Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ადამიანის გულის მუშაობის გამარტივებული იმიტაციური მოდელი

Filed Under (მოდელირება, მედიცინა) by on 03-12-2013

Tagged Under : , ,

წარმოგიდგენთ ადამიანის გულის მუშაობის გამარტივებულ იმიტაციურ მოდელს, რომელიც აიგო JAVA დაპროგრამების ენაზე.

 

მირინ დაჟო – წინა საუკუნის “X-Man”

Filed Under (საინტერესოა!, მედიცინა) by on 21-07-2012

Tagged Under : , , , , , , , ,

 

ამ დღეებში ერთმა ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა საინტერესო ინფორმაცია მირინ დაჟოს შესახებ და როდესაც გადავავლე თვალი გაოცებული დავრჩი. მინდა თქვენც გაგიზიაროთ 🙂
 
მირინ დაჟო – ეს ზედმეტსახელია და ნიშნავს “არაჩვეულებრივს“, “გასაოცარს” ესპერანტოს ენაზე. ნამდვილი სახელი არნოლდ გერრიტ ჰენსკე. ის დაიბადა 1912 წლის 6 აგვისტოს ქალაქ როტერდამში. დაჟო გახლდათ მხატვარი და დიზაინერი რომელმაც თავი გაითქვა საკუთარი თავის სხვადასხვა ბასრი საგნებით განგმირვაში და ამ დროს ის სრულიად უვნებელი რჩებოდა.

 

Read More »

 

რა შეუძლია ტვინს

Filed Under (საინტერესოა!, მედიცინა) by on 31-01-2012

Tagged Under : ,

ადამიანის ტვინის შესაძლებლობები უსაზღვროა და მისი ბევრი თვისება დღემდე გამოსაკვლევი. წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ყოველივე ამას ცხადყოფენ.

 

კვებითი ალერგია

Filed Under (მედიცინა) by on 16-01-2012


დღეს ალერგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა,განსაკუთრებით ეს პრობლემა მოზარდ თაობას აწუხებს.ალერგიას იწვევს: მტვრის მოქმედება(ყვავილების,გამონაბოლქვი და ა.შ),ზოგიერთი მედიკამენტის მიღება(შემადგენლობის მიხედვით),საკვები და ა.შ.
განვიხილოთ ალერგიის ერთ-ერთი სახე კვებითი ალერგია.
კვებითი ალერგიის გამოწვევა თითქმის ყველა საკვებს ძალუძს.განსაკუთრებით ხშირია,ასეთი რეაქცია ძროხის რძის,კვერცხის , ციტრუსების მიღებაზე.მაგალითად ,ჩვილი ბავშვების ძროხის რძით კვებისას ხშირად ვითარდება მძიმე ალერგიული რეაქცია,ზოგჯერ სასიკვდილო ანაფილაქსიური შოკის სახითაც კი.რაც ამერიკელმა ავტორებმა „აკვანში სიკვდილი“ უწოდეს.
კვებითი ალერგიის ხშირი საფუძველია რეაგინული ტიპის ალერგიული რეაქცია, თუმცა, დაავადებულთა სისხლში არაიშვიათადაა ცირკულირებადი იმუნური კომპლექსები და პრინციპები.
კვებითი ალერგიის გამოვლინებები მრავალგვარია: ცხელება, შემცივნება, სისუსტე, ქავილი, თავის ტკივილი, ჭინჭრის ციება. მაგრამ უმეტესწილად გამოხატულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების სიმპტომები – პირის ღრუს პათოლოგია (ეზოფაგიტი), ტკივილები ეპისგასტრიუმის არეში, ბოყინი, გულძმარვა და ღებინება.

 

სწორი კვება თუ დიეტა???

Filed Under (მედიცინა) by on 13-01-2012

ზაფხულის დადგომას ყველა ჩვენგანი განსაკუთრებულად ელოდება და ხშირად ვცდილობთ წონაში დაკლებას, სხვადასხვა დიეტების საშუალებით,განსაკუთრებით ვუჯერებთ საყოველთაო წარმოდგენებს ამათუიმ პროდუქდის შესახებ.მაგრამ სწორია ეს სამედიცინო თვალსაზრისით?
განვიხილოთ რამდენიმე საზოგადოებაში გავრცელებული აზრი:
_ ვახშამი აკრძალულია დიეტოლოგები კი გვარწმუნებენ, რომ გვიანი ვახშამი წონასა და ფიგურაზე არ აისახება,თუ დავიცავთ ზომიერებას და არ გადავაჭარბებთ კალორიების სადღეღამისო ნორმას,რაც მთავარია დღის განმავლობაში ერთადერთი ტრაპეზი არ არის.
_ პური უნდა გამოირიცხოს პურზე უარის თქმა არ ღირს, საჭიროა ზომიერება. 1-2 ნაჭერი ჭვავის პური ან ცეხვილი ნამდვილად არ იწვევს გასუქებას.
_ნახშირწყლები ასუქებს ნახშირწყლები იზიდავს წყალს,ამიტომ თუ უარს იტყვით ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტზე,ნამდვილად შეიძლება წონაში დაკლება.კვების სპეციალისტები გვაფრთხილებენ რომ ორგანიზმს ნახშირწყლების შეზღუდვით მოაკლდება ენერგიის წყარო.
_ბალი და ალუბალი ძალიან კალორიულია
100 გრამი ეს ხილი მხოლოდ 52 კკლ-ს შეიცავს, ამასთან ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, კლავს წყურვილს,აუმჯობესებს მადას,თავიდან აგაცილებთ ყაბზობას.

 

ადამიანის აგებულების მუზეუმი

Filed Under (საინტერესოა!, მედიცინა) by on 03-12-2011

Tagged Under : , , , ,

ნიდერლანდებში რამდენიმე წლის წინ გაიხსნა უცნაური და საკმაოდ საინტერესო მუზეუმი. მუზეუმი არის მთლიანად ადამიანის ფორმის, რომელსაც ნახევრად აკრავს შუშის შენობა. დამსვენებლებს და ტურისტებს ელით დაუვიწყარი მოგზაურობა ადამიანის სხეულში  smiley მათ შესასვლელშივე ეგებება გიდი, რომელიც სთავაზობს მათ დეტალურ აღწერას თუ რა სად მდებარეობს.

P.S  სამედიცინოს სტუდენტებისთვის მისწრებაა ასეთი მუზეუმი აქაც რომ ჰქონოდათwink

 

 

Read More »

 

ანტიპროპაგანდა – ალკოჰოლი (ნაწილი 1)

Filed Under (ინფორმაცია, მედიცინა) by on 08-06-2011

Tagged Under : , , , , ,

ასეა თუ ისე, არ გეგონოთ აქ ვინმე ჭკუის სწავლებას მოჰყვეს. უბრალოდ გავიაზროთ ცოტა მეტად და მოვუკლოთ ალკოჰოლს. ვიყოთ საკუთარი თავებისადმი მეტად ჰუმანურები  =)

 

Read More »