Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დღეს პირველი აპრილია,მოტყუება ადვილია!

Filed Under (სხვა...) by on 01-04-2012

საზოგადოებაში არსებობს ტერმინი „დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია“იზიარებს თუ არა ეკლესია ამ გამოთქმას და რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამის მიმართ.

ტყუილი ბოროტმა სულმა – ეშმაკმა დაბადა ამქვეყნად, როცა პირველი ადამიანები აცდუნა, მოტყუებით დაარღვევინა საღმრთო მცნება და ამით ცოდვასა და სიკვდილს დაუქვემდებარა. მას შემდეგ სატანა უმთავრესად სულ ტყუილით მოქმედებს – აცთუნებს ადამიანს და ამ გზით სურს მისი დაღუპვა.ღმერთს დაშორებული ადამიანებიც ხშირად ატყუებენ ერთმანეთს და ამით დაღუპვის გზას ადგებიან. ერთი სიტყვით, ტყუილზე უფრო საზიზღარი რამ არ მოუგონია ეშმაკს. ისევე, როგორც ცოდვებშიც არის გარჩევა – უნებლიე, უმნიშვნელო ცოდვასთან ერთად, არსებობს მომაკვდინებელი ცოდვებიც!,ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ტყულის მიმართ, მაგრამ ტყუილის არსი მაინც ყოველთვის ბოროტია და შედეგებიც ასეთივე ექნება, რამეთუ მაშინაც კი, როცა ბავშვს რაღაცას ვატყუებთ, თითქოსდა უწყინრად  და უმტკივნეულოდ, მის სულში ფუჭი ოცნებისა და ამაო იმედების ბოროტ მარცვალს ვთესავთ, რაც ადრე თუ გვიან უსათუოდ იჩენს თავს მის ცხოვრებაში… მოკლედ რომ ვთქვათ, ყველანაირი ტყუილი ცუდია და დასაგმობია!..შეიძლება თავი იჩინოს იმაში რომ მან ჩათვალოს რომ ტყული კარგია დაეჩვიოს და  ხშირად მოიტყუოს.

დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია! ამ დღეს ზოგჯერ სერიოზული გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც კი მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში აქვეყნებენ „უწყინარ“ ტყუილებს როგორც სრულ სიმართლეს. ისე რომ, ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის.ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა!

ეს „უწყინარი“ ჩვეულება – საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!ქრისტეს აღდგომის უარყოფის ნიშნად.

გაზაფხული და, განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანთა ეს დღესასწაული, რომელიც მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეში იყო. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. მაშინ საზიზღარი ტყუილი მოიგონეს უფლის ჯვარმცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა – იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო! – აი, სწორედ ამ მკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს ჩვეულება მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ქრისტეს აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საზოგადო მსახურებაც!

ახლა თავად გადაწყვითეთ რამდენად მართებული და მისაღებია გამოთქმა დღეს პირველი აპრილია მოტყუებად ადვილია.

 

რატომ მიმატოვე დედა? !

Filed Under (სხვა...) by on 14-03-2012

ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ადამიანებსა, რომლებსაც არავინ ჰყავთ,ადამიანებს რომლებსაც  სჭირდებათ სითბო და სიყვარული,ადამიანებს რომელბიც მიატოვეს.

საუბარი მაქვს ბავშვებზე,რომელებიც ბავშვთა თავშესაფარში მიაბარეს,ბავშვებზე რომლებსაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ მშობლის სითბო,რომლებსაც პატრონი მხოლოდ 18 წლამდე ჰყავთ მერე კი თვითონაც არ იციან რა ქნან..ყველა ასეთ ბავშვს უჩნდება შეკითხვა “რატომ მიმატოვე დედა?”პასუხს კი ვერ პოულობენ,ეს ბავშვები ყოვლად მოკლებულნი არიან მშობლის სიყვარულს,რომელსაც  ვერცერთი აღმზრდელი ვერ შეუცვლის.18 წლის შემდეგ ისინი გამოდიან ცხოვრების ასპარეზზე მარტო,არ იციან რა უნდა ქნან და ზოგიერთმა შეიძლება ცხოვრება  4 კედელს შუა ყოფნით გააგრძელოს , სადაც აღმზრდელს ზედამხედველი ცვლის.ბევრი მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობს,იმ ადგილებში რომელიც ხალხს დავიწყებული აქვს,ისინი არავის ენდობიან რადგან არავინ ენდობა,არავინ უყვართ რადგან არავის უყვარს ისინი,არავის პატიობენ რადგან არავინ პოტიობს მათ.ისინიც ჩვეულებრივი ბავშვები არიან ისევე როგორც ჩვენ და მათაც სჭირდებათ სითბო,ესეთები კი მხოლოდ იმიტომ გახდნენ,რომ დედამ მათზე უარი თქვა,უარი თქვეს ცხოვრების ყველაზე დიდ საჩუქარზე,უარი თქვა ეგრძნო შვილის სითბო.მიდიხარ ქუჩაში და ხედავ, როგორ მათხოვრობს ხალხი ფულის გამო,როგორ დგას დედა თავის შვილთან ერთად რომ 5-10 თეთრი იშოვოს თავისი შვილისთვის,როგორ მათხოვრობს ინვალიდი ადამიანი იმისთვის რომ პურის ფული იშოვოს . თავშესაფრიდან გამოსული ბავშვები მათხოვრობაში ხედავენ თავის რჩენის ერთადერთ გზას.არავინ ცდილობს იმ უდედმამო ბავშვებს პატარა,სულ პატარა ბიძგი მისცენ ცხოვრებაში და იქნებ ისინი ქურდები არ გახდნენ,სულ ოდნავ აგრძნობინონ სითბო და სიყვარული,მათთვის ეს უფრო ძვირფასია ვიდრე 10 ან 20 ლარი,მათ ადამაინის თანადგომა სჭირდებათ,არავინ ოცნებობდა მათხოვრობაზე,ქურდობაზე ან მეძავეობაზე,ეს ცხოვრებამ აიძულა მათ,ცხოვრებამ რომელიც მათმა მშობლებმა შეუქმნეს და თითქმის  არავინ ცდილობს უთანაგრძნოს.

 

სტუს შესახებ ცოტა რამ

Filed Under (სხვა...) by on 06-03-2012

ერთხელ ლექციაზე ჩემმა ლექტორმა ამაყად გამოცხადა რომ მისთვის რა საკითხზეც არ უნდა დაგესვა კითხვა ყველაფერს უპასუხებდა.მოულოდნელად ერთი ბიჭი ადგა და კითხა:-ვისი სახელობის არის ჩვენი უნივერსიტეტიო?ლექტორი დაიბნა სამწუხაროდ არ ვიციო.გაიკითხა კათედრაზე და აღმოაჩინა,რომ არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ.საკითხმა მეც დამაინტერესა და სახლში მისვლისთანავე ინტერნეტში მოვძებნე.აღმოვაჩინე რომ სტუ ადრე ლენინის სახელობის ყოფილა როცა დაარსებულა.აქვე დავამატებ იმას რომ უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16იანვარს,თბილსის სახელმწიფო უნვერსიტეტის  პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით,რომელსაც 1928 წელს შეუერთდა (1917 წელს დაარსებული) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

დღეს უნივერსიტეტში მოქმედებს 8 ფაკულტეტი და 28 დეპარტამენტი,ასევე  1500 პროფესორ-მასწავლებელი და საშტატო მოსამსახურე ჰყავს.

 

23 თებერვალი

Filed Under (ისტორია) by on 28-02-2012

ჩემს პირველ პოსტში მინდა შევეხო ჩემთვის ძალიან მტკივნეულ თემას(სხვას შეიძლება უბრალოდ გაეცინოს ამაზე და ისიც თქვას რა ენაღვლებაო).თებერვლის თვეში 1921 წელს ალბათ ყველამ კარგად იცის რაც მოხდა ამიტომ ამ თვეში ერთი კვირა გლოვის კვირად არის გამოცხადებული.18თებერვლიდან 25 თებერვლამდე.რუსეთი კი ამ კვირაში 23 თებერვალს აღნიშნავს წითელ არმიელთა დღეს,სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ქართველმა ეს არ იცის და ამ დღეს ერთმანეთს კაცთა დღეს ულოცავენ ,რაც ძალიან არ მომწონს…მგონი დროა რომ ქართველებმა გაიგონ რომ ეს ჩვენი დღესასწაული არ არის.წითელ არმიელებმა მოღალატე ქართველებთან ერთად 18-19 წლის ბიჭები დახოცეს კოჯორში და მგონი მათდღესასწაულს ჩვენ არ უნდა აღვნიშნავდეთ…