Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

რიგით მეორე რობოტი სტუ–ში :)

Filed Under (HI-TECH) by on 15-02-2013

Tagged Under : , , , , , ,

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კიდევ ერთი რობოტი გამოჩნდა, რომელიც იგივე ჯგუფმა ააწყო და დააპროგრამა. რობოტი lego mindstorms ტექნოლოგიის ბაზაზეა აწყობილი. მას გააჩნია რამდენიმე სახის სენსორი და გარემოს სკანირების შემდეგ შეუძლია პროგრამულად განსაზღვრული მოქმედებების განხორციელება. გთავაზობთ ახალი რობოტის საპრეზენტაციო ვიდეოს.


 

სტუ-ში აწყობილი რობოტი

Filed Under (HI-TECH, ინფორმაცია) by on 10-01-2013

Tagged Under : , , , , , ,

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში lego mindstorm სისტემის ბაზაზე ინტერაქტიული რობოტი აეწყო. პროგრამული და ტექნიკური მხარე ლექტორმა მიხეილ ქანთარიამ და სტუდენტებმა დიტო შერგელაშვილმა და მიხეილ კელენჯერიძემ უზრუნველყვეს.

 

“ნაFტალინიანი საგნების ქექვაში”

Filed Under (HI-TECH, მეცნიერები) by on 09-05-2012

Tagged Under : , , , , , , ,

წარსულსა და დღევანდელ დროში დაკავშირებული მოვლენები, რომელიც შეიძლება ნებისმიერ აქ შემომსვლელს, მშრალი ხიდი და მასზე მოხვედრილი აუარებელი წვრილმანი გაახსენოს. მაშინდელ დროში კაცი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დღეს შეიძლება ასეთი შედეგი მიეღო პირველ გამოგონებას.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ იმ ადამიანებსა და იმ “ნივთებს”, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო, დრო დააჩქარეს და მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა.

Read More »

 

Asus Eee PC: როგორ აღვადგინოთ დაზიანებული BIOS-ი

Filed Under (HI-TECH, საინტერესოა!) by on 01-04-2012

Tagged Under : , , ,


ეს “შვიდინჩიანი” ნეტბუკი მგონი ბევრმა თქვენგანმა გაიცნო. განსაკუთრებით კი ბოლო წლების წარმატებულმა სკოლის მოსწავლეებმა რომელთაც ბევრი შრომისთვის და თავდადებისთვის სწორედ ეს ღირსშესანიშნავი, “მაღალი ტექნოლოგიების შედევრი” მიიღეს საჩუქრად.

 

Read More »

 

Nokia 808 PureView 41 მეგაპიქსელიანი კამერით

Filed Under (HI-TECH) by on 04-03-2012

Tagged Under : , , , , ,

808 pureview

ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress (MWC) 2012 – ზე ფინურმა კორპორაცია Nokia-მ 27 თებერვალს წარმოადგიანა სმარტფონი Nokia 808 PureView. აღსანიშნავია რომ ამ მოწყობილობაში Nokia იყენებს ტექნოლოგიას, რომელზეც ფინელები 5 წელი მუშაობდნენ.  სანამ 808 PureView-ს ყველაზე „გიჟურ“ ფუნქციაზე გადავალთ, ორი სიტყვით მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ:

ეკრანი: 4 დიუმი, Nokia-ს AMOLED ClearBlack დისპლეი,  360×640 პიქსელით(nHD)

 

808 pureview camera software

 

ოპერაციული სისტემა: Symbian Belle OS; Feature Pack 1

 

პროცესორი: ARM Cortex A9  1.3 გიგაჰერცი ტაქტური სიხშირით

 

ოპერატიული მეხსიერება:  512მბ

 

მეხსიერება:  16გბ ფლეშ მოდული, რომლის გაზრდაც საბედნიეროდ შესაძლებელია microSD ბარათის მეშვეობით 48გბ-მდე.

 

და კამერა, რომელზეც უკვე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა. Nokia-მ  PureView ტექნოლოგიით კონკურენტებს საკმაოდ მტკივნეული დარტყმა მიაყენა. 41მპ(!) სენსორის მქონე სმარტფონი იღებს არაჩვეულებრივ სურათებს 38, 35, 8, 5 ან 2 მეგაპიქსელის გარჩევადობთ, მაგრამ ეს არაა ყველაფერი. PureView საშუალებას იძლევა გადაიღოთ სურათი 5 ან 8მპ გარჩევადობით, გაადიდოთ იგი სურვილისამებრ, მაგრამ არ დაკარგოთ ხარისხი, ეს კი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 41მპ-იანი სენსორი 7 პიქსელს გარდაქმნის 1, სუპერ პიქსელად, რაც უზრუნველოფს სურათის არაჩვეულებრივად მაღალ კონტრასტულობასა და საუცხოო ხარისხს.

გარდა ამისა სმარტფონი იღებს 1080p Full HD ვიდეოს 4-ჯერადი გადიდებით(zoom), ეს არაა ოპტიკური ზუმი, მაგრამ Nokia-მ მოახერა ის, რომ ვიდეოს გადიდება არ ხდება ხარისხთან კომპრომისის ხარჯზე.  720p ვიდეოს შემთხვევაში შესაძლებელია ვიდეოს 6-ჯერადი გადიდება, ხოლო 360p საშუალებას გვაძლევს ვიდეო 12-ჯერ გავადიდოთ ხარისხის დაუკარგავად.

808 pureview sensor

Nokia 808 PureView-ს აღჭურვილია  1/1.2  დიუმის სიგრძის ოპტიკური ფორმატის სენსორითა და Carl Zeiss-ის ლინზებით.

ასევე  Xenon განათება სურათებისთვის (ორჯერ უფრო ძლიერი ვიდრე N8-ს xenon) და მეორე, LED სანათი ვედეოებისთვის.

ამ მოდელში წარმოდგენილია კიდევ ერთი, ამჯერად აუდიო სიახლე Dolby Digital Plus, რომელიც უზრუნველყოფს  5.1 Surround ბგერებს ნებისმიერ ყურსასმენებში.

MWC 2012-ზე ზემოთ აღნიშნულმა „გაჯეტმა“ დაიმსახურა პრიზი შემდეგ ნომინაციაში: საუკეთესო ახალი მობილური ტელეფონი, მოწყობლობა ან პლანშეტური კომპიუტერი(ტაბლეტი) Mobile World Congress 2012 – ზე.      და თანაც ყველა ექსპერტი

Nokia 808 winner

ერთხმად აღიარებს რომ Nokia 808 PureView საუკეთესო კამერით გამოირჩევა „ჭკვიანი ტელეფონების“ ბაზარზე.

 

სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ Nokia წლევანდელ კონგრესსზე ერთადერთი ნოვატორი იყო და მათმა ნამუშევარმაც ყველაზე დიდი ყურადღება სრულიად დამსახურებულად მიიღო. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ Nokia-ს ახალი „შედევრის“ ბაზარზე გამოჩენას (რელიზე მაისის ბოლოსაა დაგეგმილი) და წარმატება ვუსურვოთ ფინელებს თავიანთ საქმიანობაში. მოწყობილობის სავარაუდო ფასი 450-480 ევროა.808 pureview

წყარო:  engadget.com, gsmarena.com

 

ცოტა რამ კომპიუტერის აგებულებაზე(სისტემური ბლოკი და მისი შემადგენელი ნაწილები)

Filed Under (HI-TECH, საინტერესოა!) by on 26-02-2012

Tagged Under : , , , , ,

პროცესორი კომპიუტერის ძირითადი ნაწილია, ასე ვთქვათ მისი ტვინი, ცენტრალური გამომთვლელი

ერთეული – მოწყობილობა (central processing unit).ხშირად არ ესმით თუ რა არის პროცესორი და მისი

ზომების შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვთ, თუ პირველი პროცესორები რამოდენიმე ოთახშიც ვერ

ეტეოდნენ, თანამედროვე პროცესორები ასანთის კოლოფის ხელაა და არ უნდა აგვერიოს ის ე.წ.

კეისში(სისტემურ ბლოკში) ანუ ყუთში რომლის ფუნქციაც მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის

კომპონენტების ერთ ყუთში მოქცევაა.

სისტემური ბლოკი

ესეც ის ყუთი, რომელსაც ბევრი მომხარებელი პროცესორს უწოდებს

Read More »

 

შედარება: Samsung Galaxy S II vs Apple iPhone 4S

Filed Under (HI-TECH) by on 01-02-2012

Tagged Under : , , ,

დავიწყოთ იქიდან, რომ დღესდღეობით სმარტფონების ბაზარი საკმაოდ ერთფეროვანია, რადგანაც Google Android ერთპიროვნულად ლიდერობს მსოფლიოში, ამერიკაში კი Apple  iOS ყველაზე მოთხოვნადია, მან დიდი ხანია გაასწრო Blackberry-ს ოპერაციულ სისტემას. სიახლეა Windows Phone 7, თუმცა იგი ჯერ განვითარების ეტაპზეა და ბაზრის მხოლოდ 2 %-ს აკონტროლებს, მაგრამ აღსანიშნავია რომ ბევრი ექსპერტი ამ ოპერაციულ სისტემას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ამ  სტატიაში მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო დღესდღეობით ორ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სმარტფონზე,  Apple  iPhone 4S  და Samsung Galaxy S II-ზე.

დამეთანხმებით, ამ „სმარტებს“ დიდი  წარდგენა არ სჭირდებათ, რადგააც ისედაც ყველასათვის კარგადაა ცნობილი მათი არსებობის შესახებ, მე უბრალოდ  მინდა მათი მცირე შედარება წარმოგიდგინოთ, თავისი პლუსებითა და მინუსებით, შემდეგ კი არჩევანი თქვენი გასაკეთებელია.

 

 

დიზაინი

Galaxsy sII v iPhone 4s

iPhone 4S-თან შედარებით Galaxy sII  უფრო თხელი და დიდია, თუმცა სწორი იქნებოდა იმის აღნიშნვა რომ  iPhone 4S-იც მშვენივრად გამოიყურება. საწყენია ის, რომ ახალი iPhone ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება ძველისგან გარეგნულად,  რასაც Galaxy s II-ზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.  Apple-ის ნამუშევარი შესრულებულია მაღალი ხარისხის მეტალისა და შუშისაგან, Samsung-ი კი გვთავაზობს მსუბუქ და არანაკლებ ხარისხიან პლასტმასის მატერიალს. მოწყობილობების ზომები შემდეგნაირია:

iPhone 4S:   115.2 x 58.6 x 9.3 მილიმეტრი;  იწონის 138 გრამს.

Read More »