
ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress (MWC) 2012 – ზე ფინურმა კორპორაცია Nokia-მ 27 თებერვალს წარმოადგიანა სმარტფონი Nokia 808 PureView. აღსანიშნავია რომ ამ მოწყობილობაში Nokia იყენებს ტექნოლოგიას, რომელზეც ფინელები 5 წელი მუშაობდნენ. სანამ 808 PureView-ს ყველაზე „გიჟურ“ ფუნქციაზე გადავალთ, ორი სიტყვით მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ:
ეკრანი: 4 დიუმი, Nokia-ს AMOLED ClearBlack დისპლეი, 360×640 პიქსელით(nHD) 

ოპერაციული სისტემა: Symbian Belle OS; Feature Pack 1
პროცესორი: ARM Cortex A9 1.3 გიგაჰერცი ტაქტური სიხშირით
ოპერატიული მეხსიერება: 512მბ
მეხსიერება: 16გბ ფლეშ მოდული, რომლის გაზრდაც საბედნიეროდ შესაძლებელია microSD ბარათის მეშვეობით 48გბ-მდე.
და კამერა, რომელზეც უკვე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა. Nokia-მ PureView ტექნოლოგიით კონკურენტებს საკმაოდ მტკივნეული დარტყმა მიაყენა. 41მპ(!) სენსორის მქონე სმარტფონი იღებს არაჩვეულებრივ სურათებს 38, 35, 8, 5 ან 2 მეგაპიქსელის გარჩევადობთ, მაგრამ ეს არაა ყველაფერი.
PureView საშუალებას იძლევა გადაიღოთ სურათი 5 ან 8მპ გარჩევადობით, გაადიდოთ იგი სურვილისამებრ, მაგრამ არ დაკარგოთ ხარისხი, ეს კი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 41მპ-იანი სენსორი 7 პიქსელს გარდაქმნის 1, სუპერ პიქსელად, რაც უზრუნველოფს სურათის არაჩვეულებრივად მაღალ კონტრასტულობასა და საუცხოო ხარისხს.
გარდა ამისა სმარტფონი იღებს 1080p Full HD ვიდეოს 4-ჯერადი გადიდებით(zoom), ეს არაა ოპტიკური ზუმი, მაგრამ Nokia-მ მოახერა ის, რომ ვიდეოს გადიდება არ ხდება ხარისხთან კომპრომისის ხარჯზე. 720p ვიდეოს შემთხვევაში შესაძლებელია ვიდეოს 6-ჯერადი გადიდება, ხოლო 360p საშუალებას გვაძლევს ვიდეო 12-ჯერ გავადიდოთ ხარისხის დაუკარგავად.

Nokia 808 PureView-ს აღჭურვილია 1/1.2 დიუმის სიგრძის ოპტიკური ფორმატის სენსორითა და Carl Zeiss-ის ლინზებით.
ასევე Xenon განათება სურათებისთვის (ორჯერ უფრო ძლიერი ვიდრე N8-ს xenon) და მეორე, LED სანათი ვედეოებისთვის.
ამ მოდელში წარმოდგენილია კიდევ ერთი, ამჯერად აუდიო სიახლე Dolby Digital Plus, რომელიც უზრუნველყოფს 5.1 Surround ბგერებს ნებისმიერ ყურსასმენებში.
MWC 2012-ზე ზემოთ აღნიშნულმა „გაჯეტმა“ დაიმსახურა პრიზი შემდეგ ნომინაციაში: საუკეთესო ახალი მობილური ტელეფონი, მოწყობლობა ან პლანშეტური კომპიუტერი(ტაბლეტი) Mobile World Congress 2012 – ზე. და თანაც ყველა ექსპერტი

ერთხმად აღიარებს რომ Nokia 808 PureView საუკეთესო კამერით გამოირჩევა „ჭკვიანი ტელეფონების“ ბაზარზე.
სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ Nokia წლევანდელ კონგრესსზე ერთადერთი ნოვატორი იყო და მათმა ნამუშევარმაც ყველაზე დიდი ყურადღება სრულიად დამსახურებულად მიიღო. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ Nokia-ს ახალი „შედევრის“ ბაზარზე გამოჩენას (რელიზე მაისის ბოლოსაა დაგეგმილი) და წარმატება ვუსურვოთ ფინელებს თავიანთ საქმიანობაში. მოწყობილობის სავარაუდო ფასი 450-480 ევროა.
წყარო: engadget.com, gsmarena.com