Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

YAHOO – ს სერვისები

Filed Under (საინტერესოა!, WEB) by on 02-05-2012

Tagged Under : , ,

                                                                                                                  

      კომპანია YAHOO დაარსდა 1994 წელს კალიფორნიაში. მისი დამაარსებლები არიან ჯერი იანგი და დევიდ ფილო. დღეს yahoo-ს სათაო ოფისი სანიველიში მდებარეობს. 1995 წლის 1 მარტიდან  კომპანია კორპორაციად გადაიქცა.ის დღეისათვის არის მეორე ყველაზე პოპულარული საიტი პორტალი მსოფლიოში.  ცნობილი ვებ ანალიზატორი კომპანიების ცნობით წელიწადში მას ჰყავს 1 – დან 1.5 მილიარდამდე ვიზიტორი, რომლებიც ყოველდგიურად  3.5 მილიარდ ვებ –  გვერდს ათვალიერებენ. Read More »

 

“ღვთიური ნაწილაკი”

Filed Under (საინტერესოა!, ფიზიკა) by on 03-03-2012

Tagged Under : , , ,

 

     უკვე წლებია, რაც მეცნიერები მუშაობენ ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ თემაზე – ჰიგსის ბოზონზე. ეს ნაწილაკი ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი. იგი წარმოადგენს სტანდარტულო მოდელის ნაწილაკს, რომელიც მიიჩნევა, როგორც მასის გადამტანი შუამავალი. მეცნიერთა ვარაუდით, ჰიგსის ბოზონი სამყაროს მასას აძლევს და სწორედ ამიტომ მისი ექსპერიმენტალური აღმოჩენა დაეხმარებოდა სამყაროში მასის წარმოშობის გარკვევას. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ამ აღმოჩენით პასუხი გაეცემა უამრავ კითხვას. მათ შორის: ზუსტად რა მოხდა დიდი აფეთქების დროს, როგორ გაჩნდა სამყაროში სინათლე,  რატომ აქვს მატერიას მასა და სხვა.  ასეთი დიდი მნიშვნელობისა და მოლოდინის გამო მეცინერები ხშიორად მას  “ღვთიური ნაწილაკი”– ს სახელითც მოიხსსენიებენ.  Read More »

 

როგორ მოვიმატოთ წონაში?

Filed Under (საინტერესოა!, სხვა...) by on 10-02-2012

Tagged Under : , ,

       რაცარუნდა საკვირველი იყოს არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც წონაში სურთ მომატება, მაგრამ ამის მიღწევა არცთუისე ადვილია. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ასეთი ადამიანები, როგორც ცნობილია სულ რაღაც 2 %– ს წარმოადგენენ და მათ ბუნებრივად გამხდრებს უწოდებენ. რაც შეეხება მათ, ვისაც პირიქით დაკლება სურთ, მათთვის არსებობს მრავალი საშუალება დიეტების, ფიტნეს პროგრამების და  სხვათა სახით.

Read More »

 

სიმსუქნე – XXl საუკუნის ეპიდემია

Filed Under (ინფორმაცია, საინტერესოა!) by on 19-01-2012

Tagged Under : , , ,

 

         დღეისათვის მსოფლიოში უამრავი სახის დაავადებაა გავრცელებული.სიმსუქნე კი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემურია. სიმსუქნე ეს არის დაავადება, რომელიც განპირობებულია ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებით. სიმსუქნე არ არის კოსმეტიკური თუ ესთეტიკური ნაკლი. ეს არის ქრონიკული დაავადება. იგი 21-საუკუნისეპიდემიაა. ეს არის მსოფლიო პრობლემა და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. მას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და მუდმივად ყურადღების მიქცევა.

     Read More »

 

ექვსდღიანი ომი

Filed Under (ისტორია) by on 06-01-2012

Tagged Under : , , ,

“ექვსდღიანი ომი” ისრაელის შეტევით 1967 წელის 5 ივნისს დაიწყო . ის ძირითადად  სამ ფრონტს – ეგვიპტის, იორდანიისა და სირიის საზღვრებს მოიცავდა.

        ომის მთავარი მიზეზი იყო არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობა. მათი მხრიდან განუწყვეტლივ ხდებოდა ისრაელის საზღვრების დარღვევა, მალულად შემოპარვა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმა, ასევე მუდმივი მუქარა არაბული ქვეყნებისა, რომლებსაც სურდათ ისრაელის განადგურება. ამას მოჰყვა ეგვიპტის პრეზიდენტის ნასერის 6 მაისიის ბრძანება, რომელიც მოითხოვდა ნახევარკუნძულ სინაიდან საერთაშორისო ძალების გაყვანას. ამის შემდეგ ეგვიპტემ გადაუკეტა ისრაელს წითელი ზღვის მისადგომი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ელათის პორტი გაჩერდებოდა. ეს იმის შემდეგ, რაც 1957 წლიდან თავისუფლად მოძრაობდა ისრაელის საზღვაო ტრანსპორტი   საერთაშორისო ძალების დაკვირვებით წითელ ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ და რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა წითელი ზღვის ნეიტრალობა, ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასერმა განაცხადა, რომ ამ ბლოკის დარღვევა ეგვიპტისთვის იქნებოდა ომის დაწყების მიზეზი. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებდა  საბჭოთა კავშირის მიერ გაწეული დახმარება არაბული ქვეყნებისთვის, ეს მათ მეტ თავდაჯერებულობას მატებდა, რომ გაიმარჯვებდნენ. ომი გარდაუვალი გახდა.

Read More »

 

სამედიცინო რეკორდები

Filed Under (საინტერესოა!, იუმორი) by on 07-12-2011

Tagged Under : ,

       დღევანდელი post–ისთვის შევარჩიე  რამდენიმე სახალისო სამედიცინო რეკორდი. იმედია გაერთობით!

     ცოცხლად დარჩენი ყველაზე მძმე ჩვილი, რომლის შესახებაც არსებობს ცნიბები არის  ბიჭუმა, რომელიც 10 კილოგრამსა და 200 გრამს იწონიდა.  ის 1955 წელს დაიბადა . ხოლო თანამედროვეთაგან ყველაზე მძიმე წონა ქონდა 1992 წელს დაბადებულ  გაი უორვიკ კარსს.  ეს ბავშვი  7 კილოგრამს იწონიდა.

           

     საწინააღმდეგო შენთხვევა დაფიქსირდა 1989 წელს, როდესაც დაიბადა 281 გრამიანი გოგონა.

Read More »

 

თანამედროვე ბირთვული საფრთხე

Filed Under (ინფორმაცია) by on 02-12-2011

Tagged Under : , ,

                                                  

            ბირთვულ იარაღს არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. პირველი ატომური ბომბები შეიქმნა და გამოყენებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის დროს “მანჰეტენის პროექტის ფარგლებში”, რომელსაც გენერალი ლესლი გროესი და ფოზიკოსი რობერტ ოჰენჰაიმერი ხელმძღვანელობდნენ. ეს პროექტი შტატებმა ბრიტანეთისა და კანადის დახმარებით განახორციელა. თავდაპირველად პროექტი დაიწყო ამერიკელი და ევროპიდან გამოქცეული ცნობილი მეცნიერების, მათ შორის აინშტაინის ინიციატივით, რომლებიც შიშობდნენ,რომ ნაცისტური გერმანიაც შექმნიდა ასეთ ბომბს. 

 

Read More »