Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

იცოდით რომ ???

Filed Under (საინტერესოა!, სხვა...) by on 26-01-2012

_ფრანგმა ოფიცერმა ფრეჟიემ ჩილეში არაჩვეულებრივად ტკბილი და მსხვილი მარწყვის ჯიში აღმოაჩინა,მან ხუთი ძირი სამშობლოშიც ჩატანა, მაგრამ ნაყოფი ვერ მიიღო მანამ სანამ ადგილობრივ ჯიშთან არ შეაჯვარა,რადგან ჩამოტანილი ხუთივე ძირი მდედრობითი სქესის აღმოჩნდა.
_გერმანელმა და კელტმა მეომრებმა,რომელთაც სპარტაკის საუკეთესო მეგობარი და მარჯვენა ხელი-კლიქსი მეთაურობდა,მოროდიორობის გემო გაიგეს და ძირითად არმიას ჩამოშორდნენ, ისინი რომაელმა მთავარსარდალმა, კრასუსმა დაამარცხა,მომხდარით გამწარებულმა სპარტაკმა,400 რომაელი გლადიატორი არენაზე გაიყვანა და კრიქსისა და მის მეომართა სულის განსაწმენდად ერთმანეთი დაახოცინა.
_მასობრივი განადგურების იარაღის გამომგონებელს , რომლის გამოყენებასაც შეიძლება მთელი ცივილიზაციის კატასტროფა მოჰყვეს, ნობელის პრემიას არ აძლევენ.მაგრამ მოხდა პარადოქსი:რუსეთის წყალბადის ბომბის მამას,ანდრეი სახაროვს, როგორც მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის მებრძოლ პიროვნებას ნობელის პრემია მიანიჭეს,
_1936 წელს მსოფლიოში სამი მილიონერი იყო: ენდრიუ უილიამ მელონი, ჰენრი ფორდი და ჯონ დევისონ როკფელერი.

 

კვებითი ალერგია

Filed Under (მედიცინა) by on 16-01-2012


დღეს ალერგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა,განსაკუთრებით ეს პრობლემა მოზარდ თაობას აწუხებს.ალერგიას იწვევს: მტვრის მოქმედება(ყვავილების,გამონაბოლქვი და ა.შ),ზოგიერთი მედიკამენტის მიღება(შემადგენლობის მიხედვით),საკვები და ა.შ.
განვიხილოთ ალერგიის ერთ-ერთი სახე კვებითი ალერგია.
კვებითი ალერგიის გამოწვევა თითქმის ყველა საკვებს ძალუძს.განსაკუთრებით ხშირია,ასეთი რეაქცია ძროხის რძის,კვერცხის , ციტრუსების მიღებაზე.მაგალითად ,ჩვილი ბავშვების ძროხის რძით კვებისას ხშირად ვითარდება მძიმე ალერგიული რეაქცია,ზოგჯერ სასიკვდილო ანაფილაქსიური შოკის სახითაც კი.რაც ამერიკელმა ავტორებმა „აკვანში სიკვდილი“ უწოდეს.
კვებითი ალერგიის ხშირი საფუძველია რეაგინული ტიპის ალერგიული რეაქცია, თუმცა, დაავადებულთა სისხლში არაიშვიათადაა ცირკულირებადი იმუნური კომპლექსები და პრინციპები.
კვებითი ალერგიის გამოვლინებები მრავალგვარია: ცხელება, შემცივნება, სისუსტე, ქავილი, თავის ტკივილი, ჭინჭრის ციება. მაგრამ უმეტესწილად გამოხატულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების სიმპტომები – პირის ღრუს პათოლოგია (ეზოფაგიტი), ტკივილები ეპისგასტრიუმის არეში, ბოყინი, გულძმარვა და ღებინება.

 

სწორი კვება თუ დიეტა???

Filed Under (მედიცინა) by on 13-01-2012

ზაფხულის დადგომას ყველა ჩვენგანი განსაკუთრებულად ელოდება და ხშირად ვცდილობთ წონაში დაკლებას, სხვადასხვა დიეტების საშუალებით,განსაკუთრებით ვუჯერებთ საყოველთაო წარმოდგენებს ამათუიმ პროდუქდის შესახებ.მაგრამ სწორია ეს სამედიცინო თვალსაზრისით?
განვიხილოთ რამდენიმე საზოგადოებაში გავრცელებული აზრი:
_ ვახშამი აკრძალულია დიეტოლოგები კი გვარწმუნებენ, რომ გვიანი ვახშამი წონასა და ფიგურაზე არ აისახება,თუ დავიცავთ ზომიერებას და არ გადავაჭარბებთ კალორიების სადღეღამისო ნორმას,რაც მთავარია დღის განმავლობაში ერთადერთი ტრაპეზი არ არის.
_ პური უნდა გამოირიცხოს პურზე უარის თქმა არ ღირს, საჭიროა ზომიერება. 1-2 ნაჭერი ჭვავის პური ან ცეხვილი ნამდვილად არ იწვევს გასუქებას.
_ნახშირწყლები ასუქებს ნახშირწყლები იზიდავს წყალს,ამიტომ თუ უარს იტყვით ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტზე,ნამდვილად შეიძლება წონაში დაკლება.კვების სპეციალისტები გვაფრთხილებენ რომ ორგანიზმს ნახშირწყლების შეზღუდვით მოაკლდება ენერგიის წყარო.
_ბალი და ალუბალი ძალიან კალორიულია
100 გრამი ეს ხილი მხოლოდ 52 კკლ-ს შეიცავს, ამასთან ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, კლავს წყურვილს,აუმჯობესებს მადას,თავიდან აგაცილებთ ყაბზობას.

 

ქართული ჩუქურთმა

Filed Under (საინტერესოა!, სხვა...) by on 14-12-2011

Tagged Under :

საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეხვდებით ქართულ ტრადიციულ ჩუქურთმას,როგორც ხეზე ასევე ქვაზე ამოკვეთილს.ჩუქურთმას ხშირად იყენებენ ტაძრები,სახლებისა და სასწავლო დაწესებულებების ინტერიერის გასაფორმებლად.
მოჩუქურთმება ტრადიციული საქმიანობა იყო,მაგრამ დგეს საზოგადოება ნაკლებად არის დაინტერესებული ამ საქმიანობით.ხშირად როდესაც მოჩუქურთმებულ ნივთებსა და ინტერიერს ვხედავთ ვამბობთ რომ,ის სილამაზისთვისაა გამოყენებული და არ ვიცით რომ აქვს შინაარსობრივი დატვირთვა.
მე ამ თემით დავინტერესდი და მივმართე ქალაქ თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის მასწავლებელს მევლუდ ჩარქსელიანს,რომლისგანაც საინტერესო ინფორმაცია მივიღე,თითოეული ორნამენტის მნიშვნელობის შესახებ და ვფიქრობ რომ თკვენს ყურადღებასაც მიიპყრობს.

Read More »