Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

რა ხდება ქართულ ფეხბურთში?!…

Filed Under (სპორტი) by on 10-11-2012

Tagged Under : , ,

ბოლო წლების რიტორიკული შეკითხვაა..ყველას აწუხებს,მაგრამ ზუსტი და რეალური პასუხი არავის აქვს..ბუნებრივია ამ შეკითხვაზე ვინმემ პასუხი რომ იცოდეს,ალბათ დამეთანხმებით,ქართული ფეხბურთი უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.თუმცა,წინა წლებთან შედარებით,ასეა თუ ისე,სიტუაცია მეტ-ნაკლებად უკეთესობისკენ
Photobucketშეიცვალა.განსაკუთრებით,ამაზე მეტყველებს 17 და 19 წლამდელთა ეროვნული ნაკრებების წარმატებები.ზედიზედ 4 წელია,ეს ასაკობრივი ნაკრებები ელიტ რაუნდში მუდმივად გადიან,რაც რამოდენიმე წლის უკან სანატრელი გვქონდა,ის კი არა,17 წლამდელები ლამის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ,რომ არა გამოუცდელობა,უიღბლობა და არაკვალიფიციური მსაჯობა,მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაში,საქართველოსთვის უდიდეს წარმატებად,პროგრესად უნდა ჩაითვალოს.

Read More »

 

El Clasico: Real Madrid – Barcelona!

Filed Under (სპორტი) by on 11-12-2011

Tagged Under : , , , , ,

Read More »

 

ვისწავლოთ ჭადრაკის თამაში

Filed Under (სპორტი) by on 26-11-2011

Tagged Under : , ,

ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის მაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლების გასაკეთებელი დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება საგანგებო საჭადრაკო საათით. თუ მოთამაშემ გადააჭარბა გარკვეული სხველბის გადაკეთებლად გამოყოფილ დროს, მას წაგება ეთვლება. ჭადრაკის თეორია შეისწავლის საჭადრაკო პარტიის დასაწყისის (დებიუტი), შუა თამაშის (მიტელშპილი) და დაბოლოების (ენდშპილი) გათამაშების ტიპურ ხერხებსა და სქემებს. ჭადრაკის თამაშში უჯრიდან უჯრაზე ფიგურების გადაადგილებას სვლა ეწოდება. სვლები კეთდება თანამიმდევრობით. როგორც ავღნიშნეთ, პირველ სვლას აკეთებენ თეთრები, ხოლო იმას, თუ ვინ ითამაშებს თეთრებით, ადგენენ კენჭისყრის საშუალებით.

 

Read More »

 

Freerun

Filed Under (სპორტი) by on 26-11-2011

Tagged Under : , , , , , ,

   Freerun-(Free Running, სიტყვასიტყვით–თავისუფალი სირბილი)–ეს არის პარკურის მსგავსი დისციპლინა, რომელიც შეიქმნა სებასტიან ფუკანის მიერ.
   ტერმინი “Freerun” წარმოიშვა პარკურის(Parkour) შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის “Jump London”-ის პროდიუსერის წყალობით. მან მოიფიქრა ამ სიტყვის გამოყენება, რადგან იმ დროისთვის ტერმინი “Parkour” ნაკლებად იყო ცნობილი, ხოლო “Free Running” ინგლისურენოვანი პუბლიკისათვის უფრო გასაგები იქნებოდა.
 

   

Read More »

 

ექსტრემალური სპორტი

Filed Under (სპორტი) by on 10-11-2011

Tagged Under :

 

ჯომარდობა ანუ რაფტინგი (RAFTING) არის აქტიური დასვენების სახე, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული ხდება 1970-იანი წლებიდან.

თანამედროვე გასაბერ ნავებს აკეთებენ გამძლე მრავალფენიანი რეზინის ან ვინილის მასალისაგან და აქვთ რამდენიმე დამოუკიდებელი განყოფილება, რაც არის გარანტია იმის, რომ ნავი არ ჩაიძირება თუ რომელიმე განყოფილება დაზიანდება ან გაიხევა. ნავის სიგრძე იცვლება 3.5 მ-დან 6 მ-მდე, და სიგანე 1.8 მ-დამ 2.5 მ-მდე. ამ წესიდან გამონაკლისია ერთადგილიანი ნავები, რომლებიც შეიძლება იყოს 1.5 მ.
ნავები არის სხვადსხვა ფორმის. ჩვენთან გამოიყენება სიმეტრიული ნავები, რომელიც იმართება ნავის უკანა ნაწილში მჯდომი ინსტრუქტორის მიერ. ნავში ჯდება 4 დან 12 კაცამდე.

Read More »

 

Motofreestyle

Filed Under (სპორტი) by on 10-11-2011

Tagged Under : , , , , , , , , ,

        Motofreestyle(ინგლ. Freestyle motocross, Freestyle MX, Moto X, FMX)- ეს ტერმინი,რომელიც 90–იან წლებში აშშ–ში წარმოიშვა, აღნიშნავდა წარმოუდგენელ ტრიუკებს აკრობატული ელემენტებით, რომლებსაც ასრულებდნენ პროფესიონალები მოტორბოლის დროს. დღეს Motofreestyle არის სპორტის ახალი სახეობა, რომელშიც სპორტსმენები ასრულებენ ნახტომებს სპეციალური ტრამპლინებიდან(მოტოციკლით რათქმაუნდაlaugh) და სხვადასხვა ტრიუკებს.

      Motofreestyle შეიძლება დაიყოს ხუთ ძირითად მიმართულებად, რომლებშიც ტარდება პროფესიონალური შეჯიბრებები. ეს მიმართულებებია:

Read More »

 

დრიფტი ;)

Filed Under (სპორტი) by on 05-11-2011

Tagged Under : , , , ,

 

   დრიფტი – მოსახვევების გავლის ტექნიკა და ავტოსპორტის სახეობა, ხასიათდება ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მართვის ასეთი სტილი ყოველთვის არ არის ყველაზე სწრაფი ხერხი მოსახვევებში შესასვლელად, მაგრამ ძალიან ეფექტური და სანახაობრივია, რის გამოც სპორტის ეს სახეობა ბევრ ადამიანს იზიდავს. წესების მიხედვით რბოლაში უნდა მონაწილეობდნენ ავტომობილები უკანა წამყვანი თვლებით ან 4X4cool  და კიდევ, რბოლა უნდა ჩატარდეს ასფალტზე.
    დრიფტის სამშობლო იაპონიაა. მაგრამ მან ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა. გამარჯვებული ჩვეულებრივ რამდენიმე შეჯიბრში ვლინდება.
   არსებობს ორი ტიპის დრიფტ–რბოლა: ერთ მონაწილიანი და დაწყვილებული.laugh    გამარჯვებული, როგორც წესი, რამოდენიმე რბოლის შემდეგ ცხადდება.
   ერთ მონაწილიან შეჯიბრებაში მსაჯები მრბოლელს ქულებს ანიჭებენ სიჩქარის, მოხვევის კუთხის და მართვის სტილის მიხედვით.
   დაწყვილებულ, ანუ ორ მოწინააღმდეგიან შეჯიბრებაში ორივე მონაწილე ერთდროულად იწყებს რბოლას. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც მანქანის კორპუსით პირველი გადაკვეთავს ფინიშის ხაზს(მანქანიდან გადმოსვლა და ფინიშის ხაზის ფეხით გადაკვეთა არ ითვლებაlaugh ), ან ითვლიან დროით განსხვავებას მრბოლელებს შორის.
    დღესდღეობით მსოფლიში ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება. პროფესიონალური სერიები აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში და იაპონიაში ტარდება. ყველაზე სახელგანთქმულია იაპონური სერია D1 Grand Prix.

     და ბოლოს, წარმოგიდგენთ დრიფტის ერთ–ერთ თვალსაჩინო მაგალითსcool