Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ცოტა რამ OpenBSD ოპერაციული სისტემის ისტორიიდან…

Filed Under (საინტერესოა!, OS / Servers) by on 03-02-2011

Tagged Under : , , , ,

 

ტექნოლოგიების განვითარება უდავოდ, ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის, კაცობრიობისათვის სასიკეთო საქმეა, მაგრამ სამწუხაროდ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. უარყოფითი მხარის თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება შემდეგი სტატია გახდეს:

წყარო

სტატიაში ლაპარაკია გამოძიების ფედერალური ბიუროს  FBI მცდელობაზე, ოპერაციულ სისტემაში OpenBSD–ს საწყის კოდში ჩაეშენებინათ საკუთარი ტროიანი, შესაბამისად ამ სისტემის ყველა მომხმარებლის ინფორმაციაზე ჰქონოდათ წვდომა. სტატიის ავტორი ამტკიცებს რომ 90-იან წლებში იყო მათი კონსულტანტი და ეხმარებოდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ამ პროექტის განხორციელებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან OpenBSD თავიდანვე შეიქმნა უსაფრთხოებაზე დიდი აქცენტის გაკეთებით, რის გამოც მას მრავალი სამთავრობო ორგანიზაცია იყენებს და მისი შიფრაციის კოდიც ბევრგან არის გამოყენებული, ასე რომ თუ ეს სიმართლეა, ძნელია გარკვევა რა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი გამოძიების ბიუროს.

რა თქმა უნდა ძნელია გაარკვიო სიმართლეა თუ არა ეს კონკრეტული შემთხვევა, მაგრამ თუ რაიმე შესაძლებელია მოხდეს, ეს აუცილებლად მოხდება დროის უსაზღვრო მონაკვეთში, ხოლო როგორ სპეცსამსახურების მუშაობის ისტორია მიგვანიშნებს, მსგავსი ფაქტი ძნელი დასაჯერებელი არ უნდა იყოს.