Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

“თვალებს მაშინ დაგიხატავ როცა შენს სულში ჩავიხედავ”

Filed Under (საინტერესოა!) by on 21-11-2011

Tagged Under : , , , ,

 

  შეიძლება ბევრს შეგიმჩნევიათ ქალი,რომელიც „მეტროში“,არჩევს მისთვის საინტერესო სახებს და შემდეგ პორტრეტებს ხატავს. ამის შემხედვარეს გამეცინა,მაგრამ შემდეგ მოდილიანი გამახსენდა : )  ხალხისთვის სრულიად უცხო,ამადეო ხომ იქ ხატავდა სადაც მისთვის საინტერესო გარემო და ხალხი იქნებოდა.

  თურმე,ერთხელ მოდილიანი შევიდა საფრანგეთის კაფე “როტონდაში”, სადაც მხატვრები იკრიბებოდნენ ხშირად..

იქვე ახლოს ახალგაზრდა გუდიაშვილიც იჯდა..

მოდილიანმა ამოიღო თავისი პატარა ბლოკნოტი და თავისთვის რაღაც დახატა..

არ მოეწონა..

 თავიდან დახატა..

 მერე გაუწოდა ნახატი თავის მაგიდასთან მჯდომ ქალს..

 ქალმა უკმაყოფილოდ შეხედა და თქვა: “არ მგავს”

 მოდილიანმა გუდიაშვილს გაუღიმა და უთხრა:

 “ოჰ ეს ქალები, რამე მაინც ესმოდეთ” მერე თავისი ბლოკნოტი გაუწოდა: “ჰა, შენ გქონდეს”

   ცხადია ისეთს ვერაფერს ვიტყვი რაც   მხატვარზე  არ გეცოდინებათ,მაგრამ შევეცდები ეს სტატია მკიტხველისთვის საინტერესო გავხადო. ბიოგრაფიის მოყოლას არ დავიწყებ,უბრალოდ მინდა მოდილიანის და ჯანას ულამაზესი და ტრაგიკული სიყვარული“განვიხილო“.

  მოდილიანისათვის,მისი ცხოვრების სიყვარული მუზად იქცა. 20-ამდე სურათში სწორედ ჟანა ებიუტერნია გამოსახული.თავდაპირველად მოდილიანი მას თვალებს არ უხატავდა,ალბათ მას მიაჩნდა,რომ სულის სიღრმეს ვერ ჩასწვდა.თვალი ხომ სულის სარკეა. „როცა შენს სულში ჩავიხედავ თვალებს მაშინ დაგიხატავ“.

    ამადეო მოდილიანისა და ჟანა ებიუტერნის ურთიერთობა მსოფლიოს სასიყვარულო ისტორიების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტრაგიკული ამბავია. ისინი ერთმანეთისთვის დაიბადნენ, მაგრამ ბედნიერებისთვის არა.

  „შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“.– ასე საუბრობდა ამადეო ჟანაზე. საკუთარი მუზა და საყვარელი მოდილიანმა 1917 წელს გაიცნო. ჟანას მშობლების წინაარმდეგობის მიუხედავად წყვილი მალე ერთადაც დასახლდა.

  1920 წლის 24 იანვრის საღამოს მეზობლებმა მოდილიანისა და ჟანას გაუჩინარება შენიშნეს. კარზე უშედეგო კაკუნის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი სახლში შევიდა და საწოლში მძიმედ დაავადებული მოდილიანი ნახა. საყვარელ მამაკაცს სასოწარკვეთილი ჟანა მთელი სხეულით ეკვროდა.მოდილიანი ღატაკთა თავშესაფრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში გარდაიცვალა. მეორე დილით კი 20 წლის ჟანა მეხუთე სართულიდან გადმოხტა. ამ დროს ის მეორე ბავშვზე, ცხრა თვის ორსული იყო. სიღარიბეში გარდაცვლილი მოდილიანი, მხატვრებმა პერ ლაშეზის სასაფლაოზე პომპეზურად დაკრძალეს. ჟანა ებიუტერნი კი მისმა ოჯახმა პარიზის შემოგარენში დაასაფლავა. ერთი წლის შემდეგ მოდილიანის ოჯახის თხოვნით ჟანა ამადეოს გვერდით გადაასვენეს.

   ჟანამ მოდილიანს სიკვდილშიც უერთგულა, მართალია ამით მან მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს ხომ ჟანას და მოდილიანის სიყვარულია… „გყვარებიათ ისე რომ ამ სიყვარულისთვის ჯოჯოხეთსიც ჩასულხართ?“

 

კოცნა ტაიმს-სკვერზე

Filed Under (სხვა...) by on 13-11-2011

Tagged Under : ,

    ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა ფოტომ,რომელიც 1945 წლით თარიღდება და რომელმაც დიდი აურზაური გამოიწვია საზოგადოებაში.. მინდა თქვენც გაგაცნოთ ამ ფოტოს მოკლე ისტორია.სანამ ფოტოს ისტორიას გაგაცნობდეთ,მცირე ექსკურსი თუ როგორ “დაიბადა” ეს ფოტო : ))

   1945 წლის 14 აგვისტოს სამურაებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს,ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა საზეიმოდ ამცნო ქვეყანას და ამერიკაში გამარჯვებულთა ტრიუმფი დაიწყო. ქუჩები, მოედნები, რკინიგზის სადგურები, პარკები მოსახლეობით გაივსო. ალბათ,მათ შორის ბევრი ჯურნალისტი თუ ფოტოგრაფი იქნებოდა.

  მათ შორის ერთ-ერთ ფოტოგრაფს ალფრედ აიზენშტადტს ბედმა გაუღიმა და შეძლო სენსაციური ფოტოს გადაღება. ნიუ–იორკის ტაიმს–სკვერზე ვნებიანი ტანგოს პოზაში გაქვავებული წყვილის ფოტო,რომელიც ფოტოხელოვნების ისტორიაში მოხვდა.

  ამ ფოტოზე ასახული პიროვნებების ვინაობის არ იყო დადგენილი და იმ წუთში,ალბათ, ყურაღება, ამ თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტზე,არავის არ გაუმახვილებია. ფოტოს პოპულარობისთანავე გაჩნდნენ ადამიანები,რომლებიც იჩემებდნენ,რომ სურათის გმირები თავად იყვნენ.თუმცა ამ ფოტოს “რომანტიკული” ისტორია საკმაოდ ბანალური აღმოჩნდა.. : ))

  70-იანი წლების ბოლოს ნიუ–იორკის ჰოსპიტალის მედდამედიტ შეინმა განაცხადა, რომ აიზენშტადტის ობიექტივში მოხვედრილი ქალი სწორედ ის გახლდათ და მას,აბსოლუტურად უცხო მამაკაცი კოცნიდა და ეს კოცნა იყო გამარჯვების სიხარულით თავბრუდახვეული ადამიანების იმპულსური ქმედება. ტაიმს-სკვერზე დაიდგა ოცდაექვსფუტიანი ქანდაკება, სახელად “Kiss”.

 

უცნაური საახალწლო ტრადიციები : )))

Filed Under (საინტერესოა!) by on 04-11-2011

Tagged Under : ,

ახალი წელი ეს ის დროა როდესაც ბავშვები თოვლის ბაბუას ელოდებიან იმ საჩუქრებით რომელიც დაწერეს ფურცელზე და მშობლებს მისცეს მასთან გასაგზავავნად. ახალი წელი მარტო ბავშვებს როდი უხარით… ჩვენც და ჩვენზე უფროსი თაობაც სიხარულით ხვდება იმიტომ რომ ამ დღეს ქალაქი ზღაპრულად არის მორთული და განათებული, სახლში კი სუფრა ლამაზად და ტკბილად გაწყობილი.

აქვე მოკლედ გეტყვით საახალწლო ტრადიციებზე ზოგიერთ ქვეყანაში, ზოგიერთ ტრადიცია შეიძლება უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ. მაგალითად მზიან და ცხელ ტაილანდში ახალი წელი უწევს აპრილში, როდესაც იქ ძალიან ცხელა და აქედან გამომდინარე ტაილანდელებმა მოიფიქრეს თავისი  საახალწლო ტრადიცია, ისენი ყველა გამვლელს სახლიდან ან თუნდაც ქუჩიდან ასხამენ წყალს, ამიტომ ამ დროს ტაილანდში ვერავის ნახავთ მშრალს :d ჩვენებურად კი წუწაობენ თანაც ყველაფრით, სათამაშო წყლის იარაღებით, ვედროებით და ა.შ.  ითვლება რომ წყალი არამარტო აგრილებს ადამიანს სიცხეში, არამედ ჩამორეცხავს ყველა იმ ცოდვას რომელიც ამ წელს ჩაიდინა და ახალ წელს შეხვდება სუფთა სინდისით.

ეს უბრალოდ საინტერესოა. ავსტრალიაში ახალ წელს ევროპის დროით ხვდებიან ანუ 31 დეკემბერს მაგრამ, ამ დროს იქ ძალიან ცხელა, ისე ცხელა რომ სანტა კლაუსის იქაური ფორმა არის მოკლე მკლავიანი მაიკა, წითელი ქუდი  და შორტები:D ბულგარეთში ახალ წელს ზუსტად 12 საათზე აქრობენ შუქებს სახლებში და იწყება საახალწლო კოცნიოს დრო :d ესპანეთში კი ცდილობენ ახალ წელს გადაყლაპონ 12 ცალი ყურძნის მარცვალი რაც მათი რწმენით ყველაფერი კარგის საწინდარია შემდეგ წელში : ))ტემპერამენტიანი იტალიელები კი ახალ წელს ცდილობენ რაც შეიძლება მეტი არასაჭირო და ძველი ნივთი გდააგდონ ფანჯრიდან , ასე რომ თუ იტალიაში მოხვდებით ამ დროს ნუ გაივლით ქუჩაში თორემ შეიძლება ძველმა ლოგინმა ან მაგიდამ გიმსხვერპლოთ .აი არგენტინაში კი ახალ წელს უფრო მსუბუქ რაღააცებს ყრიან ოფისების ფანჯრებიდან მაგალითად დოკუმენტებს სახაზავებს და ა.შ.  

როდესაც უცნაურ საახალწლო ტრადიციებზეა საუბარი გერმანელები და ავსტრიელები ნამდვილი ჩემპიონები არიან ამ მხრივ, აღნიშნული უცნაურობის აშკარა გამოვლინებაა ტრადიცია სახელად “ტყვიის ჩამოსხმა”, აღნიშნულ ტრადიციას “წინასწარმეტყველების” ფუნქცია გააჩნია, გერმანელები და ავსტრიელები იღებენ ტყვიის ნაჭერს, ადნობენ კოვზზე და შემდეგ ასხავენ წყლით სავსე ჭურჭელში, იმის მიხედვით თუ რა ფორმას მიიღებს უკვე გაცივებული ტყვია დგინდება თუ რა მოხდება შემდეგ წელს, მაგალითად თუ ტყვიამ ბურთის ფორმა მიიღო და დამრგვალდა ეს ბედნიერ და კარგ მომავალ წელს პროგნოზირებს, თუ ტყვიამ გამოსახა ღუზა, თქვენ მომავალ წელს ბევრი დახმარება დაგჭირდებათ და თუ მოხდა ისე, რომ წყალში ჯვრის ფორმა გამოისახა თქვენ ნამდვილად არ გაგიმართლათ, უკაცრაცვად მაგრამ თქვენ გელით სიკვდილი!!!