Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დაისვენე, თორემ…

Filed Under (საინტერესოა!, ფსიქოლოგია) by on 09-12-2011

Tagged Under : , , ,

        ჯერ კიდევ 15 წლის წინათ უცხოელმა ექიმებმა ატეხეს განგაში: იმ მავნე ჩვევებს (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, თამბაქო), რომელთაც უდიდესი ზიანი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, დაერთო ავადმყოფური ლტოლვა შრომისადმი.
      არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ეწყება დეპრესია, უძილობა, უმადობა, საკუთარი თავისადმი ეკარგება პატივისცემის გრძნობა, უჩნდება დაღლილობის, დაუძლეველი სევდისა და განწირულობის განცდა.


       ქვემოთ მოცემული სიმპტომების წაკითხვისას თუ იგრძნობ რომ თვალები ნელ-ნელა გაგიფართოვდა და მასში საკუთარი თავი ამოიკითხე, მაშინ აუცილებლად გაუფრთხილდი გულს, რადგან მას მძიმე ტვირთი დააწვა შენი წყალობით, თუ ასე არ აღმოჩნდა გამოდის, რომ შენი მუშაობის რიტმი შეესაბამება ჯანსაღი ცხოვრების წესს.  
      სულ ცდილობ შენიღბო განცდები(რადაც არ უნდა დაგიჯდეს); ყოველთვის ერთვები განხილვაში, კამათში(როცა შენი აზრის შესახებ უკვე იციან); ერთ საქმეს ვერ აკეთებ ისე, რომ სხვაზე არ გადაერთო; მოწყენილი ხარ როცა სხვები საუბრობენ (ფიქრობ რა გააკეთო რომ შეწყვიტონ); გაღიზიანებენ გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებიც არაფერს აკეთებენ (ყელში გაწვება, ისე გინდა უთხრა რასაც ფიქრობ მათზე); ხმამაღლა და გამოთქმით ლაპარაკობ(ასე უფრო დამაჯერებელი ხარ); გიჭირს მოდუნება(რა დროს ეგაა); სწრაფად დადიხარ, სადილობ და მართავ მანქანას(ყველაფერი უნდა მოასწრო); ძლიერ ღელავ, როცა ვინმეს ელოდები (რაღა უნდა გააკეთო უკვე 7-ჯერ დაურეკე); ცდილობ არ გააწყვეტინო აზრი თანამოსაუბრეს (იფიქროს რომ უსმენ, მერე შენც მოგისმენს); დიდ ყურადღებას აქცევ საზოგადოების აზრს; ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად გინდა(ამ საქმეს შენზე უკეთ ვერავინ გააკეთებს);
     ფსიქოლოგთა თქმით, ფსიქიკაზე დადებითად იმოქმედებს, თუ ძვირფას, საყვარელ ადამიანს გულწრფელად გაუზიარებ საკუთარ პრობლემებს.
                                     

 

განწყობის ტიპები და მაგალითები

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 19-04-2011

Tagged Under : , , , , ,

 

განწყობა როგორც აღვნიშნეთ ორი ფაქტორის: სუბიექტის მოთხოვნილებისა და მისი დაკმაყოფილებისთვის საჭირო გარემოს შექმნის ერთიანობაა. გარკვეულ პირობებში განწყობის ფიქსაცია (განმტკიცება) ხდება, ამიტომ ადამიანი შეცვლილ პირობებშიც ადრე შექმნილი განწყობის გავლენით მოქმედებს. ამის მიხედვით გამოყოფენ სტატიკურ და დინამიკურ ტიპებს. სტატიკური ძველ განწყობას თავს ძნელად აღწევს, დინამიკური კი მისგან ადვილად თავისუფლდება. ზოგს ხანგრძლივი დროით უნარჩუნდება განწყობა და მას სტაბილური განწყობის ტიპს უწოდებენ.

Read More »

 

დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 31-03-2011

Tagged Under : , ,

  მე მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულება ფსიქოლოგიაში, რომელსაც საფუძვლად დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია დაედო.
ყველა ცოცხალ არსებას აქვს ორი ნიშანი – მოთხოვნილება და ქცევის მიზანშეწონილი ხასიათი, მოთხოვნილება აქტივობის წყაროა, ის მოქმედებისკენ მოუწოდებს ადამიანს. მისი დაკმაყოფილების გარეშე ყველა არსება დაიღუპება.
 ყოველი ჩვენგანის არსებობა დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ის მიზანშეწონილად განავითაროს საკუთარი მოქმედება და მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

Read More »

 

ქათმის შვილს წიწილა ჰქვია???

Filed Under (იუმორი) by on 30-03-2011

Tagged Under : ,

გამოდი ჩემი სახლიდან!