Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დღის სტუდენტი – გურამ ბაზერაშვილი! :)

Filed Under (ინფორმაცია) by on 29-10-2011

Tagged Under :

წარმატებული საქმიანობისთვის ლექციაზე დღევანდელი დღის სტუდენტად(29.10.2011) აღიარებულ იქნა გურამ ბაზერაშვილი! :)

 

აცტეკები___(Aztec)

Filed Under (ისტორია) by on 29-10-2011

Tagged Under : , , , ,

 

 

  აცტეკები (საკ. სახელწოდება — ასტეკა), მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი. აცტეკური ენა — ნაუატლი იუტოაცტეკურ ენათა დიდ ჯგუფს განეკუთვნება. XII საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის — ტოლტეკების, საპოტეკებისა და მიშტეკების მაღალი კულტურა და XIV საუკუნეში დააარსეს ქ. ტენოჩტიტლანი (ახლანდელი ქ. მეხიკო). 1427 წელს დაუკავშირდნენ ტესკოკოსა და ტლაკოპანის ქალაქ-სახელმწიფოებს, დაიმორჩილეს მთელი მეხიკოს ველისა და ცენტრალური მექსიკის მოსახლეობა და ადგილობრივ ტომთა კონფედერაციის სათავეში მოექცნენ.
   როდესაც ერნან კორტესმა და მისმა ესპანელემა ჯარისკაცებმა მიაღწიეს მეხიკოს ხეობას 1519 წელს მათ იპოვეს ჩინებული ქალაქი რომელიც იდგა კუნძულზე ტბაში. 3 განიერი დამბა მიდიოდა უდიდეს თეთრ სასახლეებთან და მოხატულ ტაძრებთან პირამიდების თავზე.

 

Read More »

 

ბუნების ახალი 7 საოცრება

Filed Under (Net-Surfer) by on 25-10-2011

Tagged Under : , , ,

 

მთელ დედამიწაზე გვხვდება ადგილები, რომლებიც თავისი სილამაზით, უცნაურობით და გამორჩეულობით გვაოცებს. ბევრი მათგანი ნამდვილად იმსახურებს ბუნების საოცრების წოდებას.  ამ აზრს ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს და ამიტომაც 2011 წლის 11 ნოემბერს მსოფლიო ირჩევს ბუნების 7 საოცრებას. ხმის მიცემა შესაძლებელია საიტით New 7 Wonders და ასევე ტელეფონითაც.

 

Read More »

 

ტუქსის “შთამომავლები” – მინთი

Filed Under (OS / Servers, იუმორი) by on 22-10-2011

Tagged Under : , ,

მისი პირველი გოგონა – ადა, 2006 წლის 27 აგვისტოს დაიბადა.. მას შემდეგ მის ოჯახში გოგონების ჟივილ–ხივილი არ შეწყვეტილა. მუდამ საშინაო დავალებებს ე.წ. აფდეითების მომზადებას სთხოვს თავის უსაყვარლეს გოგონებს. ისინიც წარმატებით ასრულებენ, ყოველშემთხვევაში ცდილობენ, რომ წარმატებით შეასრულონ მითითებული ამოცანები და ოჯახის უფროსიც არ აღაშფოთონ.

 

ადა, ბარბარა, ბეა, ბიანკა, კასანდრა (ის კასანდრა არაა, ვინც ეხლა გეგონა), სელენა, დერინა, ელისა, ფელისია, გლორია, ჰელენა, ისადორა, ჯულია (რობერტსი არა), კატია (катья)…. ცოტა არ იყოს, მგონი ბრაზილიური სერიალების გმირების სახელებია შერჩეული, მაგრამ მაინც რამდენნი არიან, როგორი ბედნიერი ოჯახია. ნეტავ ამდენი ბავშვი ყოველ ქართულ ოჯახში იყოს……..

 

 

Read More »

 

სულელური კანონები

Filed Under (იუმორი, საინტერესოა!) by on 22-10-2011

Tagged Under : ,

                მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს მეტად ახირებული, უცნაური და კურიოზული კანონები, რომლებიც დიდი ხნის წინათ იქნა მიღებული და რატომღაც ჯერაც არ გაუქმებულა.                            ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მეტადაა ცნობილი მსოფლიოში თავისი სულელური კანონებით. იქ აგრეთვე მოქმედებს რამდენიმე ათეული ორგანიზაცია, როომლებიც იბრძვიან ამ კანონების გასაუქმებლდ. ამერიკის ცალკეულ შტატებში მოქმედებს სხვადასხვაგვარი კანონები.
     ალაბამაში, ჯესპერის ოლქსი, ქმრებს უფლება აქვთ სცემონ ცოლებს ჯოხით, თუ ჯოხის დიამეტრი ცერის დიამეტრს არ აღემატება.
ლოს-ანჯელესსი ქმარს უფლება აქვს სცემოს ცოლს ქამრით, რომლის სიგრძე 12 სმ-ზე მეტი არ არის. (წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია ცოლის თანხმობა).
მაინესსი აკრძალულია გადმოსვლა თვითმფრინავიდან ფრენის დროს.
ოკლაჰომაში შეოძლება ციხეში მოხვდეთ ძაღლის წინ დაჯრანვისათვის.
ნევადაში ლეგალურია ჩამოახრჩო ადამიანი, რომელმაც შენს ძაღლს შენსავე ტერიტორიაზე ესროლა.
 დიდ ბრიტანეთში კანონდარღვევაა ბარში, რესტორანში ან მსგავს ადგილებში დათრობა.
 ინდიანაში აკრძალულია აბაზანის მირება ოქტომბრის თვიდან მარტის თვემდე, ასევე მანქანების გაყიდვა კვირაობით.
 ფორტ-მედისონში მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე.
 ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის.
 ალაბამაში აკრძალულია მანქანის მართვა თვალებახვეულ მდგომარეობაში.
 ტეხასის შტატში დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეატყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე. ამ წესის დარღვევას სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად.
 ილინოისის შტატში ქ.გეილსბერგში 1000$-ით აჯარიმებენ მას, ვინც ბეიბოლის ჯოხით თაგვს ცემს.
ალაბამაში სიკვდილით სჯიან იმ ადამიანს, რომელიც რკინიგზის რელსებზე მარილს დაყრის.
ტეხასის შტატში აკრძალულია ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა.
 ტეხასის შტატში საკმარისია ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობარს, როგორც ცოლი და იგი ავტომატურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ.
 მკაცრად იკრძალება ფლორიდაში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სიმღერა.
 ფლორიდაში აკრძალულია დღეში 3-ზე მეტი თეფშის გატეხვა.
 არკანზასის კონგრესი მდინარე ანკარზასის წყალს უკრძალავს მეინსტრიტის ხიდზე მაღლა ადიდებას.
 ლუიზიანაში მკაცრად ისჯება ადამიანის კბენა, ამისათვის პროტეზის გამოყენება ამძიმებს გარემოებას.
 ნიუ-იორკში სჯიან მას, ვინც სახურავიდან გადმოხტება.
 ნიუჯერსიში დააპატიმრებენ მას, ვინც რესტორანში პირს ააწკლაპუნებს.
 კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არჰყავთ ორი ძროხა მაინც.
 დენვერში აკრძალულია მეზობლისგან მტვერსასრუტის თხოვება.
 ვისკონსინის შტატში აკრძალულია მძინარე მეხანძრის გაღვიძება.
 ტენესში, ქ. მემფისში ბაყაყებს ეკრძალებათ ყიყინი ღანის 11სთ-ის შემდეგ.
 ნიუ-ჯერსის შტატში კატებმა უმდა ატარონ ზარები, რათა ჩიტებმა გაიგონ მათი მოახლოება.
 ოკლაჰომაში სამზე მეტ ძაღლს ეკრძალება ერთად შეკრება, თუ მათ არ აქვთ ამისათვის სპეციალური ნებართვა ქალაქის მერისგან.
 ამერიკაში-ჯორჯიაში ქათმებისათვის აკრძალულია გზის გადაკვეთა.
 რუსეთში აკრძალულია და კანონით ისჯება ის, ვინც ოთხზე მეტ სიტყვას იტყვის ინგლისურად,
 აიდაჰოში აკრძალულია ღიმლის გარეშე ხალხში გამოჩენა.
 ცოლს არ აქვს უფლება ნახოს ქმრის mail-ი.
 ოჰაიოში არალეგალურია დაპატიმრება შაბათს ან 4 ივლისს.

 

ჩემს სამშობლოს…

Filed Under (ნაწარმოებები) by on 21-10-2011

Tagged Under : , ,

რამდენი გმირი გყავდა შენ ჩემო ქვეყანავ,
სამშობლოს ამაყი, ვაჟკაცი შვილი.
მათი საქმითა კეთილი ზრახვითა
მიაბიჯებდი ათასწლეულში ხსნილი.
ასევე ითმენდი უვიცთა მართვას,
მათი ღალატით სხეულის დასჯას…
 

ვაი რომ დღესაც, შენ ჩემო სამშობლოვ
სიცრუით მოგბანეს ლამაზი პირი,
და შენი ამაყი სხივების კონა
ვერაგად დაჭრეს და აქციეს მონად.
ხოლო განთქმული წარსულის ფლობა
გააცამტვერეს უღირსი “შრომით”.
 

გმართავენ ზანტად, გმართავენ მხდალად,
ღამით გვაჭრობენ სხვადასხვა ფასად,
დღისით გგლოვობენ ნიანგის ცრემლით,
თითქოსდა სინდისის არხები წყევლით…
 

იხელთეს ჟამი გარე ტურებმაც,
მზაკვრული გეგმით, სწრაფი ქმედებით
განგვაცალკევეს აფხაზთა გენთან,
დანერგეს ოსებთან მოსისხლე მტრობა.
 

გვირაბში წევხარ, სამშობლოვ – ცრემლით,
ბნელით აღრეულ  სიზმრების ტყეში,
ირგვლივ კი ათასი უღმერთო ვირთხა
საზრდოობს სისხლით ღმერთის სახელით…
 

უფალო მომეცი ძალა და ფიქრი
მივცე სამშობლოს იმედის წვეთი,
ვუპოვო მალამო მის ლამაზ სხეულს,
სინათლით მოვფინო უფრსკულის წლები…

 

მ.ქ.(21.10.2011)

 

გა-windows7-ებულებისთანებისათვის (ნაწილი II)

Filed Under (OS / Servers, იუმორი, ნაწარმოებები) by on 20-10-2011

Tagged Under : , , ,

 მაშინ როცა იმ ყველაფრის დასაწყისზე დავწერე რომლის გაგრძელებასაც ახლა კითხულობთ, მაშინ როცა ეს ყველაფერი ამ გვერდებზე გამოჩნდა , მაშინ როცა…   მაშინ ჩვენს სილიციუმის ნაწილაკების შემცველ პროცესორებში სულ სხვა ოპერაციული სისტემები დარეფრეშობდნენ და ვგონებ იმაზე დაბალ დონეზე ვიდექით პროგრამულად რაზეც მგონია რომ ახლა ვდგავართ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიცი რომ უკვე მიხვდით რაზეც მინდა გავაგრძელო წერა.

 

Read More »