Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დეილ კარნეგი

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 07-12-2011

Tagged Under : ,

   

 

დეილ კარნეგი – ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი.  მან ჩამოაყალიბა უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების თეორია. იგი აღიარებდა და ცხოვრობდა პრინციპით – არ არსებობენ ცუდი ადამიანები, არამედ არის უბრალოდ გაუგებარი გარემოებები, რასთანაც ბრძოლა შესაძლებელია და არ ღირს ამის გულისთვის სხვა ადამიანების ცხოვრების და ხასიათის გაფუჭება.  

დეილ კარნეგი (1888-1955) დაიბადა მისურში, ხელმოცარულ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, დეილი კოლეჯში სწავლის პერიოდში არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი, სცხვენოდა თავისი ღარიბი ჩაცმულობის. იგი ერთი პერიოდი თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ მან თავში იპოვა ძალა, თუ როგორ უნდა ელაპარაკა და მოეხდინა ზემოქმედება ადამიანზე, ანუ იგი საკუთარი თავის რწმენაში თვითდაჯერებული გახდა.

ადამიანთა დარწმუნების ხერხი  არის ერთ-ერთი თავი დეილ კარნეგის წიგნიდან “როგორ შევიძინოთ მეგობრები, როგორ მოვიმხროთ ადამიანები.” ძალიან საინტერესო წიგნია და გირჩევთ წაიკითხოთ.smileysmileysmiley

Read More »

 

ექსტრემალური სპორტი

Filed Under (სპორტი) by on 10-11-2011

Tagged Under :

 

ჯომარდობა ანუ რაფტინგი (RAFTING) არის აქტიური დასვენების სახე, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული ხდება 1970-იანი წლებიდან.

თანამედროვე გასაბერ ნავებს აკეთებენ გამძლე მრავალფენიანი რეზინის ან ვინილის მასალისაგან და აქვთ რამდენიმე დამოუკიდებელი განყოფილება, რაც არის გარანტია იმის, რომ ნავი არ ჩაიძირება თუ რომელიმე განყოფილება დაზიანდება ან გაიხევა. ნავის სიგრძე იცვლება 3.5 მ-დან 6 მ-მდე, და სიგანე 1.8 მ-დამ 2.5 მ-მდე. ამ წესიდან გამონაკლისია ერთადგილიანი ნავები, რომლებიც შეიძლება იყოს 1.5 მ.
ნავები არის სხვადსხვა ფორმის. ჩვენთან გამოიყენება სიმეტრიული ნავები, რომელიც იმართება ნავის უკანა ნაწილში მჯდომი ინსტრუქტორის მიერ. ნავში ჯდება 4 დან 12 კაცამდე.

Read More »

 

სფერული ელვა

Filed Under (ფიზიკა) by on 01-11-2011

Tagged Under : ,

სფერული ელვა ბუნების იმ იშვიათ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მექანიზმიც დღემდე ამოუცნობი რჩება. არადა, უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც ეს სანახაობრივად ულამაზესი,მაგრამ არცთუ უსაფრთხო მოვლენა მეცნიერთა ყურადღების ცენტრშია.მისი წარმოშობის 200 მდე თეორია არსებობს,მაგრამ ვერცერთმა ფიზიკოსმა ვერ დაამტკიცა თუ როგორ წარმოიშვა ეს ფენომენი. Read More »