Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ნაადრევი ქორწინება

Filed Under (საინტერესოა!) by on 05-12-2011

Tagged Under :

        რადგანაც საქართველოში აქტუალურია ნაადრევი ქორწინებები,გადავწყვიტე ამ თემას მეც შევხებოდი…როგორი პასუხისმგებლობაა ოჯახის შექმნა?რა ვალდებულებები ახლავს თან მას?არის თუ არა ყველა მზად ეს ნაბიჯი გადადგას? http://img39.imageshack.us/img39/847/happyyyyyyyy.gif

         მშობლებს, რომლებიც ჯერ თვითონაც არ არიან ხნიერი ადამიანები, მუშაობენ, მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გააჩნიათ საკუთარი ინტერესები და მოთხოვნილებები,შვილების ადრეული დაქორწინება უსვამს სერიოზულ ამოცანებს, ზოგჯერ კი უქმნის რთულ პრობლემებსაც.   ახალგაზრდებისთვისაც უჩვეულო გარემო – სიდედრი და სიმამრი, დედამთილი და მამამთილი, უცხო ადამიანებთან თვისობრივად ახალ ურთიერთობებში შესვლა საკმაოდ რთულია.  მიუხედავად მშობლების  განცდებისა, ახალგაზრდა წყვილის მომავალი და მისი ბედ იღბალი დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რა მხარდაჭერას და თანადგომას გაუწევს მათ უფროსი თაობა.        
ადამიანების დამოკიდებულება ქორწინების ასაკის მიმართ სხვა და სხვა ეპოქებში მუდმივად იცვლებოდა, მაგრამ თაობათა გამოცდილებამ დაადგინა ერთი ჭეშმარიტება – ოჯახის შექმნა უმჯობესია მაშინ, როდესაც ადამიანი მომწიფებულია ამისთვის და, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია მყარი ოჯახი. მაგრამ როდის დგება ამგვარი სიმწიფის ასაკი? მის დადგენაში პირადობის ან პასპორტის მიღების ეტაპი ალბათ არ შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთ კრიტერიუმად smiley. ოჯახური ცხოვრებისთვის მზადყოფნა ხომ არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური სიმწიფით. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ამისათვის ზნეობრივი და სოციალური სიმწიფეც. მაგრამ ცხოვრებისა და განვითარების ამ ეტაპში ადამიანები შედიან განსხვავებულ ასაკში.

http://img809.imageshack.us/img809/2246/happyfamily01.jpg

          ფიზიკურ სიმწიფეს რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს,მაგრამ აქვე წარმოიშობა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – ფსიქოლოგიურად რამდენად მზად არიან ახალგაზრდები ოჯახის შექმნისათვის. ახალგაზრდების ნაწილი 18 წლის ასაკში მზად არის იტვირთოს პასუხისმგებლობა, იშრომოს და  გადაწყვიტოს ცხოვრებისეული პრობლემები, მაგრამ ისეთებიც ხომ არიან, რომლებიც 20 წლის და მეტ ასაკშიც კვლავ ავლენენ ინფანტილიზმს, ისინი ვერ აკონტროლებენ ამ წამიერ განზრახვას, აღტყინებას, მოქმედებენ იმპულსურად.
         დაოჯახებისთვის ზნეობრივი და სოციალური მზადყოფნის აბსოლუტური კრიტერიუმის გამოვლენა შეუძლებელია.მაგრამ იმის დადგენა თუ რას ხედავს ახალგაზრდა ქორწინებაში და რა იზიდავს მას ამ მოვლენაში ხომ შესაძლებელია. თუ მისთვის ან ორივესათვის ეს მხოლოდ უდარდელი და მხიარული შეხვედრების გაგრძელების ან ფიზიკური სიახლოვის ლეგალიზების შესაძლებლობაა და მათ ვერ მოასწრეს ან ვერ შესძლეს საკუთარ თავში , გრძნობებში და ურთიერთ დამოკიდებულებაში გარკვევა, ასეთი ახალგაზრდები მზად არ არიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად. ასეთი მეუღლებისგან ნუ ელით ბედნიერ მომავალს.სამწუხაროდ, ახალგაზრდების ნაწილს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მატერიალურ საკითხებზე, ყოველთვის არც კი იციან თუ რა შრომის შედეგად იქმნება ყველაფერი რაც კი მათ გააჩნიათ. დაქორწინების შემდეგაც უსასრულოთ აპირებენ მშობლების დახმარებით სარგებლობას და არ ჩქარობენ ფეხზე დადგომას. ყოველდღიური ყოფის ორგანიზების და               უზრუნველმყოფის უცოდინარობა (რაც აღზრდის ნაკლად უნდა მივიჩნიოთsad) ხშირად ხდება ახალგაზრდა ოჯახში სერიოზული განხეთქილების მიზეზი.  

 

          ჩემი აზრით, დაქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდებმა გულწრფელად უნდა უპასუხონ საკუთარ თავს და ერთმანეთს კითხვებზე: რას ელიან შეუღლების შედეგად? თვითოეულ მათგანს სურს მხოლოდ თვითონ იყოს ბედნიერი თუ ბედნიერება მოუტანოს თავის არჩეულს? მზად არიან თუ არა ერთმანეთს დაუდგნენ მხარში ნებისმიერ გასაჭირში? ერთმანეთის მიმართ თუ განიცდიან პატივისცემასა და სრულ ნდობას? თუ გააჩნიათ შეხედულების ერთიანობა უმთავრეს ცხოვრებისეულ ფასეულობებზე, ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილების აღზრდაზე? თუ უფიქრიათ რა სახსრებით, სად და როგორ უნდა იცხოვრონ მომავალში? დაოჯახებისთვის სოციალური მზადყოფნა დიდ წილად განისაზღვრება ამ კითხვებში და მათ პასუხებში ასახული გარემოებებით. უმჯობესია,რომ ქორწინების მომენტისათვის უკვე დამთავრებული თუ არა დასრულების ფაზაში მაინც იყოს განათლების მიღება ან გააჩნდეთ პროფესია, ვინაიდან დაქორწინება და ბავშვის გაჩენა ხშირად ხდება განათლების მიღების შეწყვეტის მიზეზად. თუ ამ შეკითხვებზე პასუხების ან მათზე მოსაზრებების მშობლებთან გაზიარებას ახალგაზრდები შესაძლოდ მიიჩნევენ ეს უფრო წაადგება მათ და საერთო საქმეს.

         არ გვსურს ყველაფერი წარმოვადგინოთ მხოლოდ მუქ ან უხალისო რუხ ფერებში. თუ ახალგაზრდები შეაერთა სუფთა და ძლიერმა გრძნობამ – ყველა სიძნელე ან დაბრკოლება იქნება გადალახული. ოჯახის სიმყარეში დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლეების ფსიქოლოგიურ შეთავსებადობას და ის არ გამოიხატება მხოლოდ ხასიათისა და ჩვევების ადვილ შერწყმაში, არამედ არანაკლებად პიროვნების ფსიქოლოგიურ საფუძვლებში – რეაქციების ტემპში, ემოციურობის ტიპში, ნებისყოფის ხარისხში და ა.შ.   მაგრამ იმაშიც კი ახალგაზრდულ ასაკს დადებითი მხარე გააჩნია: ახალგაზრდების ფსიქიკის პლასტიკურობა აიოლებს შეთავსების გამომუშავებას და თუ ყოველთვის არსებობს ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმის მზადყოფნა, შეთავსება მიიღწევა უფრო სწრაფად, ვიდრე ”დაღვინებული” ასაკის ქორწინებაში.
&nbspsადრეულ ქორწინებებს კიდევ ერთი უპირატესობა გააჩნია: ახალგაზრდა მშობლები ჯერ არ არიან დახუნძული მავნე ჩვევებითა და ქრონიკული სენებით, ამიტომ შთამომავლობა ჯანმრთელი და ჯანსაღი უჩნდება.გარდა ამისა ახალგაზრდა დედას ბავშვები, რომ წამოიზრდებიან, კიდევ გააჩნია დრო პროფესიული საქმიანობისა და ზრდისათვის.
         

        ახალგაზრდობა ენერგიით, ცხოვრების წყურვილითა და სიხალისით აღსავსეა. ხოლო კარგი განწყობისა და სიხალისის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა და თანხმობა ოჯახში. 

        http://img210.imageshack.us/img210/8956/hhhhhhhhhho.jpg

         და ბოლოს, როგორ ფიქრობთ არსებობს ბედნიერი ქორწინება? ეს ხომ სახლობანას თამაში არ არის. დიდი პასუხისმგებლობაა ბევრი ჩვენგანი ხშირად დაუპიქრებელ ნაბიჯს დგამს, ქორწინდება მერე მალევე შორდება. მაგრამ არიან ისეთებიც , რომლებიც გიჟდებიან ერთმანეთზე, ისე უყვართ, მოწონთ, ყველანაირათ აკმაყოფილებთ, ქორწინდებიან და მერე უცებ,ან წლების შემდეგ, ვხედავთ, რომ წყვილი დაიშალა ან უარესი ერთად არიან მაგრამ ორივე უბედურია რა ხდება? სიყვარული დამთავრდა? სიყვარულს არ ააქვს ლიმიტი! ნუთუ დიდი სიყვარული არ კმარა ბედნიერი ,ხანგრძლივი ქორწინებისთვის? მაშ რა? თუ დროა ყველაფრის მიზეზი და შთანთქავს სიყვარულს რა საჭიროა მაშინ ქორწინება? მავნე ჩვევაა? როგორ უნდა შევინარჩუნოთ ბედნიერება ქორწინებაში თუ თავიდან ესეთი იყო ? რომ ეს არ დაგვემართოს?!

 

100 უმნიშვნელოვანისი გამოგონება

Filed Under (საინტერესოა!) by on 04-11-2011

Tagged Under : , , ,

ცნობილი გამოცემა GEO გამოაქვეყნა კაცობრიობოისათვის 100 უმნიშვნელოვანესი გამოგონებათა სია, რომელიც ქრონოლოგიურადა დალაგებული.
1. ქვის ცული ( 1,5 მილიონი წლის წინ)
2. შუბი ( 400 000 წლის წინ)
3. დანა ( 200 000 წლის წინ )
4. წებო ( არაუგვიანეს 80 000 წლის წინ)
5. ჩაქუჩი ( 60 000 წლის წინ )
6. ბურღი ( არაუგვიანეს 40 000 წლის წინ )
7. მუსიკალური ისტრუმენტები (არაუგვიანეს 37 000 წლის წინ)
8. სანთებელა ( 32 000 წლის წინ)
9. ნემსი, მახათი ( 25 000 წლის წინ)
10. მშვილდ-ისარი ( არაუგვიანეს 20 000 წლის წინ)
11. ლამფა (არაუგვიანეს 17 000 წლის წინ)
12. ქვაბი ( არაუგვიანეს 16 000 წლის წინ)
13. ნავი (არაუგვიანეს 8 000 წლის წინ)
14. ბადე ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 6800 წელს)
15. საქსოვი მოწყობილობა ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 6000 წელს)
16. სარკე ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 6000 წელს)
17. მადნის დამუშავება ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 5 000 წელს)
18. გუთანი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 4000 წელს)
19. ბორბალი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 3650 წელს)
20. უღელი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 3500 წელს)
21. აფრა ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 3200 წელს)
22. ხერხი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 2500 წელს)
23. საპონი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 2500 წელს)
24. სამკურნალო აბი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 1550 წელს)
25. ჩარხი (ხის დასამუშავებლად) ( სავარაუდოდ ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 1500 წელს
26. წყლის ბორბალი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 1200 წელს)
27. ჭოჭონაქი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 500 წელს)
28. კომპასი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 475 წელს)
29. კბილანა ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 300 წელს)
30. საანგარშო ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 300 წელს)
31. ხრახნილი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 300 წელს)
32. სართავი მოწყობილობა ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 200 წელს)
33. ბეტონი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 150 წელს)
34. ქაღალდი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 140 წელს)
35. შუშა ( პირველ საუკუნეში)
36. სახდელი მოწზობილობა(დესტილატორი) ( ჩვენს წელთ აღრიცხვით 100 წელს)
37. უნაგირი (მე-3-ე საუკუნეში)
38. ქარის წისქვილი ( სავარადუდოდ მე-9-ე საუკუნეში)
39. დენტი (800 წელს)
40. რაკეტა (1000 წელს)
41. სტამბა (1041 წელს)
42. მექანიკური საათი (1280 წელს)
43. სათვალე (1280 წელს)
44. პრეზერვატივი (1564 წელს)
45. მიკროსკოპი (1590 წელს)
46. საპირფარეშო (1596 წელს)
47. თერმომეტრი (1600 წელს)
48. ტელესკოპი (1608 წელს)
49. წყალქვეშანავი (1620 წელს)
50. ინვალიდის სავარძელი (1655 წელს)
51. სარეცხი მანქანა (1677 წელს)
52. მონგოლფიერი (1709 წელს)
53. საბეჭდი მანქანა (1714 წელს)
54. პერფობარათი (1728 წელს)
55. მეხამრიდი (1728 წელს)
56. ორთქლის მანქანა (1769 წელს)
57. ავტომანქანა (1769 წელს)
58. ბატარეა (1799 წელს)
59. რკინიგზის ტრანსპორტი (1804 წელს)
60. თუნუქის (კონსერვის) ქილა (1810 წელს)
61. ფოტოაპარატი (1826 წელს)
62. პროპერელი (1826 წელს)
63. მაცივარი (1834 წელს)
64. სითბური ელემენტი (1839 წელს)
65. რეზინი (1839 წელს)
66. მინერალური სასუქი (1842 წელს)
67. ტელეგრაფი (1844 წელს)
68. ტკივილ გამაყუჩებელი (1846 წელს)
69. თვითმფრინავი (1849 წელს)
70. საკერავი მანქანა (1851 წელს)
71. შპრიცი (1853 წელს)
72. ლიფტი (1854 წელს)
73. ფოლადი (1855 წელს)
74. შიგაწვის ძრავა (1860 წელს)
75. ველოსიპედი (1863 წელს)
76. დინამო (1866 წელს)
77. დინამიტი (1867 წელს)
78. ღილი (1870 წელს)
79. ტელეფონი (1876 წელს)
80. ფონოგრაფი (1877 წელს)
81. ნათურა (1879 წელს)
82. ორთქლის ტურბინა (1883 წელს)
83. (კინო)კამერა (1886 წელს)
84. რენდგენის აპარატი (1895 წელს)
85. რადიო (1896 წელს)
86. რადარი (1904 წელს)
87. პლასტმასი (1907 წელს)
88. დუბელი (1911 წელს)
89. ექოლოტი (1913 წელს)
90. ლენტური კონვეიერი (1913 წელს)
91. ტელევიზორი (1925 წელს)
92. ოპტიკური ბოჭკო (1930 წელს)
93. კომპიუტერი (1941 წელს)
94. ატომრეაქტორი (1942 წელს)
95. გულისცემის სტიმულატორი (ხელოვნური) (1952 წელს)
96. ფოტოელემენტი (1954 წელს)
97. ხელოვნური თანამგზავრი (1957 წელს)
98. ლაზერი (1960 წელს)
99. 3 განზომილებიანი პრინტერი (1986 წელს)
100. ნანოძრავა (2000 წელს)

ცნობილი გამოცემა GEO გამოაქვეყნა კაცობრიობოისათვის 100 უმნიშვნელოვანესი გამოგონებათა სია, რომელიც ქრონოლოგიურადა დალაგებული.
1. ქვის ცული ( 1,5 მილიონი წლის წინ)
2. შუბი ( 400 000 წლის წინ)
3. დანა ( 200 000 წლის წინ )
4. წებო ( არაუგვიანეს 80 000 წლის წინ)
5. ჩაქუჩი ( 60 000 წლის წინ )
6. ბურღი ( არაუგვიანეს 40 000 წლის წინ )
7. მუსიკალური ისტრუმენტები (არაუგვიანეს 37 000 წლის წინ)
8. სანთებელა ( 32 000 წლის წინ)
9. ნემსი, მახათი ( 25 000 წლის წინ)
10. მშვილდ-ისარი ( არაუგვიანეს 20 000 წლის წინ)
11. ლამფა (არაუგვიანეს 17 000 წლის წინ)
12. ქვაბი ( არაუგვიანეს 16 000 წლის წინ)
13. ნავი (არაუგვიანეს 8 000 წლის წინ)
14. ბადე ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 6800 წელს)
15. საქსოვი მოწყობილობა ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 6000 წელს)
16. სარკე ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 6000 წელს)
17. მადნის დამუშავება ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 5 000 წელს)
18. გუთანი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 4000 წელს)
19. ბორბალი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 3650 წელს)
20. უღელი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 3500 წელს)
21. აფრა ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 3200 წელს)
22. ხერხი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 2500 წელს)
23. საპონი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 2500 წელს)
24. სამკურნალო აბი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 1550 წელს)
25. ჩარხი (ხის დასამუშავებლად) ( სავარაუდოდ ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 1500 წელს
26. წყლის ბორბალი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 1200 წელს)
27. ჭოჭონაქი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 500 წელს)
28. კომპასი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 475 წელს)
29. კბილანა ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 300 წელს)
30. საანგარშო ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 300 წელს)
31. ხრახნილი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 300 წელს)
32. სართავი მოწყობილობა ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 200 წელს)
33. ბეტონი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 150 წელს)
34. ქაღალდი ( ჩვენს წელთ აღრიცხვამდემდე 140 წელს)
35. შუშა ( პირველ საუკუნეში)
36. სახდელი მოწზობილობა(დესტილატორი) ( ჩვენს წელთ აღრიცხვით 100 წელს)
37. უნაგირი (მე-3-ე საუკუნეში)
38. ქარის წისქვილი ( სავარადუდოდ მე-9-ე საუკუნეში)
39. დენტი (800 წელს)
40. რაკეტა (1000 წელს)
41. სტამბა (1041 წელს)
42. მექანიკური საათი (1280 წელს)
43. სათვალე (1280 წელს)
44. პრეზერვატივი (1564 წელს)
45. მიკროსკოპი (1590 წელს)
46. საპირფარეშო (1596 წელს)
47. თერმომეტრი (1600 წელს)
48. ტელესკოპი (1608 წელს)
49. წყალქვეშანავი (1620 წელს)
50. ინვალიდის სავარძელი (1655 წელს)
51. სარეცხი მანქანა (1677 წელს)
52. მონგოლფიერი (1709 წელს)
53. საბეჭდი მანქანა (1714 წელს)
54. პერფობარათი (1728 წელს)
55. მეხამრიდი (1728 წელს)
56. ორთქლის მანქანა (1769 წელს)
57. ავტომანქანა (1769 წელს)
58. ბატარეა (1799 წელს)
59. რკინიგზის ტრანსპორტი (1804 წელს)
60. თუნუქის (კონსერვის) ქილა (1810 წელს)
61. ფოტოაპარატი (1826 წელს)
62. პროპერელი (1826 წელს)
63. მაცივარი (1834 წელს)
64. სითბური ელემენტი (1839 წელს)
65. რეზინი (1839 წელს)
66. მინერალური სასუქი (1842 წელს)
67. ტელეგრაფი (1844 წელს)
68. ტკივილ გამაყუჩებელი (1846 წელს)
69. თვითმფრინავი (1849 წელს)
70. საკერავი მანქანა (1851 წელს)
71. შპრიცი (1853 წელს)
72. ლიფტი (1854 წელს)
73. ფოლადი (1855 წელს)
74. შიგაწვის ძრავა (1860 წელს)
75. ველოსიპედი (1863 წელს)
76. დინამო (1866 წელს)
77. დინამიტი (1867 წელს)
78. ღილი (1870 წელს)
79. ტელეფონი (1876 წელს)
80. ფონოგრაფი (1877 წელს)
81. ნათურა (1879 წელს)
82. ორთქლის ტურბინა (1883 წელს)
83. (კინო)კამერა (1886 წელს)
84. რენდგენის აპარატი (1895 წელს)
85. რადიო (1896 წელს)
86. რადარი (1904 წელს)
87. პლასტმასი (1907 წელს)
88. დუბელი (1911 წელს)
89. ექოლოტი (1913 წელს)
90. ლენტური კონვეიერი (1913 წელს)
91. ტელევიზორი (1925 წელს)
92. ოპტიკური ბოჭკო (1930 წელს)
93. კომპიუტერი (1941 წელს)
94. ატომრეაქტორი (1942 წელს)
95. გულისცემის სტიმულატორი (ხელოვნური) (1952 წელს)
96. ფოტოელემენტი (1954 წელს)
97. ხელოვნური თანამგზავრი (1957 წელს)
98. ლაზერი (1960 წელს)
99. 3 განზომილებიანი პრინტერი (1986 წელს)
100. ნანოძრავა (2000 წელს)