Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი -’’ნათლობა’’

Filed Under (სხვა...) by on 15-12-2011

Tagged Under : ,

    „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა’’-მითითებულია სახარებაში . პირველი ნათლობა ჩატარდა მდ.იორდანეში, როცა თვით უფალი მონათლა იოანე ნათლისმცემელმა. ეს შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან  ერთ-ერთია, რომელიც პირველი სრულდება მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრებაში.  ნათლობის რიტუალი ხდება მთლიანი სხეულის წყლით დასველებით,  რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავისუფლდება თავისი ცოდვებისაგან და მისგან სრულიად ახალი პიროვნება იბადება

Read More »

 

შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი -”ჯვრისწერა”

Filed Under (საინტერესოა!, სხვა...) by on 13-12-2011

Tagged Under : , , ,

                    ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ ჯვრისწერას არის, ქორწინების საიდუმლო-ერთერთ შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან, ამ დროს თვით ღმერთის მიერ იკურთხევა მამაკაცისა და ქალის შეუღლება. დაოჯახება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ ბუნებრივია, რომ ყოველი მორწმუნე ადამიანი ცდილობს გამოითხოვოს კუთხევა უფლისგან ოჯახის შექმნისა, სადაც იქნება სიყვარული, ერთობა, ურთიერთგატანა და ნდობა

.

Read More »

 

გლოცავთ წმინდა ალექსანდე ნეველის ხსენების დღეს!

Filed Under (საინტერესოა!) by on 06-12-2011

Tagged Under :

კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი ვლადიმირის დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის ძე იყო. წმიდანი 1220 წელს დაიბადა. მან სიყმაწვილიდანვე შეითვისა ქრისტიანული მოძღვრება. ნეტარს ძლიერ უყვარდა საეკლესიო საგალობლები, მუდამ წმიდა მამათა ნაწერებს კითხულობდა. ღამისთევები და ღვთისადმი ლოცვა-ვედრება მისი საყვარელი საქმიანობა იყო. 1236 წელს ალექსანდრე ნოვგოროდის მთავრად აირჩიეს. სულ მალე, 1340 წელს მის სამთავროს თავს დაესხნენ შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს შემომტკიცებას და აქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ცდილობდნენ. ღვთის მსასოებელმა ალექსანდრემ მდინარე ნევის ნაპირებზე მცირერიცხოვანი რაზმით სასტიკი დამარცხება აგემა მტრის ურიცხვ ლაშქარს, რისთვისაც ხალხმა „ნეველი“ უწოდა. 1242 წელს ნეტარი გერმანელ ჯვაროსნებს შეებრძოლა და, უფლის შეწევნით, კვლავ გაიმარჯვა.

ალექსანდრეს კარგად ესმოდა, რომ იმ დროს თათარ-მონღოლებთან შებმა უაზრო იყო და ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ადგა. 1250 წელს მან ნოვგორდის დიდი მთავრის წოდება მიიღო და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისა და ქვეყნისთვის. ხანებთან შუამდგომლობით წმიდანმა მოახერხა, რომ ეპისკოპოსები და მღვდლები თათართა გადასახადებისგან გაეთავისუფლებინა; წმიდა ალექსანდრე მართლმადიდებლობის მტკიცე აღმსარებელი იყო: როცა იგი პირველად ჩავიდა თათართა ბანაკში, ქურუმებმა კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა მტკიცე უარით უპასუხა და განაცხადა: „მე მხოლოდ ცისა და ქვეყნის შემოქმედ, სამებით ქებულ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვსცემ თაყვანს“. ბათო-ხანი, რომელიც პატივს სცემდა რუსი მთავრის სიმამაცესა და სიბრძნეს, მის საქციელს შემწყნარებლურად შეხვდა.

პაპმა ინოკენტი IV-მ წმიდანს რომაული კათოლიციზმის მიღება შესთავაზა, რაზეც ალექსანდრემ უპასუხა, ჩვენ მოციქულებისგან გადმოცემული სწავლება გვიპყრია და თქვენი სწავლების მიღება არ გვსურსო. 1262 წელს თათართა მძლავრობისგან შევიწროებული ხალხი აჯანყდა. განრისხებულმა ხანმა მათ დასასჯელად ლაშქარი გაამზადა. ალექსანდრე ურდოში წავიდა, რომ თათარი ხელისუფლის გული მოელბო, მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ, ხანგრძლივი ღვაწლით დაუძლურებული, უკან მობრუნებისას სასიკვდილოდ დასნეულდა. სულთმობრძავმა მთავარმა სქიმა შეიმოსა ალექსის სახელით, წმიდა საიდუმლოს ეზიარა და 1263 წლის 14 ნოემბერს, ორმოცდასამი წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.

23 ნოემბერს კეთილმსახური მთავრის წმიდა ცხედარი პატივით დაკრძალეს ვლადიმირის ღვთისმშობლის შობის მონასტერში. გადმოცემით, როცა ნეტარ ალექსანდრეს წესს უგებდნენ, სასწაული აღესრულა – მან შენდობის ბარათის მისაღებად ცოცხალივით ხელი გაშალა.

1380 წელს აღესრულა უფლის სათნომყოფლის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება (ამ მოვლენას ეკლესია 30 აგვისტოს აღნიშნავს)

 

„არც უნდა ვაკეთოთ საქმე, რომლის წინ ვერ იქნება ლოცვა’’…

Filed Under (საინტერესოა!) by on 06-12-2011

Tagged Under : ,

ერთხელ წმინდა სილუანე ათონელს მოუწია რუსეთში ჩასვლა, მატარებელში მას დაემგზავრა ერთი ვაჭარი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და ბერსაც შესთავაზა, ბერმა უარი უთხრა, მაშინ ვაჭარმა დაიწყო ჩაძიება, თუ რატომ იყო თამბაქოს მოწევა ცოდვა, მაშინ მამა სილუანემ შესთავაზა მოწევის წინ ეთქვა „მამაო ჩვენო’’, „არა, რაღაც ვერ მიდის ლოცვა მოწევის წინ’’-უპასუხა ვაჭარმა, „მაშ არც უნდა ვაკეთოთ საქმე, რომლის წინაც ვერ იქნება ლოცვა’’- მიუგო ღირსმა მამამ

.

     დღევანდელი თინეიჯერი გოგოების ერთერთი მავნე „სენი“ თამბაქოს მოწევაა, ექიმებმა გამოიკვლიეს, რომ  თამბაქოს მოწევა ქალს დაახლოებით  8 წლით ადრე აბერებს, მოწევის გამო კანი ჟანგბადით კარგად აღარ მარაგდება, მწეველი ქალები კი ხშირად წელში იხრებიან და ზურგში ტკივილს განიცდიან. თამბაქოს მოწევა ორსულობის დროს მნიშვნელოვან კავშირშია ნაადრევ მშობიარობასთან ან ახალშობილის უეცარ სიკვდილთან L  მწეველი ქალი დროთა განმავლობაში დამოკიდებული ხდება ნიკოტინზე და გარკვეული ხარისხით თავისუფლებასაც კი კარგავს.

თამბაქოს მოხმარება რელიგიურ დატვირთვასაც ატარებს, როგორ წმინდა მამები ამბობენ, მწეველი ადამიანი თვით ეშმაკს ეთაყვანება… სიგარეტის მოწევის შედეგად ყოველლიურად მსოფლიოში 3-4 მილიონი ადამიანი იღუპება, სიმსივნეების შემთხვევათა 87%-ის გამომწვევი  თამბაქოა.

   „მოწევა’’  მოზარდებში თავის დამკვიდრების ერთერთი მთავარი ატრიბუტია, ის ხშირად მიბაძვს საგანი ხდება, რაც მიუთითებს მსუბუქ ნებისყოფაზე, მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელია, რადგანაც სტალინი გამუდმებით ეწეოდა და არ შეიძლება მას სუსტი ნებისყოფი ადამიანი ვუწოდოთ

 

სვირინგი

Filed Under (საინტერესოა!) by on 05-12-2011

Tagged Under :

 

    ტატუ-დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც თინეიჯერ ბიჭებში, ასევე გოგონებშიც. მისი ისტორია დაახლოებით 6000 წლის წინ დაიწყო და ის პირველად მოხსენიებული იყო ბრიტანელი კაპიტნის ჯეიმს კოკის დღიურში… გასულ საუკუნეებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ქალი მუმიების სხეულზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის უამრავი ტატუ აღმოაჩინეს.

 მან ყველაზე დიდი პოპულარობა თავდაპირველად მოიპოვა იაპონიაში, დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდე აიყვანეს, ზოგი ცხოველისა თუ მწერის გამოხატულებას ირჩევს, ზოგი ცნობილი ციტატების წარწერას იკეთებს, ზოგიც საყვარელადამიანთა სახელებსა და ფოტოებს..

.

     ტატუს გაკეთებისას შეიძელა სხეულში ინფექცია შეიჭრას და დიდი პრობლემისა და საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანი, თანამედროვე სალონებში ამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, ერთჯერადად იყენებენ ნივთებს, ხოლო იარაღებს ყოველი გამოყნების შემდეგ სტერილიზაციას უკეთებენ.

 

 მაჰმადიანები ტატუს კრძალავენ, მათი აზრით სხეულის მოხატვა ღმერთის ქმნილების შეცვლაა, რაც შეეხება მართლმადიდებლებს, არაერთი მოძღვარი ურჩევს თავის მრევლს, რომ ღვთისგან ბოძებული სხეული ხელუხლებელი უნდა იყოს და მასში ცვლილების შეტანა დიდი ცოდვაა.

 

საშობაო მარხვა დაიწყო

Filed Under (სხვა...) by on 03-12-2011

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენრის თანახმად ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვრას, უფლის შობის დღეს დასრულდება.
ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. მარხვას ყოველი მორწმუნე საკუთარი ძალებისა და მონდომების შესაბამისად ინახავს. შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. საერთოდ, მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე დამოკიდებულია სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე.
საშობაო მარხვისას მორწმუნეები შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან,. “როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, – წერს წმიდანი, – ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ”.
მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ადამიანი მარხვით იზღუდავს საკუთარ თავს. ამით იგი ცდილობს, საკუთარი თავი გაზარდოს და სრულყოს. მორწმუნე ადამიანი მოძღვართან ურთიერთობით წყვეტს, თუ როგორ უნდა შეინახოს ესა თუ ის მარხვა. ამ ყოველივეს იმიტომ ვასრულებთ, რომ ველოდებით უფლის შობის დღესასწაულს…