Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ცოტა რამ BMW -ს შესახებ

Filed Under (სხვა...) by on 20-12-2011

Tagged Under : , , ,

           კომპანია   BMW -ს დაარსების ოფიციალურ თარიღად 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა  BMW -ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. 1913 წელს მიუხენში ორი პატარა ფირმა არსებობდა, რომლებსაც სათავეში ედგა კარლ რეპი და გუსტავ ოტო .ეს უკანასკნელი  იყო იმ შესანიშნავი ნიკოლაუს ოტოს შვილი, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო და გადაწყვიტეს თვითფრინავის ძრავები შეექმნათ. 1916 წელს კომპანიას ახალი სახელი “ბაუერიშე მოტორენ ვერკე”  ეწოდა. 1917 წელს BMW -ს ემბლემაც დამუშავდა. ამავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაკს ფრიცმა ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი “ტურ 3ა “ შექმნა, შემდეგ კი “მოტორ 4”, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ფრენაში. იგი ცაში 9670 მეტრზე ავიდა.  როცა ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აიკრძალა და BMW  გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაკს ფრიცმა გადაწყვიტა  დაეწყო მოტოციკლების წარმოება .მან გამოუშვა  “R32”, რომელიც 1923 წელს სერიულ წარმოებაში იქნა გაშვებული, მან საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა.ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში ავტომობილების ქარხანა შეიძინა. 1932 წელს კომპანიამ საკუტარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც დიდი მოწონებას იმსახურებდა.მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80კმ/სთ. პირველად BMW 303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ, ამ მოდელის სიჩქარე 90კმ/სთ იყო. კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სპორტული ავტომობილების რამდენიმე მოდელის გამოშვების შემდეგ მაღალი კლასის მანქანების წარმოებაც .კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს BMW 326 გამოუშვეს, რომელიც Mersedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. მასზე დიდი მოთხოვნის გამო იგი 16000 ცალი აიწყო.

              1936 წლისთვის კომპანიამ წარმოადგინა სპორტული ორადგილიანი ავტომობილი – “როდსტერი 328”, რომელიც სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ რბოლა Mille miglia -ში მონაწილეობისათვის.  BMW 328 -მ 1940 წელს ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166,7კმ/სთ). ავტოწარმოების განვითარებასთან დაკავშირებით ვითარდებოდა მოტოციკლებიც.1937 წელს   ერნასტ  ჰენემ  BMW -ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როცა 279,5კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

           მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარხების შემდეგ BMW-ს რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა,ამიტომ კომპანია კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა. 1955 წლისათვის კომპანიამ საკმაოდ საკმაოდ უცნაური მოდელი –იესტა შექმნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა. ამის გამო მან ხალხში  დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით კი კომპანია უშვებს ისეთ ძვირადღირებულ სპორტულ მოდელებს როგორიცაა -503 და 507. ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანია ნორმალურად ფეხზე არ იყო დამდგარი, იგი ფინანსურ კრიზის განიცდიდა. ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დაიმლერ ბენცმა  BMW -ს აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ  სხვისი დახმარების გარეშე ფულის მოგროვება და ახალი მოდელის შექმნა შეძლო. 1961 წელს კომპანიამ გამოუშვა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1,5 ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტმა თავისი გაიტანა და კომპანიამ ერთბაშად 20000 ცალის შეკვეთა მიიღო . ასე დაიწყო  BMW -ს მორიგი აღმავლობა.

            1966 წელს კომპანიამ ახალი  BMW 2000  წარადგინა. უნდა ითქვას , რომ ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიის  BMW -ების გამოშვებას. მალე შეიქმნა მეხუთე სერიის  BMW.  70-იანი წლების ბოლოს კი იქმნება მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილებიც. 

            BMW -ს აქვს უძლიერესი ძრავები, მის ძრავებს ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოპობებული მსოფლიოში.  BMW -ში მაქსიმალური კომფორტი აქვს მძღოლს და მის მგზავრებს, მისი ხელსაწყოთა პანელის გაფორმება კი უამრავი მწარმოებლისთვის ეტალონად ითვლება. BMW -ს ავტომანქანები გამოირჩევა სისწრაფით, კომფორტით, უნიკალური დიზაინით , გამძლეობით და ა. შ.      BMW yes