Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დაკრძალვა:)))))))))

Filed Under (სხვა...) by on 01-12-2011

ანის ბოლო თემის “ქორწინების უცნაური ტრადიციები”_ს წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე რომ ეს თემა აუცილებელი იქნებოდა ნიგერიელი სასიძოს ნათესავებისთვის:)))!!!!!და აგრეთვე დაკრძალვის მოყვარულთათვის:(((((((((((   P.S(დაკრძალვა ქართული ტრადიციის მიხედვით). 

     ადამიანის გარდაცვალების მწუხარებას გამძაფრებულად გამოხატავენ. ეს გამოიხატება კივილით, თმების გლეჯითა და პირისახის დაკაწვრით. ხშირად იყო რომ 5-6 მამაკაცი ძლივს აკავებდა ქალს, რომელსაც სახეზე სისხლი სდიოდა და ხელში ბღუჯად ეჭირა თმა. ასეთი დატირება და თავმოსაწონად ითვლებოდა. დღესაც არსებობს ტრადიცია, როდესაც მომაკვდავია ადამიანი, მას ხელში მისცემენ ანთებულ სანთელს, კარ-ფანჯრებს გააღებენ, რომ მიცვალებულის სული დაუბრკოლებლივ გავიდეს სახლიდან და საიქიოში გაემგზავროსო.

Read More »

 

ფსიქიკური აშლილობები – შიზოფრენია

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 18-11-2011

Tagged Under : , , , ,

  ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ყველა დროში არსებობდნენ. ძველად ანომალური ქცევა, სიგიჟე ავადმყოფობად არ განიხილებოდა. ითვლებოდა, რომ ადამიანში “ბოროტი სული” დამკვიდრდა და “მკურნალობაც” ამ დემონის დაწყნარებაში ან განდევნაში მდგომარეობდა, რაც მკაცრ და ხშირად სასტიკ მოპყრობას გულისხმობდა. მედიცინამ ფსიქიკური დარღვევები ავადმყოფობად მხოლოდ XVIII საუკუნეში სცნო.
ტრადიციულ კვალიფიკაციაში დაავადებათა რამდენიმე დიდი ჯგუფი გამოიყოფოდა, მათ შორის უმთავრესი ფსიქოზებისა და ნერვოზების გამიჯვნა იყო. ფსიქოზის დროს ავადმყოფი კარგავს რეალობასთან კონტაქტს, აღენიშნება ირაციონალური იდეები და დამახინჯებული აღქმა. ნევროზის შემთხვევაში ადამიანი იტანჯება, მაგრამ ინარჩუნებს რაციონალური აზროვნებისა და სოციალური ურთიერთობის უნარს.

Read More »