Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ვისწავლოთ ჭადრაკის თამაში

Filed Under (სპორტი) by on 26-11-2011

Tagged Under : , ,

ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის მაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლების გასაკეთებელი დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება საგანგებო საჭადრაკო საათით. თუ მოთამაშემ გადააჭარბა გარკვეული სხველბის გადაკეთებლად გამოყოფილ დროს, მას წაგება ეთვლება. ჭადრაკის თეორია შეისწავლის საჭადრაკო პარტიის დასაწყისის (დებიუტი), შუა თამაშის (მიტელშპილი) და დაბოლოების (ენდშპილი) გათამაშების ტიპურ ხერხებსა და სქემებს. ჭადრაკის თამაშში უჯრიდან უჯრაზე ფიგურების გადაადგილებას სვლა ეწოდება. სვლები კეთდება თანამიმდევრობით. როგორც ავღნიშნეთ, პირველ სვლას აკეთებენ თეთრები, ხოლო იმას, თუ ვინ ითამაშებს თეთრებით, ადგენენ კენჭისყრის საშუალებით.

 

Read More »

 

რამდენად სწრაფია Google Chrome?

Filed Under (საინტერესოა!) by on 21-11-2011

Tagged Under : , ,

ჩვენ ყველა ვიცნობთ ძია Google-ს ბროუზერს Google Chrome-ს.. მიუხედავად ბევრი მითქმა მოთქმისა და ამბებისა რო ეს ბროუზერი ძალიან სწრაფია მაინც ძნელი დასაჯერებელია დასაბუთების გარეშე.

დამტკიცების საუკეთესო ხერხი კი ექსპერიმენტული შემოწმებაა სწორედ ამ ექსპერიმენტს გთავაზობთ დღეს.

2700fps-ის შენელებული მოძრაობით Chrome-ს სიჩქარე დარდება სინათლეს, ბგერას და კარტოფილის გასროლასაც კი

აი ნახეთ რა სწრაფია Chrome..

 

ჰაკერული სიბრძნე :)

Filed Under (იუმორი) by on 20-11-2011

Tagged Under : , , ,

1. საიტის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო.
2.ჰაკერს კლავიატურა ეწვისო.
3. ბანკის ჰაკერი და 4$ის ჰაკერი ორივე ჰაკერიაო.
4. ჰაკერმა თხარა თხარაო, ინტერპოლი გამოთხარაო.
5. ჰაკერმა თავისი კლავიატურა მოწმედ მოიყვანაო.
6. ერთი bug ჰაკერსაც შეეშლებაო.

7. ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ჰაკერი.

8. თუ კაცსა ცოდნა არაა აქვს, რას არგებს მძლავრი “მაზერი”.

9. პაროლი დაასკანირე და შინ მშვიდობით მიდიო.

10. ტროიანი სჯობს ღონესა, ჰაკერი მოიგონებსა!

11. კარგი კომპი ჰაკერს არ დაირტყავსო.

12. კარგი კომპი ჰაკერის გულის ვარდიაო.

13. ცუდი კომპი ჰაკერის გულის ეკალიაო.

14. საშუალო კომპი… (არა საშუალოზე არ გამოდის)

15. კარგი მემბერი ვორნს არ აირტყავსო.

16. წუთისოფელი აგრეა, დღეს ღამე უთენებია, რაც ლამერს უშენებია ჰაკერებს დაუნგრევიათ.

17. საიტი მანახე და დაჰაკვას (ისე ჰექ არის მაგრამ რახან ჰაკერებს ვეძახით) განახებო.

18. ფიცი მწამს, ვირუსი მაკვირვებსო…

19. შემქმნელის წინ მორბენალ საიტს ან ჰაკერი შეჭამს ან ჰაკერის ტროიანიო.

20. თუ გული გულობს საიტი ორი ხელით იჰაკებაო…

21. ჰაკერმა საიტი ვერ დაჰეკა, ეზო მრუდეაო. (პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა, ეზო მრუდეაო)

22. ტროიანი ქენი, საიტს დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო…

23. პაპის დაწერილმა ვირუსმა შვილიშვილს აუფეთქა კომპიუტერიო… (პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო)

24. სჯობს სიცოცხლესა ლამერსა სიკვდილი ჰაკეროვანი.

25. ჰაკერი იყო გიკვირდეს, ლამერობა რა საკვირველიაო

26.კარგი მემბერი ამ სიახლეს უეჭველი ნახავსო….

27.კარგი ლექტორი ამ სიახლის ნახვის შემდეგ ნიშანსაც დაწერსო… 😀


P.S. ესეც ჩემი პირველი პოსტი ცხოვრებაში :)
პოსტის წყარო:www.ucnauri.com