Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ტვინის მუშაობის თავისებურებანი(სწავლისას, მუშაობისას)

Filed Under (სემინარები, ფსიქოლოგია) by on 07-06-2013

Tagged Under : , , , , , ,

დღევანდელი სემინარის პრეზენტაციას განვათავსებ, ვისაც მოგეწონათ შეგიძლიათ ჩამოიტვირთოთ :)
თუ მოგეწონათ კიდევ ჩავატაროთ ასეთი სტილის სემინარები 😉

 

მიხეილ ქანთარიას ონლაინ დისერტაცია თემაზე „რთულ სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკურ–მათემატიკური მეთოდების გამოყენება “

Filed Under (მოდელირება, სემინარები, ფსიქოლოგია) by on 01-06-2012

Tagged Under : , , , , , , , , , , ,


1 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 16 საათზე, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ონლაინ რეჟიმში ჩატარდა მიხეილ ქანთარიას დისერტაციის დაცვა (სამეცნიერო ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე). პოსტში მოცემულია დისერტაციის ვიდეო ჩანაწერი.




Read More »

 

ინდიგო ბავშვები

Filed Under (მეცნიერები, საინტერესოა!, ფსიქოლოგია) by on 09-04-2012

Tagged Under : ,

წყარო – itv.ge

 

 

რაზე მეტყველებს ადამიანის ხელმოწერა

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 21-02-2012

Tagged Under :

  თითოეულ ადამიანს სხვადასხვანაირი  ხელმოწერა აქვს, რომელიც განუმეორებელია და მხოლოდ მას ეკუთვნის. ფსიქოლოგები ირწმუნებიან რომ, ხელმოწერას ადამიანის ხასიათის გამჟღავნება შეუძლია ხელმოწერის ანალიზისას გრაფოლოგები დაახლოებით 40-მდე ნიშან-თვისებას გამოყოფენ, მაგალითად, თუროგორი დაბოლოება აქვს ხელმოწერას:ზემოთ მიიწევს,ქვემოთ თუ სწორია. Read More »

 

ადამიანური რესურსების მართვა (HRM) (გაგრძელება)

Filed Under (მეცნიერები, საინტერესოა!, სხვა..., ფსიქოლოგია) by on 28-12-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , ,

ჩინებული თანამშრომლების აღზრდა: ჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივ შემსრულებლებად გადაქცევა

თავი I

თავი II – ჯერ  დაგეგმეთ,შემდეგ  დარგეთ.

 

 

წიგნის მეორე თავი მიძღვნილია ახალი განყოფილებების ან ცალკეულ პროექტებზე სამუშაოდ გუნდების შექმნას.

Read More »

 

ადამიანური რესურსების მართვა (HRM)

Filed Under (მეცნიერები, საინტერესოა!, ფსიქოლოგია) by on 27-12-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , ,

 

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!

თქვენ, ალბათ, ხშირად გსმენიათ HR-ის შესახებ, მაგრამ ნაკლებად გაქვთ გააზრებული ამ აბრევიატურის მნიშვნელობა,  სპეციალობის არსი და პრინციპები. მე მინდა შემოგთავაზოთ პოსტების სერია, რომელშიც განვიხილავ ამ დისციპლინას და დაგეხმარებით გაერკვიოთ ადამიანური რესურსების მართვის  არსში. 

Read More »

 

დაისვენე, თორემ…

Filed Under (საინტერესოა!, ფსიქოლოგია) by on 09-12-2011

Tagged Under : , , ,

        ჯერ კიდევ 15 წლის წინათ უცხოელმა ექიმებმა ატეხეს განგაში: იმ მავნე ჩვევებს (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, თამბაქო), რომელთაც უდიდესი ზიანი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, დაერთო ავადმყოფური ლტოლვა შრომისადმი.
      არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ეწყება დეპრესია, უძილობა, უმადობა, საკუთარი თავისადმი ეკარგება პატივისცემის გრძნობა, უჩნდება დაღლილობის, დაუძლეველი სევდისა და განწირულობის განცდა.


       ქვემოთ მოცემული სიმპტომების წაკითხვისას თუ იგრძნობ რომ თვალები ნელ-ნელა გაგიფართოვდა და მასში საკუთარი თავი ამოიკითხე, მაშინ აუცილებლად გაუფრთხილდი გულს, რადგან მას მძიმე ტვირთი დააწვა შენი წყალობით, თუ ასე არ აღმოჩნდა გამოდის, რომ შენი მუშაობის რიტმი შეესაბამება ჯანსაღი ცხოვრების წესს.  
      სულ ცდილობ შენიღბო განცდები(რადაც არ უნდა დაგიჯდეს); ყოველთვის ერთვები განხილვაში, კამათში(როცა შენი აზრის შესახებ უკვე იციან); ერთ საქმეს ვერ აკეთებ ისე, რომ სხვაზე არ გადაერთო; მოწყენილი ხარ როცა სხვები საუბრობენ (ფიქრობ რა გააკეთო რომ შეწყვიტონ); გაღიზიანებენ გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებიც არაფერს აკეთებენ (ყელში გაწვება, ისე გინდა უთხრა რასაც ფიქრობ მათზე); ხმამაღლა და გამოთქმით ლაპარაკობ(ასე უფრო დამაჯერებელი ხარ); გიჭირს მოდუნება(რა დროს ეგაა); სწრაფად დადიხარ, სადილობ და მართავ მანქანას(ყველაფერი უნდა მოასწრო); ძლიერ ღელავ, როცა ვინმეს ელოდები (რაღა უნდა გააკეთო უკვე 7-ჯერ დაურეკე); ცდილობ არ გააწყვეტინო აზრი თანამოსაუბრეს (იფიქროს რომ უსმენ, მერე შენც მოგისმენს); დიდ ყურადღებას აქცევ საზოგადოების აზრს; ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად გინდა(ამ საქმეს შენზე უკეთ ვერავინ გააკეთებს);
     ფსიქოლოგთა თქმით, ფსიქიკაზე დადებითად იმოქმედებს, თუ ძვირფას, საყვარელ ადამიანს გულწრფელად გაუზიარებ საკუთარ პრობლემებს.