Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ქრისტეს აღდგომა

Filed Under (სხვა...) by on 24-04-2011

 

                          http://img151.imageshack.us/img151/5443/qqqqqqqqqv.jpg
       არ არის სასწაული, უფრო დამოწმებული, არ არის ჭეშმარიტება უფრო გასახარი ადამიანის გულისათვის, როგორც ქრისტეს ყოვლადდიდებული მკვდრეთით აღდგომა! მოკლედ გვიყვებიან წმინდა მახარებლები უფლის აღდგომაზე, მის გამოცხადებაზე მენელსაცხებლე დედებთან და მოწაფეებთან; მაგრამ ამ მცირეოდენშიც ჩვენი გული შეიგრძნობს ამ სიხარულის სიჭარბეს, რომელმაც აღავსო გულები წმინდა კეთილმაუწყებლებისა, იმ ზეციურ სიხარულს, რომელიც ვერ გამოიხატება სიტყვებით, და არ ავრცობს რა დაწვრილებით, აჩენს მას უმეტესად აღფრთოვანებით სავსე გულის წამოძახილში: „რაბბუნი!… უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ და ამ წმინდა სიხარულის გამოძახილად ჩვენ გულებში ჩნდება ჩვენი ტკბილი სააღდგომო მილოცვა „ქრისტე აღსდგა – ჭეშმარიტად აღსდგა!..“
 

Read More »

 

ინოვაციური პოლიტიკა და ტექნოპარკები

Filed Under (საინტერესოა!) by on 24-03-2011

Tagged Under : , , ,

 

    ინოვაციური პოლიტიკის რეალიზაცია წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის საჭირო უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, ხოლო ინოვაციური ინფრასტრუქტურის ყველაზე გავრცელებული სახეა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ტიპი- ტექნოპარკი. თავად ტერმინი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი (ტექნოპარკი), შედარებით ახალია და ნიშნავს განათლების, მეცნიერების, წარმოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტეგრაციას, რომელსაც, როგორც წესი თან ახლავს გადასახადებისა და დაბეგვრის შეღავათიანი სისტემა.
ტექნოპარკები სულ უფრო და უფრო პოპულარი ხდება მსოფლიოს ყვლა კუთხეში. მათი შექმნით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კერძო საწარმოები ან სასწავლებლები, არამედ, მთავრობებიც, ვინაიდან ტექნოლოგიური პარკი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და სუსტი რეგიონების განვითარებას. ტექნოპარკის ძირითად მიზანს შეძლება წარმოადგენდეს გამომგონებლებისა და მკვლევარების ჯგუფებს შორის, ან ტექნოლოგიური პროდუქციის სხვადასხვა მწარმოებლებს შორის კომუნიკაციიის დამყარების ხელის შეწყობა.
 

  

Read More »

 

ელექტრონული ფოსტა იგივე იმეილი

Filed Under (საინტერესოა!, WEB) by on 10-03-2011

Tagged Under : , , , ,

jiui

   ელექტრონული ფოსტა, იგივე იმეილი არის ტექნოლოგია წერილების მიღებისა და გაგზავნისა კომპიუტერულ ქსელში. დღეისათვის, ეს სისტემა ფართოდ გამოიყენება სპამერების მიერ რომელიც თვითნებურად აგზავნინებს არასაჭირო წერილებს, რომელთაც სპამი  ეწოდება, თუმცა არსებობს სპეცილური სისტემები, რომელიც ბლოკავს მსგავსი წერილების უმეტესობას.
  ელექტრონული ფოსტის შექმნის თარიღად შეიძლება დავასახელოთ 1965 წელი, როდესაც მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა, ნოელ მორისმა და ტომ ბან ბლეკმა დაწერეს პროგრამა MAIL.

Read More »

 

Moodle- ელექტრონული სწავლების პროგრამა

Filed Under (პროგრამირება) by on 21-02-2011

Tagged Under : , ,

http://img641.imageshack.us/img641/9718/bbbbbbbbbbbbbbn.png

    Moodle  აბრევიატურა არის ორიენტირებული საშუალო დინამიურ სწავლაზე. იგი წარმოადგენს თავისუფალ და გახსნილ ელექტრონული სწავლების პროგრამას. 2010 წლის ოქტომბრისათვის 49 952 ადამიანი იყო დარეგისტრირებული. Moodle პირველი შემუშავებული online კურსის პროგრამაა, რომელიც შექმნა მარტინ დოუგიამსმა. პროექტი Moodle შედგება რამოდენიმე დამოუკიდებელი ელემენტისგან, მაგალითად პროგრამული სწავლება. პროგრამა ასევე რთავს მასში ბევრ არაპროფესიონალ ”დეველოპმენტს”, რომლებიც სპეციალური კოდით შედიან პროგრამაში და იღებენ ლიცენზიას. Moodle-ს კონსტრუქცია აძლევს საშუალებას ნებისმიერ მომხმარებელს შექმნას დამატებითი მოდული და აქვს ასევე შესაძლებლობა რომ გახდეს საერთაშორისო პროექტის ნაწილი.

Read More »

 

ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების აუცილებლობა

Filed Under (სხვა...) by on 29-01-2011

Tagged Under : , , ,

97.imageshack.us/i/bitlogotext1.jpg

    თანამედროვე ბიზნესის წარმატება დიდად არის დამოკიდებული ტექნოლოგიებზე. დღეისათვის, ტექნოლოგიები არის ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ორგანიზაციის არა თუ ეფექტიანი, არამედ საერთოდ – ფუნქციონირებაც კი. წარმატებისთვის, კერძო ბიზნესსაც და სახელმწიფოსაც, საუკეთესო ინსტრუმენტები – თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ესაჭიროება.

 

Read More »

 

თაგვი, რომელიც კომპიუტერში თავისუფლად დაძვრება:):):)

Filed Under (საინტერესოა!) by on 22-01-2011

Tagged Under : , ,

   კომპიუტერთან მუშაობისას ყველა იყენებს თაგვს, ე.წ. მაუსს. თუ ის კარგად ფუნქციონირებს, მის არსებობას ვერც კი ვგრძნობთ და ალბათ არც ის მოგვდის თავში აზრად, ამ პატარა რაღაცის შექმნასაც რომ თავისი ისტორია აქვს. მის გამოგონების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, ხოლო ის, თუ ბოლო 46 წლის განმავლობაში, ანუ მისი თავდაპირველი სახის გამოშვებიდან დღემდე, რამდენი თაგვი იქნა წარმოებული, საერთოდ უცნობია.

 

Read More »

 

გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო სიტყვა

Filed Under (საინტერესოა!) by on 27-11-2010

Tagged Under : , , ,

        ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა… არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ კაცსა თუ ქალს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. ადამიანებს დავუმტკიცებდი, თუ რაოდენ სცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ სიყვარულის უნარს პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი, რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის.

Read More »