Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

უცნაური დამთხვევები

Filed Under (საინტერესოა!) by on 11-02-2012

ბევრი მოვლენა აუხსნელია. არსებობს კითხვები, რომლებსაც მეცნიერები ვერ სცემენ პასუხს. უცნაური დამთხვევები კი მაინც აგრძელებენ არსებობას და ჩვენში ინტერესის გამოწვევას…

1664 წელს უელსის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა. გადარჩა მხოლოდ ერთი მგზავრი: ჰიუ უილიამსი. 1785 წელს იმავე ადგილას კატასტროფა განიცადა კიდევ ერთმა გემმა, გადარჩა მხოლოდ ერთი მგზავრი: ჰიუ უილიამსი. 1860 წელს უელსის სანაპიროსთან ჩაძირული გემიდან მხოლოდ ერთი ადამიანი: ჰიუ უილიამსი გადაარჩინეს.

აუხსნელია ის ფაქტი, რომ ამერიკის პრეზიდენტებმა, რომელთა არჩევის წელიც 0-ზე მთავრდება, ტრაგიკულად დაასრულეს სიცოცხლე: ლინკოლნი(1860),   გარფილდი(1880),   მაქკუინი(1900)  და კენედი(1960)  მოკლეს.

ჰარისონი(1840) ფილტვების ანთებით, რუზველტი პოლიომიელიტით, ჰარდინგი(1920)  ინფარქტით.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი უფოლოგი 24 ივნისს გარდაიცვალა.

1964 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა წიგნის “მფრინავი თეფშები კულისებს მიღმა” ავტორი ფრენკ სკალი.

1965 წლის 24 ივნისს კინომსახიობი და უფოლოგი ჯორჯ ადამსკი, ხოლო 1967 წლის 24 ივნისს ერთდროულად ორი უფოლოგი: რიჩარდ ჩენი და ფრენკ ედვარდსი.

გერმანელი კომპოზიტორი რიჰარდ ვაგნერი 1813 წელს დაიბადა. მისი სახელი და გვარი 13 ასოსგან შედგებოდა, დაბადების თარიღში შემავალ ციფრებს თუ შევკრებთ მივიღებთ 13, კომპოზიტორმა გახსნა თეატრი ბაიროში 13 აგვისტოს, სიცოცხლის მანძილზე 13 მუსიკალური დრამა დაწერა. 13 აპრილს დაასრულა ოპერა “ტანჰაიზერი”, რომლის პრემიერა 13 მარტს გაიმართა. დრეზდენის ამბოხში მონაწილეობის გამო კომპოზიტორი 13 წლით გადაასახლეს, 13 სექტემბერს შეიწყალეს, 13 თებერვალს კი გარდაიცვალა.

ვირჯინიის შტატის პარკის დარაჯს, როი სალივანს, მეხი შვიდჯერ დაეცა და შვიდჯერვე გადარჩა…  Big Boss

 

სურათი

Filed Under (ნაწარმოებები) by on 13-01-2012

სიცოცხლე შავ ჩარჩოში ჩასმულ თეთრ ქაღალდზე დახატული თითოეული ჩვენგანის სახეა და მოქმედება. დროის გარკვეულ მომენტში ზოგი სახე ამოიშლება და მის მაგივრად, მისსავე ადგილას სხვა გამომეტყველება დაისადგურებს. ასე ენაცვლებიან ადამიანთა სახეები, თუ მოქმედებები ერთმანეთს შავ ჩარჩოში ჩასმულ თეთრ ქაღალდზე. ზოგი სახე ქრება, ზოგი რჩება, ზოგი იხატება. ზოგიერთი თეთრ ფურცელზე დახატვისთანავე იშლება. ზოგიც ისე სწრაფად უჩინარდება,რომ ბევრი დამთვალიერებელი საერთოდ ვერ ამჩნევს მას.
ესაა,რომ სახეები ერთმანეთის მონაცვლეობით ქრებიან და არა სულ ყველა ერთად. ყველა სახე რომ ამოიშალოს, სურათი აზრს დაკარგავს, რადგან მხოლოდ შავ ჩარჩოში ჩასმული თეთრი ფურცელიღა დარჩება… სურათის აზრი და მნიშვნელობა მხოლოდ უმანკოება და სიწმინდე იქნება. ეს კი არ კმარა. ამ უზარმაზარი სიწმინდის მიუხედავად სურათზე სიცარიელე დაისადგურებს. სიცარიელე კი მოწყენილობასა და სიმარტოვეს წარმოშობს, რომლითაც თვით სიწმინდეც კი იღლება. სურათი, რომელზეც მარტოობა, მოწყენილობა და სიცარიელეა გამოსახული ნაკლებად საინტერესო და მოსაბეზრებელია თვით ყველაზე დიდსულოვანისა და წმინდისთვისაც კი.
ამიტომ ხატავს ავტორი უშველებელ სურათზე სხვადასხვა სახეს. თითოეულს რაღაც აზრი, სარგებლობა და სილამაზე რომ არ ჰქონდეს, ავტორი არც დახატავდა მათ. სახეების გარეშე სურათს აზრი არ აქვს; თეთრი ფურცლის გარეშე კი საერთოდ ვერ იარსებებს. გაუფრთხილდი სიცოცხლეს…

 

Hypnosis – ჰიპნოზი

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 02-12-2011

Tagged Under :

ჰიპნოზი – ესაა მდგომარეობა, როცა ადამიანს სძინავს ან ნაწილობრივ მაინცაა ფხიზელი. იგი ხელოვნრად არის გამოწვეული ჩაგონების დახმარებით. ხასიათდება მომატებული აღმქმელობით ჩაგონებისადმი და დაქვეითებული მგრძნობელობით სხვა ზემოქმედების მიმართ.
არსებობს მონაცემები, რომ ჰიპნოზის პრაქტიკა უძველესი დროიდან მოდის. ამაზე სხვადასხვა ხელნაწერი მოწმობს. იგი ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში, საბერძნნეთსა და რომში გამოიყენებოდა.

Read More »