენტაციის დაკარგვა, ღებინება, თავბრუსხვევა და ა.შ.

 

იმ ადამიანებს რომლებიც, განიცდიან დიდ დატვირთვებს და სტრესებს პირველ რიგში ჭირდება ეს ტალღები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამ ტალღების არ არსებობას მწვავედ გრძნობენ მოხუცები.

 

დედამიწა და მის გარშემო არსებული საჰაერო ფენა(იონოსფერა) წარმოქმნიან გიგანტურ სფერისებულ რეზონატორს. რადიოტექნიკის თვალსაზრისით ეს არის ორი სფერო, ერთი მეორეში მოთავსებული, რომელთაც ღრუ შეზღუდული აქვთ გამტარი ზედაპირებით.

 

 

ასეთ რეზონატორში კარგად ვრცელდება("რეზონირებს") გარკვეული სიგრძის ტალღები. რეზონანსის ზუსტი სიხშირეა – 7,83 ჰერცი. ასევე არის მოქმედების პიკები შემდეგ სიხშირეებზე – 8, 14, 20, 28, 32 ჰერცი. უფრო მაღალ სიხშირეებზე რეზონანსები ხდება თითქმის უხილავი. ეს სიხშირეები პრაქტიკულად ემთხვევა ადამიანის ტვინის ალფა და ბეტა რიტმებს.

 

ტალღების სიხშირეები იცვლება დღეღამის განმავლობაში. მზის მხარეს ამრეკლავი ფენა(ჰევისაიდის ფენა) მდებარეობს უფრო დაბლა, ვიდრე ღამის ამრეკლავი ფენა.

 

თუ შუმანის სიხშირე 8 ჰერციდან დაიწყო ზრდა და გახდა 13–15 ჰერცი, მაშინ ის უკვე ემთხვევა ადამიანის ტვინის სიხშირის ბეტა–რიტმს, ამ შემთხვევაში ყველა ადამიანი დაიწყებს ძილს, დაეწყებათ ასევე მოლანდებები ან დაიწყებენ მედიტაციას ცხადში. ასევე არის მოსაზრება რომ ზუსტად მაშინ გაიხსნება ოთხგანზომილებიანი სამყაროს ყველა საოცრება.

 

სინამდვილეში კი ეს რომ მოხდეს საჭიროა დედამიწის დიამეტრი შემცირდეს რამდენიმე ასეული კილომეტრით ან იონოსფეროს ქვედა ზღვარი აიწიოს ჩვეული 60–70 კილომეტრიდან 300–400 კილომეტრზე. ეს პრინციპში რეგულარულად ხდება ყოველ ღამე. გარდა ამისა შუმანის სიხშირე იცვლება არამარტო სადღეღამისოდ, არამედ სეზონურადაც, და შეიძლება გაიზარდოს 10–11 ჰერცამდეც კი.

 

 

NASA იყენებს შუმანის გენერატორებს რათა უზრუნველჰყოს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება კოსმონავტებისთვის.

 

ექიმმა რობერტ ბეკერმა გაზომა მრავალი მკურნალის თავის ტვინის ტალღები მათ მიერ ჩატარებული განკურნვის სეანსის დროს. და აღმოაჩინა რომ, ყველა მათგანი(მკურნალები) არიან 7–8 ჰერცი სიხშირის მატარებლები, იმისდა მიუხედავათ რომელ რელიგიურ თუ სულიერ ტრადიციებს ემხრობოდნენ ისინი. ანუ ისინი სინქრონიზირებენ შუმანის ტალღებთან როგორც სიხშირული მახასიათებლით, ისე ფაზურითაც.

 

შუმანის ტალღის სიგრძე არის დაახლოებით 38000 კმ. რაც შეესაბამება დედამიწის დიამეტრს. ასევე ყოველი ელვა წარმოქმნის რხევას 7,83 ჰერცის სიხშირით. შუმანის ტალღა ვრცელდება სინათლის გავრცელების სიჩქარით და 1 წამში დედამიწას 8–ჯერ შემოუვლის გარს.

 

 

ქალაქ ტომსკის ლაბორატორიაში ხდება ამ ტალღების ყოველდღიური მონიტორინგი, ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონლაინშიც აქ 🙂 მონაცემები საიტზე ახლდება ყოველ 2 საათში.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.