Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

Filed Under (სხვა...) by on 05-01-2012

Tagged Under :

ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის ღირსეული წინამძღოლი, კათოლიკოს-პატრიარქი ილიაII ქართველი ერისათვის ერთერთი ყველაზე საყვარელი ადამიანია.ის არის იმედი და დასაყრდენი ჩვენი ერისა,მისი ნუგეში ძნელბედობის ჟამს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილიაII-ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი- დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს,ქალაქ ვლადიკავკაზში.სკოლის დამთვრების შემდეგ ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ კი სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში. მეორე კურსის სტედენტი საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა.მალევე ხელდასხმულ იქნა იერდიაკვნად, შემდეგ კი-მღვდელმონაზვნად. სასულიერო აკადემიის დამთვრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა ბათუმის საკეთედრო ტაძრის მღვდელმსახურად.შემდგომში აყვანილ იქნა იღუმენის,მოგვიანებით კი-არქიმანდრიტის ხარისხში.1963 წელს ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლოკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.აღსანიშნავია,რომ 1963 წლიდან 1972 წლამდე იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში.2 წლის შემდეგ კი აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.1977 წლის 9 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,დავით V-ს დარდაცვალების შემდეგ დადგინდა პატრიარქის თანამოსაყდრედ, ხოლო 23 ნოემბერს წმინდა სინოდის კრებაზე აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. როგორც ხშირად აღნიშნავენ, პატრიარქმა მაშინ სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და უდიდესი ძალისხმევის წყალობით შეძლო მისი გაძლიერება. ძნელია მისი ღვაწლის შეფასება რადგან ის განუზომელია.მისი მოღვაწეობის 20 წლის მანძილზე ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა კი 53-მდე. სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.აღსანიშნავია, რომ პატრიარქი არის შესანიშნავი ხატმწერი,მასვე ეკუთვნის არაერთი ცნობილი საგალობელი.ხაზგასასმელია ის ფაქტიც რომ ის ფლობს სპარსულ ენასაც,იმდენად კარგად, რომ ამით თვით ირანელებიც კი გაკვირვებულნი დარჩენილან.

უფალმა დღეგრძელოყოს უწმინდესი და უნეტარესი ერის, მამულისა და ეკლესიის სასარგებლოდ და ჩვენც შეგვაძლებინოს იმ ცოდვიანი ტვირთის შემსუბუქება, რომლის დიდ ნაწილსაც ეს ბუმბერაზი ადამიანი საკუთარი მხრებით ზიდავს.

 

ჩიჩილაკი

Filed Under (სხვა...) by on 11-12-2011

Tagged Under :

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტია ნაძვის ხე,რომელსაც ძირითადად სწორედ ახალ წელთან აიგივებენ,თუმცა როგორც ცნობილია ის დაკავშირებულია შობასთან.ნაძვის ხეს ვრთავთ იმიტომ,რომ ამით ერთგვარად პატივისცემას გამოვხატავთ ხისადმი,ნაძვისადმი,რომელმაც თავისი ტოტების ქვეშ დამალა, ყრმა იესო და ღვთისმშობელი.საინტერესოა, რომ „ქართული ნაძვის ხე“ –ჩიჩილაკიც მართლმადიდებლურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.

1 იანვარი წმინდა ბასილის ხსენების დღეა,ჩიჩილაკიც სწორედ წმინდანის პატივსაცემად იქმნებოდა.ტრადიციის მიხედვით ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერთან აიგივებდნენ და ამით ხაზს უსვამდნენ სწრაფვას წმინდა ბასილისებური სიკეთისა და ღვთისმოსაობისკენ.თუმცა ეს იყო ხალხური ტრადიცია და მას არავითარი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია.

ჩიჩილაკი ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული .პირველი ჩიჩილაკი შეიქმნა გურიაში, სოფელ ბასილეთში.მას ამზადებდნენ თხილის ჯოხისგან,რომელსაც კანს აცლიდნენ და შემდეგ ათლიდნენ თხელ ბურბუშელას.ჩიჩილაკის წვეროზე ამაგრებდნენ სხვადასხვა ხილს და სამშვენისებს.საინტერესოა, რომ მასზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს.თუმცა ,სამწუხაროდ არ ვიცით რა დატვირთვა ჰქონდა მას.იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც აფერადებდნენ.ზემოდან კი ადგამდნენ კალპს -ეს არის მარადმწვანე სუროსგან და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწმისგან დაწნული რგოლი.ეს იყო წარსულში.რაც შეეხება თანამედროვე პერიოდს,დღეს ჩიჩილაკი აღმოსავლეთ საქართველოშიც ისეთივე პოპულარულობით სარგებლობს როგორც დასავლეთში და ღირსეულად იმკვიდრებს ადგილს ნაძვის ხის გვერდით.

 

განგებ თუ შემთხვევით?

Filed Under (საინტერესოა!) by on 20-11-2011

Tagged Under :

მრავალი ქვეყანა იწონებს თავს არქიტექტურის თანამედროვე ნიმუშებით.თუმცა,ყველა დამეთანხმება, რომ გაცილებით ადვილია ააგო არქიტექტურულად საინტერესო თუ ორიგინალური შენობა დღეს,ვიდრე ეს იყო შესაძლებელი წარსულში,რამდენიმე საუკუნის წინ.ალბათ,ბევრი თანამედროვე არქიტექტორი ისურვებდა აეგო,დაეპროექტებინა ისეთი შენობა რომელიც თავის უნიკალურობას და პოპულარობას არ დაკარგავდა თუნდაც ოცდამესამე,ოცდამეოთხე საუკუნეებში.მომავალზე ლაპარაკი რთულია, თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს პატივი ნამდვილად ერგო პიზის დახრილ კოშკს.ეს კოშკი იტალიაში მდებარეობს.საინტერესოა ,რომ მისი არქიტექტორის სახელი დღემდე უცნობია.კოშკის მშენებლობა 1173 წელს და თითქმის 200 წელი გრძელდებოდა.

ყურადღებას იქცევს ის ფაქტი,რომ კოშკის დახრილიბა თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული. მისი დახრილობა არასწორი დაპროექტების შედეგია.კოშკის გადახრა დაიწყო მშენებლობის დაწყებასთან ერთად,მესამე სართულის აშენების შემდეგ.გადახრის მიზეზად ასახელებენ საძირკველის გარშემო თიხის გრუნტის შემცველობას,არამყარ, არათანაბარზომიერ ფუნდამენტს. კოშკის „ვარდნის“ შესაჩერებლად არაერთი სამუშაო ჩატარდა,რის შედეგადაც კოშკის დახრილობა 5.30 გრადუსიდან 3.54 გრადუსამდე შემცირდა.როგორც მეცნიერები აცხადებენ „ვარდნა“უკვე შეჩერებულია.

ალბათ,ბევრ ადამიანს დაებადება კითხვა- რომ არა კოშკის დახრილობა ,ასეთივე პოპულარული იქნებოდა თუ არა დღეს? ამ კითხვაზე პასუხი არც ისე ნათელია. თუმცა,როგორც არაერთი არქიტექტორი ამტკიცებს ,პიზის კოშკი ვერტიკალურიც რომ იყოს, ის თავისი უნიკალური არქიტექტურული სტილით,მაინც ისეთივე შთამბეჭდავი და პოპულარული იქნებოდა როგორც ახლაა.

 

“პიეტა”

Filed Under (საინტერესოა!) by on 01-11-2011

Tagged Under :

“პიეტა”

მიქელანჯელო ბუანაროტი(1475-1564)-ეს სახელი იტალიელიებისთვის ეროვნულ სიამაყესთან, მსოფლიო საზოგადოებისთვის კი, უნიკალურ ხელოვნებასთან ასოცირდება. მიქელანჯელო იყო განუმეორებელი გენია, რომელმაც დაგვიტოვა როგორც მხატვრობის, ასევე არქიტექტურის, სკულპტურისა და პოეზიის საოცარი შედევრები.მისი ცნობილი ქანდაკება “დავითი” ფლორენციული ხელოვნების სიმბოლოდ არის ქცეული.

ხელოვანის უბადლო ოსტატობაზე მეტყველებს ასევე “პიეტა”(1497-1500),რომელიც წარმოადგენს ტოსკანის თეთრ მარმარილოში გამოკვეთილ სამკუთხა კომპოზიციას, სადაც გამოსახულია ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის დატირების სცენა. ღვთისმშობლის სახეზე დიდი სიწმინდე,სულიერი სიმტკიცე და ღვთისმოსაობაა აღბეჭდილი, მართლაც Pieta თანაგრძნობას, ღვთისმოსაობას ნიშნავს.

Read More »