Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

სტუ-ში აწყობილი რობოტი

Filed Under (ინფორმაცია, HI-TECH) by on 10-01-2013

Tagged Under : , , , , , ,

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში lego mindstorm სისტემის ბაზაზე ინტერაქტიული რობოტი აეწყო. პროგრამული და ტექნიკური მხარე ლექტორმა მიხეილ ქანთარიამ და სტუდენტებმა დიტო შერგელაშვილმა და მიხეილ კელენჯერიძემ უზრუნველყვეს.

 

რა ხდება ქართულ ფეხბურთში?!…

Filed Under (სპორტი) by on 10-11-2012

Tagged Under : , ,

ბოლო წლების რიტორიკული შეკითხვაა..ყველას აწუხებს,მაგრამ ზუსტი და რეალური პასუხი არავის აქვს..ბუნებრივია ამ შეკითხვაზე ვინმემ პასუხი რომ იცოდეს,ალბათ დამეთანხმებით,ქართული ფეხბურთი უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.თუმცა,წინა წლებთან შედარებით,ასეა თუ ისე,სიტუაცია მეტ-ნაკლებად უკეთესობისკენ
Photobucketშეიცვალა.განსაკუთრებით,ამაზე მეტყველებს 17 და 19 წლამდელთა ეროვნული ნაკრებების წარმატებები.ზედიზედ 4 წელია,ეს ასაკობრივი ნაკრებები ელიტ რაუნდში მუდმივად გადიან,რაც რამოდენიმე წლის უკან სანატრელი გვქონდა,ის კი არა,17 წლამდელები ლამის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ,რომ არა გამოუცდელობა,უიღბლობა და არაკვალიფიციური მსაჯობა,მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაში,საქართველოსთვის უდიდეს წარმატებად,პროგრესად უნდა ჩაითვალოს.

Read More »

 

მხარი დავუჭიროთ ანსამბლ ”ქართველოს” პროექტ “ნიჭიერში”.

Filed Under (ინფორმაცია, სხვა...) by on 10-05-2012

Tagged Under : ,

ქართველო დაახლოებით 3 თვის წინ ჩვენ ვიუწყებოდით,რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი “ქართველო” პროექტ ნიჭიერში იღებდა მონაწილეობას. მათ უკვე წარმატებით გაიარეს შესარჩევი ეტაპები და ნახევარფინალში არიან. ყველამ ერთად მხარი დავუჭიროთ “ქართველოს”, რადგან უკვე ყველაფერი მაყურებლებზეა  დამოკიდებული, ასე რომ იაქტიურეთ ქართველოს “facebooki”-ის გვერდზე:

http://www.facebook.com/profile.php?id=100003356381901.

 

 

ტექნიკური უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი “ქართველო”.

Filed Under (ინფორმაცია, მუსიკა) by on 04-02-2012

Tagged Under : , ,

QARTVELO

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე,დაახლოებით 1 წელიწადზე მეტია შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი ” ქართველო”. ანსამბლი შედგება 10 წევრისაგან,მათი ძირითადი რეპერტუარი კი ქართული,ხალხური მოტივებიდან აღებული თემებია,რასაც თავიანთი ინტერპრეტაციით ავსებენ.დაარსების დღიდან მოყოლებული ისინი დაუზარებლად შრომობენ წინსვლისთვის,წარმატებების მისაღწევად.მონაწილეობა მიუღიათ არაერთ საქველმოქმედო კონცერტში.2011 წელს კი საკმაოდ წარმატებულად გამოვიდნენ “არტ-გენზე”,სადაც შესარჩევი ტური გაირეს რუსთავში და ძირითად ბადეში მოხვდნენ თბილისის “არტ-გენზე”.აგრეთვე ქონდათ გასტროლები ბათუმშიც.
229625_235853046446027_100000640018423_804686_6595258_n
დღესაც “ქართველო” აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას და მათ ძალიან ჭირდებათ თითეული ჩვენთაგანის მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.ისინი მონაწილეობენ რუსთავი 2-ის პროექტ “ნიჭიერში” .სადაც უკვე გაიარეს შესარჩევი ტური და 9 თებერვალს ანსამბლი “ქართველო” პროექტ “ნიჭიერის” მეორე ტურის სტუმარი იქნება.მათ ძალიან ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა და გულშემატკივრობა.! პროექტი ტარდება რუსთაველის თეატრში,დასწრება თავისუფალია!.ასე რომ 9 თებერვალს ყველანი რუსთაველის თეატრში “ქართველოს” მხარდასაჭერად!..

 

 

 

 

 

გული გულს

Filed Under (სხვა...) by on 01-02-2012

Tagged Under : ,

 221022_199614190083714_199386846773115_578760_6812510_o

 

ხალხნო,როგორც იქნა დაიგეგმა ახალი საქველმოქმედო ღონისძიება!..გული გულს კვლავ იწყებს აქტიურ მოღვაწეობას!..27 თებერვალს,ამჯერად კონსერვატორის სტუდენტებთან ერთად ადმინისტრაციული კორპუსის დარბაზში ჩავატარებთ კონცერტს,რომელზეც დაუკრავს კონსევატორიის დაახლოებით 10 სტუდენტი (რამოდენიმე მემანიშვილის ორკესტრში უკრავს)..ეს იქნება კლასიკური სიმღერის საღამო,რომელიც გასტანს დაახლოებით 1.30 წუთი. დასაწყისისათვის ვაგროვებთ 5-5 ლარს,მოსაწვევების,ბილეთების,პლაკატების,დიდი ბანერის დასაბეჭტად და კიდე უამრავი დეტალების გადასაწყვეტად!..კონცერტზე დასასწრები ბილეთი ფასიანი იქნება,3 და 5 ლარი,აგრეთვე დაიდგმება ყულაბები,ჩვენც დავივლით დარბაზში და ავაგროვებთ შემოწირულობებს,აგროვებული თანხით დავეხმარებით რომელი ბავშვთა სახლს ან მოხუცთა თავშესაფარს!..დეტალებზე დაგვიკავშირდით აუცილებლად,ველოდებით თქვენს გამოხმაურებას და აქტიურობას,ნებისმიერს შეგიძლიათ ჩაერთოთ და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში!..ეს შეტყობინება გაავრცელეთ  ყველამ აუცილებლად!..გავაკეთოთ ყველამ ერთად კიდევ ერთი კეთილი საქმე!..

ჩვენი facebooki-ს გვერდი:  http://www.facebook.com/pages/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A1/199386846773115

 

 

bit.gtu.ge -ს 2 წლის იუბილე.

Filed Under (საინტერესოა!, სხვა...) by on 30-12-2011

Tagged Under : ,

2011 წლის 24 დეკემბერს,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,მეექვსე კორპუსის მეცხრე სართულზე,ჟანი კალანდაძის სახელობის აუდიტორიაში გაიმართა ჩვენი საიტის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენი საიტი შეიქმნა და აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას.ამ 2 წლის განმავლობაში bit.gtu.ge-ზე დაიდო უამრავი პოსტი,გამოჩნდა ბევრი ახალი სახე,რა თქმა უნდა სტუდენტების სახით,ჩატარდა უამრავი ონლაინ სემინარი,მოწვეულ იქნა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები,ჩატარდა უამრავი ღონისძიება,გაიზარდა ჩვენი საიტის მომხარებელთა რაოდენობა,განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც საიტზე განთავსდა ჩვენივე უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ინტერნეტ რადიო “BEQradio”.     

ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები სტუდენტებმა მოაგვარეს,მოწვეულ იქნა უამრავი სტუმარი.სამწუხაროდ საიტის შემქნელი და სულის ჩამდგმელი,ბატონი მიხეილ ქანთარია საპატიო მიზეზთა გამო ამ ძალიან ლამაზ დღეს ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა.ღონისძიებას წარუძღვა ჩვენი მიმართულების ხელმძღვანელი ბატონი ალექსანდრე ედიბერიძე.

Read More »

 

“გული გულს”

Filed Under (ინფორმაცია) by on 07-06-2011

Tagged Under : ,

“გული გულს”  მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან მიდის.

ორკვირიანი შრომის, გადარბენების, დაღლის და შემოწირულობების შეგროვების შემდეგ ” გული გულს ” საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან მიდის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივითა და ქ-ნ ნანა შენგელიას დახმარებით ჩვენ შევძელით ის, რომ შევაგროვეთ სოლიდური თანხა და ვიყიდეთ საჭირო,აუცილებელი ნივთები: სასწავლო ინვენტარი, წიგნები, ტანისამოსი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, პროდუქტი, საყოფაცხოვრებო საგნები და ტკბილეული.რაც მთავარია მოვუგვარეთ სანტექნიკის პრობლემა..
ეს ღონისძიება მიზნად ისახავს მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციას და მათ წახალისებას.  აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თითოეული ასეთი ღონისძიება მათ მომავალზე ჯანსაღად აისახება. ამისთვის კი მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა, პატარების პრობელემების გულთან მიტანა და გათავისება. აუცილებლად უნდა გადავუხადოთ დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომლებიც დაგვეხმარნენ, თბილისის ყველა იმ მაცხოვრებელს, რომლებმაც თუნდაც 5 თეთრი გაიღეს და თავისი წვლილი შეიტანეს ამ კეთილ საქმეში.რომ არა საზოგადეოების კეთილი ნება, ეს ღონისძიება ვერ ჩატარდებოდა.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ერთი დღე ბავშვებისთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება.

 

 

.

 

 

ავტორი მარი მაკარაძე.