Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ახალი რუბრიკა: Net-Surfer – დედამიწის ცოცხალი რუკა

Filed Under (საინტერესოა!, WEB, Net-Surfer) by on 28-09-2011

Tagged Under : , , , , , , , ,

 

 

Hey there, People, I’m Boby Brown…  კი არა და …  აქ ვარ ისევ მე, გვანცა ხოჯავა და მინდა დავიწყოთ ერთად ახალი რუბრიკა Net-Surfer . სადაც დავდებთ საინტერესო საიტების ლინკებს და მოკლე მიმოხილვას. პირველი ვიქნები მე, ამ შემთხვევაში და იმედი მაქვს, რომ ყველა ამყვებით და თუ რამე საინტერესო საიტი შეგხვდებათ, ჩვენც გაგვიზიარებთ.

 

ამჯერად კი მინდა შემოგთავაზოთ საიტი  –”  დედამიწის ცოცხალი რუკა ”  იგივე მსუნთქავი დედამიწა (Breathing Earth), რომელიც ცოტა ხნის წინ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და ძალიან ძალიან მომეწონა.

 

Read More »

 

BEQradio bit.gtu.ge-ზე, online რადიო ეთერშია

Filed Under (ინფორმაცია, მუსიკა) by on 15-09-2011

Tagged Under : , , , ,

მცირე საზაფხულო შესვენების შემდეგ კვლავ დავბრუნდი BIT.GTU.GE-ს გვერდებზე და ამჯერადაც სიახლით რომელიც ამ საიტის სულის ჩადგმელთან ერთად შეიქმნა და მაშინვე მოხვდა აქ. როგორც ალბათ უკვე შენიშნეთ საიტზე შემოსვლისას გესმით მუსიკა ან ხმა რომელიც მინდა გითხრათ რომ BEQradios ეკუთვნის.  აქ შემოგთავაზებთ მრავალფეროვან მუსიკას, საინტერესო ინფორმაციებს, სიახლეებს და ასე შემდეგ. რაც მთავარია შესაძლებელია მსმენელისა და რადიოს დაკავშირება მრავალგვარი გაგებით. შეგიძლიათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში მოხვდეთ პირდაპირ ეთერში გამოხატოთ თქვენი სურვილები ან ემოციები. ასევე ველით კრეატიულ აზრებს რომელთა განხორციელება სრულიად რეალურია ჩვენთან თანამშრომლობით. რადიო საიტზე, ჩვენს მკითხველთან  დაახლოების კიდევ ერთი, ამჯერად აუდიო გზა იქნება და ვფიქრობ მეტად შედეგიანი და სასარგებლო, მუსიკალური ფონით კი მას სასიამოვნო და მისაღებ ტალღად ვაქცევთ.
 მაშ ასე შევუთავსოთ სასიამოვნო სასარგებლოს, უსმინეთ რადიოს, გაუზიარეთ იგი მეგობრებს და იყავით მუდამ ონლაინ…

 

 

 

ალტერნატიული ხედვა – ვაწყობთ “დესკტოპ” სისტემას UBUNTU 11.04(Natty Narwhal)

Filed Under (OS / Servers) by on 02-09-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , ,

გამარჯობათ!

მოდით ამ თემაში(“ალტერნატიული ხედვა“) გავარჩიოთ თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო რათა მივიღოთ მოსახერხებელი “დესკტოპი” ლინუქსის ოპერაციულ სისტემებში, რომელიც როგორც თვითონვე დარწმუნდებით(ამ გაკვეთილების სერიაში) ბევრ რამეში არ ჩამოუვარდება(ზოგიერთ კომპონენტებში კი უბრალოდ ჯობნის, მაგ. უსაფრთხოება, უფასო პროგრამები…) თავის მთავარ კონკურენტს  – Windows, რომელსაც კომპიუტერის მომხმარებელთა უმრავლესობა ჯერ–ჯერობით არჩევს ძირითად “დესკტოპ” სისტემად, განსაკუთრებით ეს სიტუაცია ჩანს დაბალი და საშუალო დონის მომხმარებლებთან. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ სიტუაცია ნელ–ნელა ლინუქს “დესკტოპებისკენ” სასიკეთოდ იცვლება და პირადად მე დარწმუნებული ვარ რომ, ახლო მომავალში ლინუქსის ოპერაციული სისტემები სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ Windows–ს ამ სფეროში.

დღეს კი პირველი გაკვეთილი მინდა დავიწყო Ubuntu–ს ამ მომენტისთვის ბოლო სტაბილური ვერსიის(11.04) “დესკტოპად” აწყობით. გაკვეთილში მე ვეცდები ნაბიჯ–ნაბიჯ(Step-by-step) წარმოგიდგინოთ ინსტრუქციები, რათა საბოლოოდ მივიღოთ მძლავრი სამომხმარებლო “დესკტოპი”. ახლა კი შევუდგეთ საქმეს:

 

Read More »