Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ჩესტერფილდი – წერილები ჩემს ვაჟს

Filed Under (ელ.ბიბლიოთეკა, ნაწარმოებები, სხვა...) by on 17-10-2012

Tagged Under : , , , , , ,

გრაფი ფილიპ დორმერ სტენჰოპი ინგლისის ლორდთა პალატის წევრი იყო… თუმცა ამას ჯობია გითხრათ თუ რატომ გადავწყვიტე ამ აუდიო ჩანაწერების გაკეთება. მინდა გითხრათ რომ ჩესტერფილდის წერილების წაკითხვის ჩემდეგ ერთბაშად გამიჩნდა სურვილი ყველასთვის გამეცნო ეს შესანიშნავი პიროვნება, რომლის შესანიშნავი წერილები რომელსაც ის სასწავლებლად გაგზავნილ ვაჟს უგზავნის შესანიშნავად გააზრებული ნაწარმოებებია. წერილებში აღმზრდელობითი და მორალისტური ხასიათის შეგონებებია რომელიც შვილს ღირსეული საქციელისა და ცხოვრებისაკენ უბიძგებენ, ყოველგვარი ძალდატანებისა და დაჟინების გარეშე. ჩესტერფილდის წერილები მთლიანად პიროვნების ჩამოყალიბებისაკენ მიმართული შეგონებებია რომელიც მამობრივი მზრუნველობით არის გამსჭვალული.  გთავაზობთ ამ წიგნის რამდენიმე თავის (წერილის) აუდიო ჩანაწერს.


ჩესტერფილდი – წერილები ჩემს ვაჟს, კითხულობს ბექა ხარებავა. Read More »

 

საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012”

Filed Under (ინფორმაცია, სხვა...) by on 27-09-2012

Tagged Under : , , , , , , ,

მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” დაიწყო. კონკურსი შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს და წაახალისებს, ასევე ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება  საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეეძლოთ,  როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

Read More »

 

ჩემი მხიარული მდინარე

Filed Under (ნაწარმოებები, სხვა...) by on 06-09-2012

Tagged Under : , , , , , , , , ,

ახლა სწორედ ის დროა, ჩემმა ეგოისტმა ფილტვებმა ხარბად მიირთვან ჩემს ზურგს უკან და ცხვირწინ წარმოებული, ეკოლოგიურად ზესუფთა ჟანგბადის მოზრდილი ულუფები. რთულია, უფრო სწორად შეუძლებელი, ნაძვის წიწვებქბეშ და ცაცხვის ფოთლების შარიშურზე, კაცობრიობისთვის მთელი დღე  რომ მზის სხივებისგან მაცოცხლებელ ჟანგბადს აფოტოსინთეზირებენ, ჩამოჯდე და თუნდაც სოციალური ქსელების საზოგადოებრივ დანიშნულებაზე წერო. ეს წერა კი არა დანაშაულია, იმ სიამოვნების მიღების შესაძლებლობის წინაშე, რომელიც აქ ყოფნით საკუთარ თავს, ორგანიზმს, გულს და ცნობიერებას უნდა მიანიჭო. ცნობიერებას იმიტომ რომ ბუნებასთან ყოველი შეხება ძალიან ძლიერად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე.
ამიტომ არ ვაპირებ შევუერთდე ამგვარ განზრახვათა აღმასრულებელ საზოგადოებას და მოგითხრობთRead More »

 

მიხეილ ქანთარიას ონლაინ დისერტაცია თემაზე „რთულ სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკურ–მათემატიკური მეთოდების გამოყენება “

Filed Under (მოდელირება, სემინარები, ფსიქოლოგია) by on 01-06-2012

Tagged Under : , , , , , , , , , , ,


1 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 16 საათზე, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ონლაინ რეჟიმში ჩატარდა მიხეილ ქანთარიას დისერტაციის დაცვა (სამეცნიერო ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე). პოსტში მოცემულია დისერტაციის ვიდეო ჩანაწერი.




Read More »

 

ხედები კადრში

Filed Under (გრაფიკა, ინფორმაცია, სხვა...) by on 14-05-2012

Tagged Under : , , , , , , , , ,

ჩემი დღევანდელი პოსტი ეხება კინოს და ზოგადად ალბათ ვიდეო ხელოვნებას, ვინაიდან ხშირად კადრებსა და ხედების საკითხი ერთგვარ გაურკვევლობას იწვევს. მინდა მაგალითების საფუძველზე მეტ-ნაკლებად თვალსაჩინოდ აღვწერო ვიდეო ხელოვნების ეს მომენტი. იმედია ყველაფერს სწორად გადმოვცემ.
მაშ ასე წავედით და ტრადიციული ფრაზა კინოსა და ვიდეო სამყაროში… მოემზადეთ… “მატორრრ”

mator Read More »

 

BIT- სტუდენტები სტუმრად ფიზიკის ლაბორატორიაში

Filed Under (ინფორმაცია, მეცნიერები, სხვა...) by on 01-05-2012

Tagged Under : , , , , , ,

ბინესში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტები ამ მცირე ხნის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის, განახლებულ, თანამედროვე ლაბორატორიას ვეწვიეთ.  ჩვენი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ფიზიკოსმა სტუდენტებმა ლაბორატორიებში საინტერესო ცდებით გვიმასპინძლეს და ასე ვთქვათ უფრო ახლოს გაგვაცნეს “ბატონი ფიზიკა” :).  ფიზიკის ლაბორატორიას ჩვენს ლექტორებთან, მიმართულების ხელმძღვანელ ბატონ ალექსანდრე ედიბერიძესთან და მიხეილ ქანთარიასთან ერთად ვეწვიეთ. ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორია სტუ-ს მეოთხე კორპუსში მესამე სართულძე მდებარეობს, სადაც სტრუდენტებს ცოდნის გასაღრმავებლად მრავალფეროვანი ცდების ჩატარები საშუალებები აქვთ და ისინის ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ.

პოსტში გთავაზობთ ვიდეო მასალას რომელიც ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებს აღწერს :)

უყურეთ და აუცილებლად დაგაინტერესებთ, მოგინდებათ თქვენც მოხვდეთ აქ :) Read More »

 

ქველმოქმედება “გული გულს”

Filed Under (ინფორმაცია, სხვა...) by on 20-04-2012

Tagged Under : , , , , , ,

4 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის შედეგად, რომელიც სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა,  შემოსული თანხით “გული გულს” სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია და დაეხმარა. მათი სურვილების გათვალისწინებით შვიდ სულიან, სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახს  ოთხასი ლარის ოდენობისსაკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გადაეცათ. ასევე სხვა საჭიროებებისათვის თანხა ასი ლარი.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც 275 ლარს შეადგენს. ოჯახის ერთადერთ მარჩენალი დედაა, რომელიც მარტო ეწევა ოჯახისა და შვიდი შვილის აღზრდის ჭაპანს.

“გული გულს” შემდეგშიც გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯურნალისტიკის მიმართულების ჟურნალისტების სახელით