Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ვიდეო რედაქტორი YouTube-ზე

Filed Under (WEB) by on 23-06-2010

Tagged Under : , , , , , , , ,

 

YouTube-მა შესთავაზა თავის მომხმარებლებს ახალი ფუნქცია, კერძოდ კი მომხმარებლებს უკვე შეეძლებათ რედაქტირება გაუკეთონ ატვირთულ ვიდეოებს ადგილზევე. ვიდეოს რედაქტირების ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის და შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი ვიდეო რგოლების რედაქტირება, ანუ სხვისი ვიდეო რგოლების რედაქტირება რათქმაუნდა არ იქნება შესაძლებელი.

 

 

უნდა აღინიშნოს რომ YouTube–ს ვიდეო რედაქტორს ჯერჯერობით გააჩნია მხოლოდ ისეთი მარტივი ფუნქციები როგორებიცაა: რამდენიმე ვიდეო რგოლის გაერთიანება ერთ ვიდეო რგოლში, ცალკე კადრების ამოშლა, ვიდეო რგოლების დაჭრა, კადრების ადგილმდებარეობის შეცვლა დროის ბილიკზე. გარდა ამისა შესაძლებელია რგოლს დაუმატოთ აუდიო ფონი(მუსიკალური ან კომენტარი). ეს სერვისი მუშაობს Google–ს მიერ შეძენილი ფოტორედაქტორი Picnic–ის ბაზაზე.

 

აქვე უნდა ითქვას რომ პროფესიონალურ ვიდეო რედაქტორებამდე რათქმაუნდა ჯერ შორი გზაა, მაგრამ ვიმედოვნოთ რომ, სულ ახლო მომავალში უფრო მძლავრი და პროფესიონალური ფუნქციებიც გაჩნდება ამ საინტერესო და საჭირო პროექტში.

 

ჰო, კიდევ, ხელათვე ეს სერვისი ჩემს YouTube გარემოში ვერ აღმოვაჩინე. იმისათვის რომ ისარგებლოთ ამ სიახლით აკრიფეთ შემდეგი მისამართი(უნდა იყოთ დარეგისტრირებულები YouTube–ზე!): http://www.youtube.com/testtube 🙂

წყარო


Comments:

One Response to “ვიდეო რედაქტორი YouTube-ზე”


  1. wow საინტერესო სერვისია. იმედია, მალე უფრო დაიხვეწება და უფრო მეტ ფუნქციონალობას შეიძენს.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.