Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

კომენტარით თუ უკომენტაროდ?

Filed Under (პროგრამირება) by on 21-02-2010

Tagged Under : , , ,

პროგრამისტისთვის მთავარია, შესრულდეს კოდი, მიიღო სწორი შედეგი და დარწმუნებული იყო, რომ ყოველთვის სწორად შესრულდება პროგრამა.  მაგრამ სისწორის გარანტირება ცოტა არ იყოს და ძნელია.

უშეცდომო ვინაა, რომ პროგრამისტები იყვნენ, microsoft-ისა და sun-ის პროდუქტებშიც კი უამრავი შეცდომა იპარება. ჩვენ, დამწყები პროგრამისტები, დარწმუნებული ვარ, ყველა სტრიქონზე თითო შეცდომას მაინც ვუშვებთ (ბოდიშს ვიხდი, თუ რომელიმე შეურაცხყოფად მიიღებთ).  მერე უფრო დიდ დროს ამ შეცდომების გასწორებაზე ვხარჯავთ და როცა გვგონია, სისტემა უკვე გამართულად მუშაობს, არანაირი პრობლემა აღარაა და ჩვენი აზრით, ყველა კრიტიკულ შემთხვევაზე დატესტილია, ვუშვბეთ ექსპლუატაციაში. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ გვეგონა და ერთ დღესაც კომპიუტერის ეკრანზე დიდი ყვითელი ძახილის ნიშანი ჩნდება. შეცდომაა! თავიდან ხდება საჭირო კოდში ქექვა. და თუ ეს აღმოჩნდება რამდენიმე თვის და სულაც წლის შემდეგ??? ძალიან ძნელია, თავიდან გაიხსენო თითოეული ცვლადი, თითოეული ფუნქცია და პროცედურა.

Read More »