Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

TED.com – Ideas worth spreading

Filed Under (Net-Surfer, ინფორმაცია) by on 20-01-2012

Tagged Under : , , ,

TED არის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ადამიანები ერთმანეთს ნამდვილად ღირებულ იდეებს უზიარებენ. ეს კონფერენცია 1984 წელს შეიქმნა და თავიდან მოწოდებული იყო, ერთად შეეკრიბა ხალხი და იდეები ტექნოლოგების, გართობისა და დიზაინის სფეროდან (technology, entertaiment, design = TED) , თუმცა მას შემდეგ მასშტაბები გაფართოვდა და კონფერენცია უფრო მრავლისმომცველი და მნიშვნელოვანი გახდა.

Read More »

 

CES 2012 Consumer Electronic Show

Filed Under (ინფორმაცია, საინტერესოა!) by on 10-01-2012

 

ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ალაგებს თავის გაჯეტებს, ნოუთბუქებს, ფოტოაპარატებს და მიემგზავრება ლას ვეგასში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაზე CES (Consumer Electronic Show) დასასწრებად.

Read More »

 

Art Project powered by Google

Filed Under (Net-Surfer) by on 09-01-2012

Tagged Under : , , , ,

 

გამარჯობათ. დღეს მინდა ერთ ძალიან ლამაზ და საინტერესო პროექტზე გიამბოთ.  ჩვენი კეთილი, დიადი გუგლი ნამდვილად გასაოცარ მოგზაურობას გპირდებათ მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში.

თუ გსურთ, დაათვალიეროთ ულამაზესი ხელოვნების ნიმუშები, რომელბიც გამოფენილია მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში, ისეთებში, როგორიცაა ტრეტიაკოვის გალერეა მოსკოვში, ვერსალის სასახლე ვერსალში, ეროვნული გალერეა ლონდონში, გემელდეგალერეა ბერლინში და კიდევ უამრავი სხვა, ეს საიტი სწორედ თქვენთვისაა.

Read More »

 

bookmate.ru – წიგნების მეგობარი

Filed Under (Net-Surfer) by on 03-11-2011

Tagged Under : , , ,

 

დღეს მინდა მოგითხროთ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საიტის შესახებ. ეს არის დიდი ბიბლიოთეკა, სადაც უამრავი წიგნია, და რაც მთავარია, ძალიან ლამაზ და თვალისთვის ადვილად წასაკითხ ფორმატში.

 

Read More »

 

ბუნების ახალი 7 საოცრება

Filed Under (Net-Surfer) by on 25-10-2011

Tagged Under : , , ,

 

მთელ დედამიწაზე გვხვდება ადგილები, რომლებიც თავისი სილამაზით, უცნაურობით და გამორჩეულობით გვაოცებს. ბევრი მათგანი ნამდვილად იმსახურებს ბუნების საოცრების წოდებას.  ამ აზრს ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს და ამიტომაც 2011 წლის 11 ნოემბერს მსოფლიო ირჩევს ბუნების 7 საოცრებას. ხმის მიცემა შესაძლებელია საიტით New 7 Wonders და ასევე ტელეფონითაც.

 

Read More »

 

Ego – Alter Ego . Com

Filed Under (Net-Surfer) by on 17-10-2011

Tagged Under : , ,

 

დღეს მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი საინტერესო საიტი – ბლოგი, რომელიც დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე და მაშინვე შევიყვარე.

 

Ego-Alterego.com  არის ბლოგი მხატვრობასა და დიზაინზე, სადაც ყოველდღურად იდება რამდენიმე სტატია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შესახებ.

 

Read More »

 

Clients from Hell

Filed Under (Net-Surfer) by on 10-10-2011

Tagged Under : ,

 

 

ვინც საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით მუშაობს, ყველაზე მტკივნეულ პრობლემად კლიენტებთან ურთიერთობა ესახება. ხშირად ისეც ხდება, რომ პროექტს არ იწყებს კომპანია და ურჩევნია, მოგების გარკვეულ ნაწილზე საერთოდ უარი თქვას, ოღონდაც “ასეთ კლიენტთან” აღარ (არ) ჰქონდეს ურთიერთობა.

 

არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ზოგადი და ელემენტარული განათლებაც კი ჯერ კიდევ ძალიან მწირია, თუ “კლიენტი ყოველთვის მართალია” დოგმა მოქმედებს მათზე ასე უცნაურად.

 

ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ასეთი “პატარა” საიტი: clients from hell.  ჩემს რიდერში მოსული RSS-ი ხშირად მაცინებს, ხშირად მაღელვებს და ხშირად მახსენებს ანალოგიურ სიტუაციებს, რომლებიც მეც გადამხდომია თავს.

Read More »