
გთავაზობთ მორიგ დოკუმენტურ ფილმს ისტორიის აკრძალულ თემებზე. ამჯერად ობიექტივში იაპონიის კუნძულებია. ექსპედიცია 2013 წელს შედგა. როგორც ჩანს აქაც აღმოჩნდა წინა მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კვალი. Read More »

Loading...

გთავაზობთ ახალ დოკუმენტურ ფილმს პირამიდების და სხვა უძველესი ნაგებობების შესახებ. ფილმში მოყვანილ ფაქტებზე დასკვნები თავად შეგიძლიათ გააკეთოთ.
Read More »

Loading...
ჩემს პირველ პოსტში მინდა შევეხო ჩემთვის ძალიან მტკივნეულ თემას(სხვას შეიძლება უბრალოდ გაეცინოს ამაზე და ისიც თქვას რა ენაღვლებაო).თებერვლის თვეში 1921 წელს ალბათ ყველამ კარგად იცის რაც მოხდა ამიტომ ამ თვეში ერთი კვირა გლოვის კვირად არის გამოცხადებული.18თებერვლიდან 25 თებერვლამდე.რუსეთი კი ამ კვირაში 23 თებერვალს აღნიშნავს წითელ არმიელთა დღეს,სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ქართველმა ეს არ იცის და ამ დღეს ერთმანეთს კაცთა დღეს ულოცავენ ,რაც ძალიან არ მომწონს…მგონი დროა რომ ქართველებმა გაიგონ რომ ეს ჩვენი დღესასწაული არ არის.წითელ არმიელებმა მოღალატე ქართველებთან ერთად 18-19 წლის ბიჭები დახოცეს კოჯორში და მგონი მათდღესასწაულს ჩვენ არ უნდა აღვნიშნავდეთ…

Loading...

ახალი ძალზედ საინტერესო ფილმი წყალქვეშა ამოუცნობ ობიექტზე და წყალქვეშა ქალაქზე, რომელიც ახლახანს იქნა აღმოჩენილი.
Read More »

Loading...
თანამედროვე ცხოვრებაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიმბოლოები უამრავ საიდუმლოს მალავენ. სწორედ ამაზეა ჩემი სტატია. იმედია დაგაინტერესებთ და რაიმე ახალს გაიგებთ.
ნამგალი და ურო

Loading...
“ექვსდღიანი ომი” ისრაელის შეტევით 1967 წელის 5 ივნისს დაიწყო . ის ძირითადად სამ ფრონტს – ეგვიპტის, იორდანიისა და სირიის საზღვრებს მოიცავდა.
ომის მთავარი მიზეზი იყო არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობა. მათი მხრიდან განუწყვეტლივ ხდებოდა ისრაელის საზღვრების დარღვევა, მალულად შემოპარვა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმა, ასევე მუდმივი მუქარა არაბული ქვეყნებისა, რომლებსაც სურდათ ისრაელის განადგურება. ამას მოჰყვა ეგვიპტის პრეზიდენტის ნასერის 6 მაისიის ბრძანება, რომელიც მოითხოვდა ნახევარკუნძულ სინაიდან საერთაშორისო ძალების გაყვანას. ამის შემდეგ ეგვიპტემ გადაუკეტა ისრაელს წითელი ზღვის მისადგომი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ელათის პორტი გაჩერდებოდა. ეს იმის შემდეგ, რაც 1957 წლიდან თავისუფლად მოძრაობდა ისრაელის საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო ძალების დაკვირვებით წითელ ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ და რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა წითელი ზღვის ნეიტრალობა, ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასერმა განაცხადა, რომ ამ ბლოკის დარღვევა ეგვიპტისთვის იქნებოდა ომის დაწყების მიზეზი. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებდა საბჭოთა კავშირის მიერ გაწეული დახმარება არაბული ქვეყნებისთვის, ეს მათ მეტ თავდაჯერებულობას მატებდა, რომ გაიმარჯვებდნენ. ომი გარდაუვალი გახდა.
Read More »

Loading...

რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.
მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროს ჩნდება ქალაქის ვრცელი და ინტენსიური უბნები, რომლებიც ქალაქის ციხეს ეკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ისტორიული წყაროები, ქართლის ცხოვრება, მოქცევაჲ ქართლისაჲ და სხვა, რუსთავში ახალი მშენებლობის წამოწყებას უკავშირებენ ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელს. თრდატ რევის ძე ქართლის სამეფო ტახტზე ასვლამდე განაგებდა კუხეთს და იწოდებოდა კუხეთისა და რუსთავის ერისთავად.რუსთავი, იქცა კუხეთის საერისთავოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრად.
IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა.უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად.„ვოსტან“ ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს.
რუსთავს ვოსტან-ქალაქი ანუ ბოსტან-ქალაქი მთელი ადრეული შუა საუკუნეების მანძილზე ერქვა. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში უკვე გამეფებულმა თრდატ რევის ძემ, ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანა სარწყავი არხი, ანუ რუ.

სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება – რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე. ამ სახელს ქალაქი ვოსტან-ქალაქის პარალელურად VI საუკუნიდან ატარებდა.
IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი. გვიან შუა საუკუნეებში რუსთავს წერილობითი წყაროები უწოდებენ ნაგებს. ეს სიტყვა შეიძლებ ორნაირად განვმარტოთ:
სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ეს არის (სავარაუდოდ) არაბული სიტყვა და სამხრეთს ნიშნავს. რუსთავი თბილისის სამხრეთით მდებარეობდა და შესაძლოა სწორედ ამიტომ დაერქვა ქალაქს ნაგები;
ნაგები შეიძლება ნიშნავდეს ძველად აგებულს, აშენებულს.
XII—XIII საუკუნეებში რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ქალაქში ყვაოდა ხელოსნობის ისეთი დარგები როგორიცაა კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. რუსთავი იმავ დროს ჩართული იყო მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო გზების ქსელში.
944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა. თითქმის მაშინვე საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქალაქის მშენებლობას. 1948 წლის 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი მიიღო

Loading...