May
შემდეგი ონლაინ სემინარი: “თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითებზე”
Filed Under (ინფორმაცია) by Mikheil Kantaria on 30-05-2010
Tagged Under : Seminar, archil prangishvili, levan imnaishvili, levan klimiashvili, python, scada სისტემები, არჩილ ფრანგიშვილი, ლევან იმნაიშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ონლაინ სემინარი, სემინარები

01.06.2010–ში 13:00 საათზე გაიმართება ტრადიციული ონლაინ სემინარი თემაზე: “თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითებზე“. სემინარს გაუძღვება პროფესორი ლევან იმნაიშვილი.
სემინარს დაესწრებიან და დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას სტუ–ს რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი, და რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი.
მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე SCADA სისტემების აგების პრინციპები. განხილულია SCADA სისტემების აგების რამოდენიმე ვარიანტი, კერძოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელებული “პროფესორთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა”, “სტუ-ს ენერგომომარაგების მონიტორინგის სისტემა” და “სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა”. ნაჩვენებია ამ სისტემების აგების და ფუნქციონირების პრინციპები.