Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დღე, რომელიც მუდამ გვემახსოვრება…..

Filed Under (სხვა...) by on 08-04-2012

         ბევრი სამგლოვიარო დღე გასთენებია საქართველოს… მრავალი განსაცდელი გამოუვლია…… დღევანდელი ჩემი  posti ეხება ერთ-ერთ მტკივნეულ დღეს, მე ვერაფერს ვიტყვი ახალს, ვერაფერს ისეთს რაც აქამდე არ თქმულა… არ დაწერილა… ეს არის დღე რომელიც ცრემლის გარეშე არასოდეს გვახსენდება…. არასოდეს თენდება ეს დღეუცრემლოდ… დღე, რომლის გახსენება მუდამ ტკივილს გვაყენებს… Read More »

 

უცნობი-ნაცნობი კვირის დღეები

Filed Under (სხვა...) by on 08-03-2012

                კვირის დღეების სახელები — კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი — შემოღებულია ებრაელთა მიერ. საქართველოში ფეხი მოიკიდა ქრისტიანობასთან ერთად, IV საუკუნეში.
 — კვირის დღეების  ძველქართული სახელები: მზისა (კვირა), მთოვარისა (ორშაბათი), არაის (სამშაბათი), ერმისა (ოთხშაბათი), აფროდიტისა (ხუთშაბათი), დიოსისა (პარასკევი), კრონოსისა (შაბათი), შემოღებულია ქართველთა შორეული წინაპრების, ქალდეველების მიერ და საქართველოში იხმარებოდა IV საუკუნემდე. სახელები: არია, ერემი, აფროდიტა, დიოსი, კრონოსი — ქართულში შემორჩენილია ქალდეურიდან.  Read More »

 

გემრიელი და უცნაური

Filed Under (საინტერესოა!) by on 27-02-2012

 ყველა ერს აქვს დამახასიათებელი თავისებურება, თითოეული ერი განსხვავდება  სხვადასხვა ნიშან-თვისებებით,კერძოდ, ტრადიციული  ტანსაცმლითა თუ სამზარეულოთი, ყველა ერის სამზარეულო განსხვავებულია, მაგრამ მათ კერძებში არის ისეთი რითაც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. Read More »

 

რაზე მეტყველებს ადამიანის ხელმოწერა

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 21-02-2012

Tagged Under :

  თითოეულ ადამიანს სხვადასხვანაირი  ხელმოწერა აქვს, რომელიც განუმეორებელია და მხოლოდ მას ეკუთვნის. ფსიქოლოგები ირწმუნებიან რომ, ხელმოწერას ადამიანის ხასიათის გამჟღავნება შეუძლია ხელმოწერის ანალიზისას გრაფოლოგები დაახლოებით 40-მდე ნიშან-თვისებას გამოყოფენ, მაგალითად, თუროგორი დაბოლოება აქვს ხელმოწერას:ზემოთ მიიწევს,ქვემოთ თუ სწორია. Read More »

 

ომი ინტერნეტში

Filed Under (საინტერესოა!, სხვა...) by on 01-02-2012

Tagged Under : , ,

ჰაკერების შესაძლებლობები და ნიჭიერება  სცილდება ყოველგვარ საზღვრებს, მათ იმდენი შეძლეს  რომ,ამერიკის თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაშიც შეაღწიეს,მოპარულია ათასობით საიდუმლო დოკუმენტი, პენტაგონმა განგაში ატეხა, და დაიმუქრა რომ ვირტუალურ შპიონაჟს ნამვილ რაკეტებს დაუპირისოირებს.

გასული წლის მარტში ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი  ჰაკერული თავდასხმა მოხდა,საუბარია სწორედ პენტაგონის საიტზე  24 ათასი ფაილის გატანაზე,ძარცვა ვირტუალური იყო ,მაგრამ, ეს მის სერიოზულობას არ ამცირებს, პენტაგონის საიტებზე თავდასხმა საკმაოდ ხშირია. ცოტა ხნის წინ გატეხეს სამხედრო მოსამსახურეთა პირადი მონაცემები 90 000 ამერიკელი სამხედროს პირადი მონაცემები საჯარო გახდა. 28 მაისს იყო მცდელობა , გაეტეხათ  უმსხვილესი  კორპორაციის “ლოკედ მარტინის” საიტი რომელიც პენტაგონისთვის აეროტექნიკურ ტექნიკას აწარმოებს. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ რომ,კომპიუტერული სისტემის დაცვის უზრუნველსაყოფად  საჭიროა დიდი თანხის გამოყოფა.

ოცდამეერთე საუკუნეში ბიტები და ბაიტები ტყვიებზე და ბომბებზე საშიშია,საკმარისია კომპიუტერის კლავიშზე ერთი თითის დაჭერა,რომ ძალიან სერიოზულ შედეგებამდეც მივიდეთ,აცხადებენ რომ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი ჰაკერების სინდისზე აღმოჩნდეს.ფაქტია ,რომ ჰაკერების გონიერებას შეუძლებელის შეძლებაც კი შეუძლია ვირტუალურ სამყაროში.

 

OK ანუ ?

Filed Under (სხვა...) by on 25-01-2012

Tagged Under :

                                                                                                             

                    გამოთქმა “ოქეი” დიდიხანია დამკვიდრდა მსოფლიოს თითქმის ყველა ბინადართა ლექსიკონში, მათ შორის ჩვენთანაც და მან სიტყვა ” დიახ”  ჩაანაცვლა და უფრო მეტი  აზრობრივი დატვირთვაც შეიძინა. და მაინც რას ნიშნავს ok?  დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ  არსებობს სხვადასვა მოსაზრებები…… Read More »

 

მოგვების სიბრძნე

Filed Under (სხვა...) by on 11-01-2012

Tagged Under :

      რამდენჯერ დაგვიკარგავს დრო, იმაზე ფიქრით, რა ვაჩუქოთ მეგობარს, ახლობელს…. გადაწყვეტილების მიღება მაშინაც რთულია როცა საკუთარი თავისთვის ვირჩევთ. მაინც როგორი უნდა იყოს საჩუქარი? საჩუქრის მიძღვნის ჩვეულებას სათავე დაუდეს მოგვებმა,  ქრისტესშობის დღეს. Read More »