Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

WEB-სერვერის ორგანიზება– მ.ქანთარია,გამოცდის შეფასებები(108681,108681.1 –ჯგუფები)

Filed Under (ინფორმაცია) by on 09-02-2010

Tagged Under : , , ,

108681.1

108681

 

სემინარი MCP-club Tbilisi-ში

Filed Under (სემინარები) by on 09-02-2010

Tagged Under : , ,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, დავსწრებოდით 2010 წლის 5 თებერვალს  MCP-club Tbiliss-ში სემინარს თემაზე MS SQL Server 2008 R2. მოხსენებას კითხულობდა ბატონი  ანდრეი კორშიკოვი, კრასნოდარული  .NET პროგრამისტების  საზოგადოების  ლიდერი.

საუბარი იყო მაიკროსოფტის ახალ მონაცემთა ბაზის სერვერზე, რომელიც გაყიდვაში მაისში გამოვა. განიხილა სერვერის დამატებული ახალი თვისებები და შესაძლებლობები. ბატონმა ანდრეიმ ასევე საკამოდ ვრცლად ისაუბრა მაიკროსოფტის  სერთიფიკაციის სისტემაზე, რუსულ MCP-club-ებზე და User Group-ებზე, სადაც პროფესიონალები ერთიანდებიან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებენ. იმედია, საქართველოშიც ჩამოყალიბდება ასეთი საზოგადოებები და კლუბები. MCP club Tbilisi საქართველოში ამის პირველი მაგალითია.

სემინარის ბოლოს შედგა დაჯილდოება. პრიზები გადაეცათ უკვე ჩატარებული ორი სემინარის წამყვანს და ყველაზე აქტიურ სტუმარს. პრიზი მიიღო, რა თქმა უნდა, ბატონმა ანდრეიმაც – ქართული სუვენირი მას მადლიერების ნიშნად.

მადლობა ვუთხრათ კლუბის დამფუძნებლებს და ორგანიზატორებს, დავით რამიშვილს და არმან ობოსიანს, რომ გვაძლევენ საშუალებას, შევხვდეთ გამოცდილ ადამიანებს და გავიგოთ უფრო მეტი, ვიდრე ეს წიგნებიდანაა შესაძლებელი.

კლუბის ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ასეთი შეხვედრები და სემინარები ტრადიციად იქცევა და იმდოვნებენ, რომ საქართველოშიც შეიქმნება ერთი პოპულარული და სასიამოვნო ადგილი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის.  წარმატებები ვუსურვოთ  MCP club Tbilisi–ს.

 

დანაწილებული მონაცემთა ბაზები

Filed Under (მონაც. ბაზები) by on 09-02-2010

Tagged Under : , ,


დანაწილებული მონაცემთა ბაზები  (დმბ)–ლოგიკურად დაკავშირებული მონაცემთა ბაზების ერთობლიობა, რომლებიც დანაწილებულია კომპიუტერულ ქსელში.

Read More »