Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

კონკურსი!

Filed Under (ინფორმაცია) by on 31-03-2011

Tagged Under : , , , , ,

მოგესალმებით,  Bit.gtu.ge-ს აქტიურო მონაწილეებო!

Read More »

 

დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 31-03-2011

Tagged Under : , ,

  მე მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულება ფსიქოლოგიაში, რომელსაც საფუძვლად დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია დაედო.
ყველა ცოცხალ არსებას აქვს ორი ნიშანი – მოთხოვნილება და ქცევის მიზანშეწონილი ხასიათი, მოთხოვნილება აქტივობის წყაროა, ის მოქმედებისკენ მოუწოდებს ადამიანს. მისი დაკმაყოფილების გარეშე ყველა არსება დაიღუპება.
 ყოველი ჩვენგანის არსებობა დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ის მიზანშეწონილად განავითაროს საკუთარი მოქმედება და მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

Read More »

 

Oracle VM VirtualBox

Filed Under (OS / Servers) by on 31-03-2011

Virtual Box არის პროგრამული პროდუქტი, განკუთვნილი ოპერაციული სისტემების ვირტუალიზაციისათვის, ისეთების როგორიც არის Microsoft Windows, Linux, FreeBSD, Mac OS X, Solaris/OpenSolaris, ReactOS, DOS და სხვა.
პროგრამა შეიქმნა კომპანია innotek-ის მიერ და მასში გამოყენებულია შემავალი კოდი QEMU(თავისუფალი პროგრამა ღია კოდით აპარატული უზრუნველყოფის ემულაციისათვის სხვადასხვა პლატფორმაზე).
 პირველი ვერსია გამოჩნდა 2007 წლის 15 იანვარს. შემდგომ მწარმოებელი კომპანია შეიძინა Oracle-მ და ეს პროგრამა ცნობილია Oracle VM VirtualBox-ის სახელით.

Read More »

 

ქათმის შვილს წიწილა ჰქვია???

Filed Under (იუმორი) by on 30-03-2011

Tagged Under : ,

გამოდი ჩემი სახლიდან!

 

ეპლი >> მაკინტოში >> Mac OS X

Filed Under (OS / Servers) by on 29-03-2011

Tagged Under : , , , , ,

 

Mac OS X (მაკინტოშის ოპერაციული სისტემა) არის კომპანია ეპლის (Apple) მიერ შექმნილი ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს მაკინტოშის კომპიუტერებზე. ამ ოპერაციული სისტემის შექმნის იდეა გახდა ის რომ კომპანია ეპლს არ ჰქონდა სურვილი მის კომპიუტერებს ემუშავათ ვინდოუსისთვის.
მისი ასე ვთქვათ დებიუტი შედგა 1984 წელს მაკინტოშ 128k-სთვის.
თვითონ ტერმინი Mac OS X არ გამოიყენებოდა 90 წლების შუამდე. მას შემდეგ მაკინტოშის კომპიუტერი წარმოუდგენელია Mac OS გარეშე.
Mac OS ადრეული ვერსიები მხოლოდ მაკინტოშის კომპიუტერებზე იტვირთებოდა, მოტოროლა 68k-ს დაფუძნებულ პროცესორებზე, თუმცა შემდეგ არქიტექტურულად თავსებადი გახდა power PC-სთვის(PPC).

 

Read More »

 

დაპროგრამების ენები

Filed Under (პროგრამირება) by on 28-03-2011

Tagged Under : , , , , , , ,

თუ ახლახან დაიწყეთ კომპიუტერთან მუშაობა და ინტერნეტის მოხმარება, ალბათ, მეგობრებთან საუბრის წამყვან თემად პროგრამები გაქვთ და პროგრამისტებს კი გენიოსებად თვლით. ზოგიერთი პროგრამისტი ნამდვილად გენიოსია.

მაგრამ როცა გაიგებთ თუ ვინ იყო პირველი პროგრამისტი გაოცებული დარჩებით. პირველი პროგრამისტი ცნობილი ინგლისელი ლორდის, უდიდესი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის ასული, ადა ლავლეისი (1815-1852) შეიძლება ჩაითვალოს. ბავშვობიდან იგი გატაცებით სწავლობდა ასტრონომიას, ლათინურ ენას, მუსიკას, განსაკუთრებით კი – მათემატიკას. მან შემდგომში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად მონაწილეობდა თანამედროვე კომპიუტერის შექმნაში. ამ კომპიუტერისთვის მან შექმნა რამდენიმე პროგრამა, რომლებიც ინახებოდა სპეციალურ პერფორირებულ ბარათებზე. შეიმუშავა პროგრამირების საკმაოდ მწყობრი თეორია, შემოიღო ისეთი ცნებები და ტერმინები როგორიცაა: “ციკლი”, “მუშა უჯრედი”, “განმანაწილებელი ბარათი”, განსაზღვრა რეკურენტული ფორმულების გამოთვლის ციკლური პროცესების კავშირი, აღწერა ალგორითმიზაციის ძირითად პრინციპები და შექმნა სანიმუშო გამოთვლითი პროგრამა, მან შექმნა ასევე გრაფიკულად რთული ობიექტების კონსტრუირება და თქვენ წარმოიდგინეთ, კომპიუტერული თამაშებიც კი. 1843 წელს გამოიცა თავისი ნაშრომები, მაგრამ იმის გამო, რომ მის წრეში ქალისთვის სათაკილოდ ითვლებოდა გამოცემაზე საკუთარი სახელის სრული მითითება მან ინიციალებით აღნიშნა იგი, ამიტომ ამ ნაშრომების ავტორი დიდი ხანის განმავლობაში რჩებოდა უცნობი.

Read More »

 

Windows-ის შექმნის ისტორია – From The Beginning..

Filed Under (OS / Servers) by on 27-03-2011

Tagged Under : , ,

 

ალბათ, როცა გვეკითხებიან, თუ რა ოპერციული სისტემა გვიყენია საკუთარ კომპიუტერზე, აუცილებლად ვეტყვით რომ ეს არის Microsoft Windows
არცაა გასაკვირი, რადგან უმრავლესობა, როცა პირველად კომპიუტერს ვეხებით, აუცილებლად ვსხდებით და ვსწავლობთ კომპიუტერის ანაბანას Microsoft Windows-ის საშუალებით, როგორც ქართველი ბავშვი პირველად იღებს ქართულ ენის შესასწავლად წიგნს – იაკობ გოგებაშვილის ”დედა ენას”. =)

 

Read More »