Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ახალი რუბრიკა: Net-Surfer – დედამიწის ცოცხალი რუკა

Filed Under (საინტერესოა!, WEB, Net-Surfer) by on 28-09-2011

Tagged Under : , , , , , , , ,

 

 

Hey there, People, I’m Boby Brown…  კი არა და …  აქ ვარ ისევ მე, გვანცა ხოჯავა და მინდა დავიწყოთ ერთად ახალი რუბრიკა Net-Surfer . სადაც დავდებთ საინტერესო საიტების ლინკებს და მოკლე მიმოხილვას. პირველი ვიქნები მე, ამ შემთხვევაში და იმედი მაქვს, რომ ყველა ამყვებით და თუ რამე საინტერესო საიტი შეგხვდებათ, ჩვენც გაგვიზიარებთ.

 

ამჯერად კი მინდა შემოგთავაზოთ საიტი  –”  დედამიწის ცოცხალი რუკა ”  იგივე მსუნთქავი დედამიწა (Breathing Earth), რომელიც ცოტა ხნის წინ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და ძალიან ძალიან მომეწონა.

 

Read More »

 

ორთაბრძოლაი იგი დიადი

Filed Under (იუმორი) by on 16-08-2011

Tagged Under : ,

… ქრისტეს აქეთ ორიათას თერთმეტისა წლისა ათექვსმეტისა მარიამობისთვესა გარდახდა დიადი ორთაბრძოლა დიად გმირ გვანცა ილარიონის ასულსა და უტეხ კალიას შორის, მეტსახელად UFO რადგან იყო იგი გოლიათისა ტანისა და სიმაღლე მისი აღწევდა მტკავლის ზომასა. შეიჭრა რა კალია უწვეველად სამზარეულოსა შინა და მოირთხა ფეხნი თვისნი კარადის თეთრსა კარსა ზედან. ჩათვალა თავი თვისი მშვიდად შეუდგა მღერასა. ამ დროს გვანცა იგი მიემართებოდა სამზარეულოსა სანახავად ხომ არ მოიხარშა უბადრუკი მისი ვახშამი ორი კვერცხის ოდენობით და წაწყდა კალიასა მას განრთხმით მჯდომარესა. აღმოჰხდა ღრიალი ისეთი რომ მინებმა ზრიალი იწყეს და უზარმაზი ნახტომით დაიხია უკან. განეშურა იგი სასიკვდილო იარაღის  რომელსა ჰქვიან ახალ ქართულად “ბასანოჩკ” ასაღებად წინკარში და დაბრუნდა რა განზრახულის შესასრულებლად მუხთალი მტერი აღარსად დახვდა. მოჩხრიკა მუნ გვანცამ შემოგარენი, მაგრამ მტერი ჩასაფრებულიყო და არ ინძრეოდა, ვერც ხმაურით, ვერ ყიჟინით ვერ გამოიტყუა მუხანათი მტერი სამზეოზე, ისრის სასროლ მანძილზე.

 

მაშინ გადაწყვიტა გვანცა ილარიონის ასულმა რომ მტერი უკუიქცა მისი იარაღის შიშისა და გამო და მიეცა დროსტარებას. გეახლა რა ვახშამსა თვისსა, მიეცა მუსიკით ტკობობასა და ის იყო რომ ნამუსრევი თეფში სამზარეულოში უნდა დაებრუნებინა, მუხთალი მტერი კვლავ გათავხედდა და ახლა უკვე მაცივრის დალაშქვრა ჰქონდა განზრახული, განრთხმულიყო რა მის გვერდითა კედელზე და სცდილობდა უფრო ზემოთ აცოცებას.

 

აქ კი აღარ დაიბნა ჩვენი ახალი გმირი, სტაცა იქვე ახლოს მიყუდებულ ცოცხს ხელი და უშველებელითა ღრიალითა და საბრძოლო ყიჟინით: “მოკვდი, შე დამპალო!” დაესხა თავს დუშმანს. ერთი მოხერხებული დარტყმით მოახერხა რა ავადსახსენებელი კალიის ძირს დანარცხება, სამი უძლიერესი მოქნევით საბოლოოდ გამოასალმა წუთისოფელს UFOი იგი კალია. 

 

ასე აღრსრულდა ესე ჰამბავი საგმიროი და განდიდებულ იქნა გვანცას სახელი სრულად კალიათა სამფლობელოში.

 

 

cover – საავტორო უფლებების დარღვევა თუ საინტერესო ვარიაცია?

Filed Under (მუსიკა) by on 11-08-2011

Tagged Under : , , , , , ,

მოგესალმებით, დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. წეღან საიტს ვათვალიერებდი და ძალიან მომინდა, რომ ისევ გამოჩენილიყო ჩემი ჩანაწერები თქვენთან.  სწორედ ამიტომ:

Read More »

 

ვებ–დეველოპერის ვაკანსია

Filed Under (ინფორმაცია, WEB, Soft, პროგრამირება) by on 25-05-2011

Tagged Under : , , , , ,

 

 
 
შპს აითინოვეიშენს აქვს  ვაკანსია სტაჟიორი ვებ–დეველოპერის  თანამდებობაზე.
 
აუცილებელი მოთხოვნები: PHP+MySQL , HTML/CSS ცოდნა
                                         JavaScript–ის ცოდნა იქნება სასურველი
 
სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად.
 
სტაჟირება გაგრძელდება 3 თვე. შესაძლებელია ბონუსური ანაზღაურება.
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV და საკონტაქტო ინფორმაცია info@itnovations.ge –ზე 20 ივნისამდე.
 
 
 

“თანამედროვე მიდგომები ვებ–დეველოპმენტში” სემინარის მასალა

Filed Under (სემინარები, ინფორმაცია, ელ.ბიბლიოთეკა, WEB, მოდელირება) by on 11-05-2011

Tagged Under : , , , , , ,

როგორც დაგპირდით, გთავაზობთ სემინარის მასალას. 

Read More »

 

სემინარი “თანამედროვე მიდგომები ვებ–დეველოპმენტში”

Filed Under (სემინარები) by on 15-04-2011

Tagged Under : , , , , ,

ოთხშაბათს, 20 აპრილს, 13 საათზე ჩვენთან ჩატარდება სემინარი თემაზე "თანამედროვე მიდგომები ვებ–დეველოპმენტში". სემინარს წავიკითხავ მე, გვანცა ხოჯავა. განვიხილავ შემდეგ თემებს:

 

1. თანამედროვე ვებ–დეველოპმენტის სირთულეები და მიდგომები
2. აითი პროექტების მართვის თავისებურებები
3. თანამედროვე პროგრამული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ვებ–დეველოპმენტში
4. ITNovations პროექტები განათლების სფეროში (ელექტრონული ჟურნალი და ინტერაქტიული დაფები)
5. ITNovations ვაკანსიები
 
სემინარი ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეექვსე კორპუსში, მერვე სართულზე, 805ბ ოთახში. 
 
 

ისწავლე სხვის შეცდომებზე…

Filed Under (საინტერესოა!, WEB) by on 02-02-2011

Tagged Under : , , , ,

ამბობენ, ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ… არ არსებობს ადამიანი, რომელიც რამეს აკეთებს და შეცდომა არ მოსდის…

ხოდა სწორედ ასეთი ჭკვიანი ადამინებისთვის შეიქმნა საიტი, სადაც შეგიძლიათ, წაიკითხოთ სხვების შეცდომები, გაუზიაროთ მათ თქვნი დაშვებული, და გახდეთ ცოტათი უფრო გამოცდილი, ვიდრე ახლა ხართ. 🙂

http://learnonmistakes.com მოგცემთ საშუალებას, ისწავლოთ სხვის შეცდომებზე და იყოთ ჭკვიანი. 🙂