Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ინტერნეტის “წინაპრები”

Filed Under (WEB, ინფორმაცია, კომპ. ქსელები, საინტერესოა!, სხვა...) by on 16-12-2011

Tagged Under : , , , , , , , , ,

ინტერნეტამდელი ქსელები

 

ARPANET

     ცივი ომის წლებში აშშ–მ მოინდომა ისეთი ქსელი ქონა, რომელიც შეძლებდა ბირთვული ომის გადატანას. იმ დროისათვის გამოყენებული ტელეფონის ქსელები ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო სტაბილურობას(ქსელის თუნდაც ერთი პატარა ხაზის დაკარგვას შეიძლება მთლიანი ქსელის იზოლირებულ ნაწილებად დაყოფა გამოეწვია). პრობლემის გადასაწყვეტად აშშ–ს თავდაცვის სამინისტრომ მიმართა კორპორაცია RAND–ს.

 

      ამ ფირმის ერთ–ერთმა თანამშრომელმა, პოლ ბერენმა, შეიმუშავა დანაწილებული ქსელის პროექტი. რადგან დიდ მანძილებზე ძალიან ძნელი იყო ანალოგიური სიგნალების დამახინჯების გარეშე გადაცემა, მან მოიფიქრა ციფრული მონაცემების პაკეტების სახით გადაცემა. პენტაგონს მოეწონა მისი იდეა და გეგმის განხორციელებისთვის მიმართა სატელეფონო კომპანია AT&T–ს. AT&T–მ არ მიიღო ბერენის იდეა და განაცხადა რომ მსგავსი ქსელის აგება შეუძლებელი იყო

Read More »

 

Freerun

Filed Under (სპორტი) by on 26-11-2011

Tagged Under : , , , , , ,

   Freerun-(Free Running, სიტყვასიტყვით–თავისუფალი სირბილი)–ეს არის პარკურის მსგავსი დისციპლინა, რომელიც შეიქმნა სებასტიან ფუკანის მიერ.
   ტერმინი “Freerun” წარმოიშვა პარკურის(Parkour) შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის “Jump London”-ის პროდიუსერის წყალობით. მან მოიფიქრა ამ სიტყვის გამოყენება, რადგან იმ დროისთვის ტერმინი “Parkour” ნაკლებად იყო ცნობილი, ხოლო “Free Running” ინგლისურენოვანი პუბლიკისათვის უფრო გასაგები იქნებოდა.
 

   

Read More »

 

Motofreestyle

Filed Under (სპორტი) by on 10-11-2011

Tagged Under : , , , , , , , , ,

        Motofreestyle(ინგლ. Freestyle motocross, Freestyle MX, Moto X, FMX)- ეს ტერმინი,რომელიც 90–იან წლებში აშშ–ში წარმოიშვა, აღნიშნავდა წარმოუდგენელ ტრიუკებს აკრობატული ელემენტებით, რომლებსაც ასრულებდნენ პროფესიონალები მოტორბოლის დროს. დღეს Motofreestyle არის სპორტის ახალი სახეობა, რომელშიც სპორტსმენები ასრულებენ ნახტომებს სპეციალური ტრამპლინებიდან(მოტოციკლით რათქმაუნდაlaugh) და სხვადასხვა ტრიუკებს.

      Motofreestyle შეიძლება დაიყოს ხუთ ძირითად მიმართულებად, რომლებშიც ტარდება პროფესიონალური შეჯიბრებები. ეს მიმართულებებია:

Read More »

 

დრიფტი ;)

Filed Under (სპორტი) by on 05-11-2011

Tagged Under : , , , ,

 

   დრიფტი – მოსახვევების გავლის ტექნიკა და ავტოსპორტის სახეობა, ხასიათდება ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მართვის ასეთი სტილი ყოველთვის არ არის ყველაზე სწრაფი ხერხი მოსახვევებში შესასვლელად, მაგრამ ძალიან ეფექტური და სანახაობრივია, რის გამოც სპორტის ეს სახეობა ბევრ ადამიანს იზიდავს. წესების მიხედვით რბოლაში უნდა მონაწილეობდნენ ავტომობილები უკანა წამყვანი თვლებით ან 4X4cool  და კიდევ, რბოლა უნდა ჩატარდეს ასფალტზე.
    დრიფტის სამშობლო იაპონიაა. მაგრამ მან ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა. გამარჯვებული ჩვეულებრივ რამდენიმე შეჯიბრში ვლინდება.
   არსებობს ორი ტიპის დრიფტ–რბოლა: ერთ მონაწილიანი და დაწყვილებული.laugh    გამარჯვებული, როგორც წესი, რამოდენიმე რბოლის შემდეგ ცხადდება.
   ერთ მონაწილიან შეჯიბრებაში მსაჯები მრბოლელს ქულებს ანიჭებენ სიჩქარის, მოხვევის კუთხის და მართვის სტილის მიხედვით.
   დაწყვილებულ, ანუ ორ მოწინააღმდეგიან შეჯიბრებაში ორივე მონაწილე ერთდროულად იწყებს რბოლას. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც მანქანის კორპუსით პირველი გადაკვეთავს ფინიშის ხაზს(მანქანიდან გადმოსვლა და ფინიშის ხაზის ფეხით გადაკვეთა არ ითვლებაlaugh ), ან ითვლიან დროით განსხვავებას მრბოლელებს შორის.
    დღესდღეობით მსოფლიში ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება. პროფესიონალური სერიები აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში და იაპონიაში ტარდება. ყველაზე სახელგანთქმულია იაპონური სერია D1 Grand Prix.

     და ბოლოს, წარმოგიდგენთ დრიფტის ერთ–ერთ თვალსაჩინო მაგალითსcool