Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

მე ♥ ახალი წელი

Filed Under (სხვა...) by on 30-11-2011

                                                                                      ხვალ უკვე ზამთრის პირველი დღეა, 1 დეკემბერი…
                                                        ახალ წლამდე ზუსტად ერთი თვე რჩება, ხოდა ჩვენც შევიქმნათ საახალწლო განწყობა.. 

 

                                                                                                                   

 

 

 

Read More »

 

მოჩვენებები :(

Filed Under (საინტერესოა!) by on 30-11-2011

უცებ ძალიან მომინდა რაიმე იდუმალი,მისტიკური ამბების შესახებ დამეწერა და მეტი იდუმალი რაღა უნდა ყოფილიყო , თუ არა მოჩვენებები….
რამდენად გჯერათ მოჩვენებების, გარდაცვლილთა მოხეტიალე სულების, ჭინკების თუ ოჩოპინტრეების არსებობის?
ჩვენი მოსაზრება ამის შესახებ სხვა თემაა , თუმცა არსებობს მოსაზრება იმის შესახებ ,რომ ხდება შემთხვევები, როცა გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული ვერ ტოვებს დედამიწას, რადგან ახლობლების მიერ განცდილი ტკივილი თუ მძაფრი მოგონებები, აიძულებთ მუდმივ გონებრივ კავშირში დარჩნენ მათთან…. 
მინდა შემოგთავაზოთ სურათები რომლებზეც “ისინი”ჩანან..ამის ახსნა ალბათ ძალიან ძნელია რადგან ადრე არც ფოტოშოპი ასებობდა და არც სხვა რაიმე ციფრული თაღლითობა იყო. 

Read More »

 

Cisco Packet Tracer (software)

Filed Under (Soft) by on 29-11-2011

Tagged Under : ,

 

თ ო ვ ლ ი

Filed Under (საინტერესოა!) by on 29-11-2011

         ზამთარი და თოვლი განუყოფელი ნაწილია.  მე ძალიან მიყვარს თოვლი, როგორც დიდი ილია ამბობს თავის მოთხრობაში სწორედ ისეთი: მიყვარს ისეთი თოვლი, რომელსაც ჯერ ადამიანის  ფეხი არ შეხებია და თავისი ცოდვილი ფეხით  არ დაუბინძურებია.  თოვლი ხომ მართლაც სპეტკი და წმინდაა.  

ულამაზესია თოვლით გადათეთრებული  გარემო.  ფოთოლშემოძარცვული ხეებს  თეთრი სამოსი საოცრად უხდებათ ანდა  ნაძვის მწვანე წიწვებზე  დაფენილი ფიფქთა გროვა რა საოცრად ეხამება გარემოს!  როდესაც იყურები გარეთ და ხედავ მხოლოდ სითეთრეს, თითქოს ეს მოსაბეზრებელი უნდა იყოს, მაგრამ არა! ამდროს მინდა გამოვიდე გარეთ, ვიარო გაუკვალავ თოვლში,  ვიარო დაუსრულებლად, გული თითქოს ივსება რაღაც  საოცარი სიხარულით და სევდით, მწუხარებითა და ბედნიერებით, მინდა   ვიმხიარულო, ვიტირო, ვიარო,  ვირბინო თოვლში……

                      ჩემთვის თოვლი არის ერთ_ერთი ყველაზე დიდი სასწაული,  თითოეული ფიფქის განუმეორებელი ფორმა….  ცა ამდროს თითქოს სევდისფერია. როდესაც სახლში ვარ და ფანჯრიდან ვიყურები და ვხედავ როგორ თავგანწირვით ეშვებიან  ფიფქები დედამიწაზე, ზოგი მაშინვე ქრება, ზოგი კი არა.. .. მინდა გავიდე გარეთ დავიჭირო  და შევეხო თითოეულ ფიფქს, მაგრამ ისინი როდი ჩერდებიან ხელისგულებზე!

                          მახსენდება კოლაუ ნადირაძის ლექსი ”  …. თოვდა და თბილის ებურა თალხი….” , მაგრამ არა, ახლა ეს ლექსი არა! რადგან ძალიან სევდიანია. მე რა შემიძლია ვთქვა იმაზე მეტი ვიდრე გოდერძი ჩოხელმა თქვა:  

                                                   ” საოცარია,  გუშინ სულმთლად ყვითელმა  მთებმა, დაიძინეს და ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ!”  

               ძნელი წარმოსადგენია მზიანი ახალი წელი, თოვლი მას სულ სხვა ხიბლს და სილამაზეს სძენს. როდესაც ყველა საახალწლო სუფრასთანაა შეკრებილი,  ზეიმობენ, მხიარულობენ, ერთობიან, და გარეთ კი ბარდნის, დედამიწა თეთრ საბანს იფარებს,ესხომ  მართლაც შესანიშნავია?!   

                 თოვლი რომ არ იყოს რა მორთავდა ასე ლამაზად შიშველ ხეებს ან თეთრ ქუდს ვინ დაახურებდა შენობებსა და მთებს ?!  თეთრ გზეებს ვინღა დახატავდა?  ამ  მშვენიერებას ვინღა ნახავდა?  არა, არ მინდა ეს სამყარო თოვლის გარეშე!!!

                                             

 

მესამე – შინაგანი თვალი

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 29-11-2011

Tagged Under : , , , , , , , ,

                          

ადრე, სანამ “3D–ს ინსტიტუტი” შემოვიდოდა, გაზეთებში იბეჭდებოდა რაღაც გაურკვეველი ფორმის, სიუჟეტის სურათი, სადაც თავისა და ბოლოს გარჩევა შეუძლებელი იყო. იქვე პატარა ინსტრუქციაც მოყვებოდა:

ცხვირი მიადე ამ გამოსახულებას, თვალი გაუშტერე, თითქოს შიგნით იყურები, შემდეგ თავი გაწიე ისეთ მანძილზე, როგორც ჩვეულებრივ წიგნს კითხულობ ხოლმე და ეგაა.. მის იქით დაინახავ “სხვა” სურათს.

 

Read More »

 

Достижение цели….

Filed Under (ინფორმაცია, საინტერესოა!, სხვა..., ფსიქოლოგია) by on 29-11-2011

Tagged Under : , ,

 

 

« Все мы игнорируем целое и ценим только то, что соответствует нашей цели.»

Адлер Альфред

 

 

 

 

           ¤   Как достигать своих целей:

 

1.Определи потенциально возможные цели.

Дай волю своей фантазии и запиши свои идеи.Чем больше идей, тем лучше.

2.Оцени свои идеи.

Какие нравятся больше? Чего труднее достичь?Какиие из них представляют для тебя причину твое гордости? и т.д.

3. Расставь приоритеты.

Сначала поставить перед собой лучше всего краткосрочные цели,а затем – долгосрочные.

 

 

 

         

¤ План:

 

 

Например:

 

  1.Запиши цель и 2.Отметь когда её нужно достичь:

 

*Изучение итальянского языка                                   

для поездки в Италию.                                                   


    3.Запланируй необходимые шаги:

*Шаги:

1.приобрести разговорник;                                           

2.каждый день учиь по 10 слов;

3.слушать итальянскую речь;

4.проверить грамматику и произношение.


 

   4.Предвидеть  возможные  трудности:

*Возможные трудности ,как  их преодолеть.           

 

 


 

 

5.Дай обязательство:

Обещай себе, что сделаешь все возможное для достижения своей цели:

 

*Подпись/Дата                                                                        

   


                                                                                                      

 

   Цели—своего рода проекты. Чтобы воплотить их в жизнь, нужно потрудиться! Так что действуйте! Начинайте медленно, ежедневно анализируйте свои цели, будьте гибкими и включайте « мощный генератор» -воображение. ;);)))

 

 

 

    

 

 

 

ბიოსის ვირუსი

Filed Under (სხვა...) by on 28-11-2011

 

  ალბათ ბევრს არ სმენია ბიოსის ვირუსის შესახებ და ბერვსაც არ სჯერა რომ ასეთი ვირუსები არსებობს ამ პოსტში მინდა შევეხო სწორედ ამ ვირუსს და მასთან ბრძოლის ხერხს.

 ჯერ რად ნიშნავს ბიოსი-Bios (Basic Input Output System ) შეტანა გამოტანის ძირითადი სისტემა, რომელიც აკავშირებს კომპიუტერის აპარატურულ მოწყობილობას ოპერაციულ სისტემასთან.

  რაც შეეხება ბიოსის ვირუსს პირველად ასეთი ვირუსი შექმნეს ჩინელებმა ამერიკელების წინააღმდეგ და თუ რამოდენიმე ამერიკულ ფორუმს დავუჯერებთ საკმაოდ დიდი დარტყმაც მიაყენეს ამერიკელებს ამ ვირუსით. ჩინელების მერე რუსებმაც შექმნეს ამდაგვარი ვირუსი და სახელიც მშვენიერი დაარქვეს “чернобыль”. чернобыль-ი მხოლოდ Win95-98 ზე მუშაობს. 

 ეხლა მასთან ბრძოლის შესახებ ორიოდ სიტყვით გეტყვით. ბიოსის ვირუსს მხოლოდ დედადაფის დაფლეშვა შველის ანუ ბიოსის წაშლა და ახლიდან ჩაწერა რაც ძალიან სახიფათოა. ამისთვის საჭიროა თქვენი დედადაფის ოფოციალური საიტიდან გადმოიწეროთ თქვენთვის სასურველი ბიოსის ვერსია ჩაწეროთ დისკზე ან Flash დისკზე და დარეკოთ თელასში რომ 15-20 წუთის განმავლობაში დენი არ ჩააქრონ 😀 რადგან თუ დაფლეშვის პერიოდში გაითიშება კომპიუტერი, შეიძლება საერთოდ სანაგვეზე გადასაგდები გაგიხდეთ თქვენი დედადაფა :)